კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა უცხოეთში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეების ფულადი გადმორიცხვები


თვით მაშინაც კი, როდესაც ხელისუფლება თავს იწონებს სხვადასხვა რეიტინგში (რომელთა წარმომავლობაშიც ოპონენტებს ეჭვი გვარიანად ეპარებათ) მაღალ-მაღალი ადგილებით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ კვლავაც უცხოეთში ლუკმაპურის საძიებლად შავ მუშებად და მომვლელებად წასული ჩვენი თანამემამულეების მიერ გადმოგზავნილი თანხები რჩება. მეორე მხრივ, ქართულ სოფლის მეურნეობაში გამოჩინებული ადგილი ცხვრის ექსპორტსაც დაუჭერია. თემაზე – რა როლს ასრულებს ცხვარი და ფულადი გზავნილები საქართველოს მოსახლეობის მატერიალურ ყოფაში, ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა გვესაუბრება.


– როგორი ტიპის ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი ფულადი გზავნილების მაღალი წილი?

– ეს დამახასიათებელია იმ ტიპის ქვეყნებისთვის, რომლებშიც ეროვნული ეკონომიკა განუვითარებელია, პერსპექტივაც დიდი არ აქვს და, ამიტომაც, ადამიანები გარბიან სხვადასხვა ქვეყანაში არა იმიტომ, რომ თავიანთი სამშობლო არ უყვართ, არამედ, იმის გამო, რომ ცხოვრების ელემენტარული პირობები და მინიმალური შემოსავალი მაინც ჰქონდეთ არა მხოლოდ თავიანთთვის, არამედ ახლობლებისთვისაც. ყველაზე გამორჩეული ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც, ძირითადად, ფულადი გადარიცხვებით არსებობს, არის ლიბანი, სადაც ბოლო 30-40 წელია, არის ომები, ნგრევა, არასტაბილურობა და, იმ პერიოდშიც კი, როდესაც ომი არ არის, კლავენ რომელიღაც პოლიტიკურ ლიდერს, რაც იწვევს არეულობას. ამიტომ, ლიბანის მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა, უკვე დიდი ხანია, ემიგრაციშია – ეს ეხება ინტელიგენციის ნაწილსაც. თავის დროზე ლიბანი ახლო აღმოსავლეთის შვეიცარიად მიიჩნეოდა, ყველას შურდა მისი და იმედის თვალით უყურებდა, მაგრამ, შემდეგ იქ დაიწყო გაუთავებელი ომები და ამის შედეგად დედამიწაზე ლიბანის სახით მოქმედი ჯოჯოხეთი გაჩნდა, ამიტომაც ხალხი იქიდან გარბოდა და გარბის. ამდენად, ლიბანი აღიარებულია კლასიკურ ქვეყნად, რომელიც არსებობს არა საკუთარი ეკონომიკით, არამედ – ფულადი გზავნილებით. ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენ ლიბანს ვგავდეთ, მაგრამ, ასეთია გამოცდილება. საქართველოდან ჩვენი თანამოქალაქეების წასვლას თავისი ახსნა აქვს. რამდენიმე ტალღა იყო: პირველი, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა; მეორე, როდესაც გამსახურდიას ხელისუფლება გადაატრიალეს და მისი მხარდამჭერების ნაწილმა საქართველო დატოვა; მესამე ტალღა დაკავშირებულია სამაჩაბლოში და კიდევ უფრო მეტად – აფხაზეთში საომარ მოქმედებებთან, როდესაც იქიდან დევნილი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ქვეყნიდან წავიდა. 1998 წელს იყო მორიგი ტალღა, როდესაც გალიდან გამოყარეს ჩვენი თანამოქალაქეები. ეს ტალღები გრძელდება. შესაძლოა, პოლიტიკური მოსაზრებებით, ხელისუფლებას ხელს აძლევდეს მავანისა და მავანის დაბრუნება, მაგრამ, ძირითადად, საქართველოდან უფრო მეტი მიდის, ვიდრე ბრუნდება.

– ჩვენს 600 000-ზე მეტ თანამოქალაქეს უნდა „მწვანე ბარათის“ მიღება, ეს ციფრი პირდაპირ მიუთითებს არსებულ ტენდენციაზე?

