კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“ელიტ ლაინის„ ხელმძღვანელმა, მაიკო ჯანყარაშვილმა, თავის 106 შვილობილს, ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად, კიდევ ერთი ოცნება აუსრულა


მას შემდეგ რაც სამოდელო სააგენტო „ელიტ ლაინის“ ხელმძღვანელმა მაიკო ჯანყარაშვილმა წყნეთის უპატრონო ბავშვთა სახლში მცხოვრები ყველა ბავშვი იშვილა, მათ კვირაში ორჯერ უტარდებათ ის გაკვეთილები, რაც სააგენტოში ტარდება. რადგან გაკვეთილები ძირითადად სამოდელო საქმიანობას ეხება, მაიკომ, ბიჭები რომ არ დაჩაგრულიყვნენ, გადაწყვიტა მათთვის სიურპრიზი გაეკეთებინა და სურვილები აესრულებინა. ბავშვებს ყველაზე მეტად ცნობილ ფეხბურთელებთან შეხვედრა და მათთან ფეხბურთის თამაში სურდათ. მაიკოს ინიციატივას, ბავშვთა სახლში ასულიყვნენ, სიამოვნებით გამოეხმაურნენ: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, გიორგი ნემსაძე, აჩი და რეზი არველაძეები. მათი დანახვა ბავშვებს ძალიან გაუხარდათ და სტუმრებს საკუთარი ძალებით მოწყობილი ღონისძიება აჩუქეს. თავის მხრივ სტუმრებმა ბავშვებს ფეხბურთის ბურთები და ნაკრების მაისურები გადასცეს, ფეხბურთიც ითამაშეს და შეჰპირდნენ, რომ მომავალში კიდევ მოინახულებდნენ. მაიკო ჯანყარაშვილმა შვილობილებს კიდევ ერთი ოცნება აუსრულა და დაუვიწყარი დღე აჩუქა.


скачать dle 11.3