– ბუნებრივია, ყველა, ვისაც შევსებული აქვს განაცხადი, ვერ მიიღებს „მწვანე ბარათს“.

– ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს აქვს სურვილი, გახდეს სხვა ქვეყნის მოქალაქე და, მერე რა, რომ ეს სხვა ქვეყანა აშშ-ა?!

– ამ ადამიანების ქცევას აქვს ახსნა: აბა, რა გააკეთოს? დაიღუპოს?! მათი მოტივაციაა თუნდაც ის, რომ თვითონაც გაიუმჯობესებს მატერიალურ მდგომარეობას და თავის ახლობლებსაც დაეხმარება, რადგან, მართლაც, ყველა ხომ ვერ წავა?! ასე რომ, ეს სავსებით მართებული ქცევაა. მეორე მხრივ, სად მიდის ადამიანი? – იქ, სადაც უკეთესია. თუ ხვალ საქართველოში გაუმჯობესდება პირობები, ისინი, ყველანი, საქართველოში დაბრუნდებიან, მაგრამ, აქ არის ერთი ცუდი მომენტი, რომელიც, ჩემი აზრით, ქართველების ხასიათს უკავშირდება: ქართველები, როდესაც მიდიან უცხოეთში, სამწუხაროდ, ძალიან ადვილად კარგავენ ქართველობას. მათი შვილები, როგორც წესი, არაქართველებად იზრდებიან. ეს ჩვენ მნიშვნელოვნად განგვასხვავებს ჩვენი მეზობლებისგან, სომხებისგან: მათ, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, თავიანთი ენაც იციან და მენტალობითაც სომხებად რჩებიან. ეს, ასევე, დამახასიათებელია ებრაელებისთვის, ჩინელებისთვის. ამიტომ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყნიდან გასული თითოეული ქართველი, ფაქტობრივად, დაკარგული ქართველია.

– ქვეყნის გარეთ სამუშაოს ძიებას აქვს თავისი მიზეზები, თუმცა, ერთ-ერთ მიზეზად იმასაც ასახელებენ, რომ ჩვენი თანამემამულეები აქ არ დათანხმდებოდნენ იმავე სამუშაოს შესრულებას.

– ნუ დაგვავიწყდება, რომ, აქ მომვლელად თუ იმუშავებს, ბევრად ნაკლებს გადაუხდიან, თან, იქ, როგორც წესი, მომვლელი ოჯახში ცხოვრობს, იქვე იკვებება და ესეც უმსუბუქებს მდგომარეობას; თუმცა, მეორე მხრივ, ეს უკავშირდება ჩვენს კუდაბზიკობასაც. მაგრამ, ვთქვათ ისიც, რომ, დღეს მოდის ახალგაზრდობა, რომელიც არ თაკილობს არანაირ შრომას. მე თვითონ მყოლია ასეთი სტუდენტები – ძალიან ნიჭიერები, რომლებიც რესტორნებში მუშაობდნენ მიმტანებად. ისინი ამას არც მალავდნენ და არც თაკილობდნენ. ასე რომ, თანდათან ყალიბდება ნორმალური მენტალიტეტი და ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. თუმცა, რა თქმა უნდა, ისიც არის, რომ ადამიანი ცდილობს, გავიდეს უცხოეთში, რადგან იქ უფრო დიდ ანაზღაურებას იღებს.

– დღეს მსოფლიოში გაჭირვებული ქვეყანა უფრო მეტია, ვიდრე დალხენილი, ამდენად, მუშახელის ნაკლებობას არ უნდა უჩიოდნენ. ჩვენები რა ნიშნით შოულობენ სამსახურს უცხოეთში, ყველაზე იაფი მუშახელია?

– როდესაც მომვლელებად ან ბავშვების აღმზრდელებად მიდიან, ჩვენებს აქვთ ის უპირატესობა, რომ მათ აქვთ უმაღლესი განათლება, ნაკითხი, მომზადებული ხალხია და, არცთუ ისე ძვირს ითხოვენ, მაშინ, როდესაც უცხოეთში, რაც უფრო განათლებულია ადამიანი, მით უფრო მეტ ანაზღაურებას ითხოვს. მაგრამ, მინდა, ერთ მომენტსაც მივაქციო ყურადღება: დღეს, გლობალური ფინანსური კრიზისის პირობებში, ეს ფინანსური ნაკადები შემცირდა, რადგან იქაც გაჭირდა სამსახურის შენარჩუნება. ამიტომ, ჩვენი თანამემამულეები უფრო ნაკლები თანხის გადმორიცხვას ახერხებენ თავიანთ სამშობლოში, მაგრამ, კრიზისი რომ დამთავრდება, ეს თანხა გაიზრდება და ჩვენთან ვალუტის შემოსავლების ძირითადი ნაწილი ისევ ფულადი გზავნილები იქნება.

– რა გავლენას ახდენს ფულადი გზავნილები ქართულ ეკონომიკაზე, თუნდაც, ლარის კურსის სტაბილურობასთან მიმართებაში?

– ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იცით, რომ ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში უცხოურ და ეროვნულ ვალუტას შორის თანაფარდობით ყალიბდება. უცხოური ვალუტის შემოსვლის რამდენიმე წყაროა: ყველაზე მნიშვნელოვანია ექსპორტი, ხოლო, რადგანაც იმპორტი ოთხჯერ მეტია ექსპორტზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენგან უფრო მეტი ვალუტა გადის, ვიდრე შემოდის. უცხოური ვალუტის შემოსვლის შემდეგი ორი წყაროა: უცხოური ინვესტიციები, თუმცა, ბოლო პერიოდში მათი რაოდენობა შემცირდა, და – საერთაშორისო დახმარებები, რაც დღევანდელ ეტაპზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

– მაგრამ, ცოტაღა დაგვრჩა მისაღები იმ ოთხ-ნახევარი მილიარდიდან?

– ყოველ შემთხვევაში, 2011 წლის ჩათვლით ჩვენ ამ დახმარებას მივიღებთ. შემდეგ – ვნახოთ, იქნება თუ არა დახმარება. ალბათ, იქნება, მაგრამ, არა იმდენი, რამდენიც რუსეთის აგრესიის შემდეგ იყო.

– ანუ, ერთი ომი „დახატავს“ ჩვენს ეკონომიკას?

– ღმერთმა დაიფაროს! და, ვალუტის შემოსვლის მეოთხე წყაროა ფულადი გზავნილები. ეს გზავნილები მოდის მოსახლეობაში, რომელიც ნაწილს შავი დღისთვის ინახავს, ნაწილს კი ხარჯავს მიმდინარე მოხმარებისთვის. ასე რომ, ამ გზავნილებს ძალიან სერიოზული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ვალუტის სტაბილურობისთვის.

– თუ სწორად გავიგე, უცხოეთში შავ სამუშაოზე წასული ჩვენი თანამემამულეები, გარდა იმისა, რომ თავსაც ირჩენენ და ახლობლებსაც არჩენენ, ლარის კურსის სტაბილურობასაც უზრუნველყოფენ?

– მართალს ბრძანებთ. ეკონომიკის მამოძრავებელია ექსპორტი, ხოლო იმპორტში კი, როგორც გითხარით, ოთხჯერ მეტს ვკარგავთ, ვიდრე ვიძენთ ექსპორტიდან.

– ძალიან აქტუალური გახდა ცხვრის ექსპორტი – 240 000 სული ცხვარი გაუყვანიათ საუდის არაბეთში. სოფლის მეურნეობის დიდი სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ, თუ მასობრივად გავყიდეთ ცხვარი, იმდენს კი ვხვდები, რომ ერთ მშვენიერ დღეს ცხვარი, უბრალოდ, აღარ დაგვრჩება.

– საინტერესო ისაა, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისას ითქვა, რომ მეცხვარეობაში გვაქვს ზრდა, რომ ეს მზარდი დარგია და, კრიზისის მიუხედავად, მეცხოველეობაში და, კონკრეტულად მეცხვარეობაში, არის აღმავლობა. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს მოულოდნელი განცხადებები იყო და პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ვნახე სტატისტიკის დეპარტამენტის ვებ-გვერდი. წლიური შედეგები ჯერ არ არის გამოქვეყნებული, მაგრამ, მოცემულია 2009 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით. რეალურად გვაქვს ასეთი სურათი: მთლიანად, მთელ სოფლის მეურნეობაში არის კლება; სულადობის მხრივ, კლება არის მეცხოველეობაშიც და კონკრეტულად მეცხვარეობაშიც, ერთადერთი – ზრდა გვაქვს ხორცის დამზადებაში.

– თუ დავკლავთ, რა თქმა უნდა, კლება გვექნება.

– როდესაც სულადობაში გაქვს კლება, ეს ნიშნავს, რომ, უფრო მეტი დაკალი, ვიდრე ახალი სულადობა შეგეძინა და პერსპექტივისთვის ეს არის კატასტროფა. ასაკოვან მკითხველს მინდა, შევახსენო, ხოლო ახალგაზრდა მკითხველს კი ვუამბო ისტორია, რომელიც დაკავშირებულია საბჭოთა კავშირის იმ პერიოდთან, როდესაც ნიკიტა ხრუშჩოვი იყო ქვეყნის ლიდერი. ნიკიტა ხრუშჩოვს ჰქონდა იდეაფიქსი, რომ ეჩვენებინა, როგორი წარმატებული იყო საბჭოთა ეკონომიკა მისი მმართველობის დროს სტალინის მმართველობის პერიოდთან შედარებით. სხვა ბევრ სისულელესთან ერთად, მან სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვნად გაზრდილი გეგმა მისცა ხორცის ჩაბარებაში. იმ წელს ის გეგმა შესრულდა, მაგრამ შემდეგ წელს ხორცი აღარ იყო ქვეყანაში, იმიტომ, რომ მთელი პირუტყვი დაკლეს. აი, ასეთი დამოკიდებულება გამოიკვეთა ქართულ სინამდვილეშიც: როდესაც ყველა სახეობის პირუტყვის სულადობა გიმცირდება, ხოლო ხორცის დამზადებას ზრდი, ეს, უბრალოდ, სისულელეა, აღარ ვამბობ სიტყვა – დანაშაულს. სულადობის ზრდის ტემპი უნდა აღემატებოდეს ხორცის დამზადების ტემპს.

– ესე იგი, ვერც ჩვენ ვმრავლდებით და ვერც ჩვენი პირუტყვი. ეს ლოგიკურია – ერთი ბედისანი ვართ და კლებისკენ მივდივართ.

– ერთი ნუგეში ისაა, რომ ჩვენ, ჯერჯერობით, დაკვლას არ ვექვემდებარებით. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტის მიერ გაკეთებული აი, ასეთი განცხადებები, რომელთა გადამოწმებაც რამდენიმე წუთში შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ საზიანოა. ეს არის ოფიციალური მონაცემები, თორემ, მე სოფლის მეურნეობის სპეციალისტი არ ვარ. სტატისტიკურ მონაცემებს ისე ატრიალებენ, როგორც უნდათ, ამიტომ, ან სტატისტიკის დეპარტამენტი აიძულონ, რომ ეს ინფორმაცია გადააკეთონ (რაც ძალიან კანონის დარღვევა იქნება!), ან, ის მაინც არ ილაპარაკოს პრეზიდენტმა, რისი შემოწმებაც ასე ადვილად შეიძლება.

– რა არის ხორცის დამზადებაში ზრდის მიზეზი? ჩვენ გავმგელდით თუ ექსპორტზე გადის?

– ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ხორცის წილი ექსპორტში მცირეა, ანუ, ჯერჯერობით ეს არ არის ჩვენი საექსპორტო პოტენციალი, თუმცა, შესაძლოა, გახდეს. რაც შეეხება, იმას, გავიდა თუ მივირთვით: თუ ცხვარი, ძროხა და ქათამი დაკლულია, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ შეჭამა – მგელმა, ტურამ, ჩვენ თუ უცხოელმა?! მთავარია, რომ პირუტყვის სულადობა იზრდებოდეს. მეცხოველეობის გარდა, ალბათ, უფრო სერიოზულ თემებსაც მივაქცევდით ყურადღებას პრეზიდენტის გამოსვლაში, რომ ყოფილიყო. სამწუხაროდ, მისი ბოლო გამოსვლა პარლამენტში ყველა გამოსვლაზე სუსტი იყო, რაც პრეზიდენტის რანგში ჰქონია. ერთადერთი, ცხვარს თუ ჩავეჭიდებით, იმიტომ, რომ სხვა არანაირ თემაზე არაფერი თქმულა. არანაირი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინიციატივა არ გამოუცხადებია, გარდა ტელევიზიებისათვის საგადასახადო ამნისტიისა, რაც ჩემთვის გაუგებარია. თუ ტელევიზიებს სჭირდებათ დახმარება, მათი საქმიანობა, შეიძლება, საერთოდ არ დაიბეგროს. გადასახადების ჩამოწერა არ მიმაჩნია მართებულად; ვიღაცას ჩამოაწერ, იმიტომ რომ, არ გადაუხდია, მაგრამ, ვინც გადაიხადა, რა, დაუბრუნებ?!

– არ ვიცი, სხვაგან როგორაა, მაგრამ ჩვენთან, როგორც წესი, წესიერი გადამხდელი იჩაგრება ხოლმე.

– ამიტომ, მე, როგორც ეკონომისტი, ნებისმიერი ამნისტიის წინააღმდეგი ვარ. თუ მაინცდამაინც, უნდა, იყოს გარკვეული საგადასახადო შეღავათი, რომელიც ყველას შეეხება. იგივე ხდება კომუნალურ გადასახდელებთან მიმართებაშიც: ვიღაცას წყლის გადასახადი არ გადაუხდია და უნდა ჩამოაწერონ; ესე იგი, ხვალ მეც, კარგმა გადამხდელმაც, არ უნდა გადავიხადო იმის იმედით, რომ მეც ჩამომაწერენ?! საზოგადოებაში ამის დამკვიდრება ძალიან ცუდი რამაა, ჩამოწერას, ჯობია, გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმაროს მერია, ანუ მათ თავად გადაუხადოს. რაც შეეხება იმას, პრეზიდენტს არც ერთი ეკონომიკური ინიციატივა არ უხსენებია, ასევე, არაფერი თქმულა ქვეყნის საგარეო ურთიერთობაზე, თუნდაც იმაზე, თუ როგორ აფასებს პრეზიდენტი თურქულ-სომხურ „დათბობას”. არც ერთ ჩვენს მეზობელზე არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა, გარდა იაფფასიანი განცხადებებისა, რომ, თურმე, ბათუმში აშენდება უფრო მეტი ბრენდი სასტუმრო, ვიდრე მოსკოვშია. ჯერ ერთი, მოსკოვი ორჯერ და მეტად აღემატება მთელ საქართველოს, იქ მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩადიან სერიოზული პოლიტიკოსები და, კიდევ უფრო ხშირად – გამორჩეულად მდიდარი ბიზნესმენები. ისინი ცხოვრობენ ძალიან ძვირად ღირებულ სასტუმროებში და ძალიან დიდ თანხებს იხდიან. ბათუმი ჩვენია და გვიყვარს, მაგრამ, რამდენი სასტუმროც არ უნდა აშენდეს არათუ ბათუმში, მთელი შავიზღვისპირეთი სასტუმროებით რომ დაიფაროს, მაინც ვერ იქნება მოსკოვის ოდენობის! ჩვენი მიზანია, რომ ბათუმი სასტუმროების რაოდენობით დაეწიოს და გაუსწროს მოსკოვს?! ეს ხომ პრიმიტივიზმია. ასეთი იაფფასიანი შედარებები, „გვარს არ დავასახელებ”, ჩვენი ერთი მეზობლისთვისაა დამახასიათებელი და ამიტომ ძალიან მიკვირს ჩვენი პრეზიდენტისგან ასეთი განცხადებების მოსმენა. ეს მხოლოდ და მხოლოდ გამაღიზიანებელია, როგორც, მაგალითად, იმის თქმა, რომ საქართველო უფრო მეტ შიდა პროდუქტს აწარმოებს მოსახლეობის ერთ სულზე, ვიდრე უკრაინა. ეს არ დასტურდება არანაირი სტატისტიკური ინფორმაცით – არც უკრაინულით და არც ქართულით, არც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და არც მსოფლიო ბანკის მონაცემებით. ყველგან წერია, რომ უკრაინაში უფრო მეტია. იმათაც ძალიან ბევრი სირთულე აქვთ, მაგრამ, იმდენად წინ იყვნენ, რომ მაინც ჩვენზე ბევრს აწარმოებენ. საერთოდაც, არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი – დავეწიოთ და გავასწროთ უკრაინას. ეს ძველი კლიშეებია. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ჩვენი ხალხი უკეთესად ცხოვრობდეს და არა ვიღაცაზე უკეთესად რაღაც ფსევდოპარამეტრით.

– რადგან კომუნალური გადასახდელების ჩამოწერა ვახსენეთ, მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ინიციატივით გამოდის, შევამციროთ კომუნალური გადასახდელებიო. ეს რეალურია?

– საკუთარი ჯიბიდან გადაიხდის?

– მეც ეს მაინტერესებს და იმიტომ გისვამთ ამ შეკითხვას.

– ეს არ არის ორიგინალური აზრი. ჩვენ გვყავს უკვე „ლეიბორისტები“ და მათ ამ პრობლემატიკაში ვერავინ შეეცილება. შალვა ნათელაშვილს აქვს თავისი პოლიტიკური ნიშა და ბრწყინვალე ორატორული ნიჭი. ჩვენ ორატორული ნიჭის მქონე ორი გამორჩეული პოლიტიკოსი გვყავს: მიხეილ სააკაშვილი და შალვა ნათელაშვილი და, თუკი უცხო ენებზე სააკაშვილი სჯობს ნათელაშვილს, ქართულში, ვეჭვობ, მიხეილმა შალვას აჯობოს. ამიტომ, არ მგონია, ვინმემ შალვა ნათელაშვილს ასეთ დაპირებებში „მოუჯოკროს“.

– რუსი სამხედრო ექსპერტები აშკარად ამბობენ, რომ ლარსის გახსნა ჰაერივით აუცილებელია სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის მხარდასაჭერად როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის წინააღმდეგ. რა ეკონომიკური ეფექტი აქვს სომხეთისთვის გახსნილ ლარსს საქართველოსთვის? ღირს ამ სამხედრო-პოლიტიკურ რისკად?

– ერთადერთი არგუმენტი არის სომხური ფაქტორი. რუსებს ეს ქართველებისთვის არ გაუკეთებიათ. ლარსის გახსნას აქვს ის მნიშვნელობა, რომ სომხეთთან გვინდა კეთილმეზობლური ურთიერთობა. რაც შეეხება ქართულ საქონელს, მისთვის რუსული ბაზარი მაინც დაკეტილია.

– შეეტყობა, რომ პროდუქცია ქართულია, თუ, თან უნდა ახლდეს შესაბამისი სერტიფიკატი?

– შეიძლება, გაფორმდეს, როგორც სომხური და გავიდეს ქართულიც. ეს კორუფციული სქემებია და საქართველოს ზოგიერთი წარმომადგენელი ამით არალეგალურად იხეირებს კიდეც. უფრო ცუდია, თუ ამ გზით იარაღიც გადაადგილდება, მაგრამ, ჩვენ ეს არ ვიცით.

– მე არ მინახავს დოკუმენტი, თუმცა, ხელისუფლება ამბობს, მხოლოდ სავაჭრო ტვირთებს გავუხსენით გზაო?

– მეც არ მინახავს და ამიტომ ვამბობ – თუ ასეა, ეს ძალიან ცუდი იქნება არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი მეგობრებისთვისაც, მხედველობაში მაქვს აზერბაიჯანი. თუ საქართველოს მხარე წავა ამაზე, ეს იქნება ქვეყნის ღალატი და ამასთან მოგონილი იქნება ნოღაიდელი თავისი იწილო-ბიწილოთი. მაგრამ, ისეც არ გამოგვივიდეს, ბავშვი ჯერ არ დაბადებულიყო და „პეტრეს” არქმევდნენო, თანაც, ეს სახელი, ალბათ, დამეთანხმებით, ღალატის თემასთან დაკავშირებულ სიტუაციას ნამდვილად ამშვენებს.

– შეიძლება, უკვე დაბადებულია?

– ჯერჯერობით ფაქტი ისაა, რომ ეს არის საქართველოს კეთილი ნების გამოხატვა ჩვენი მეზობლისადმი.


скачать dle 11.3