კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დასასუფთავებლები


„ვარდი“, ანუ პარკი „სილაში“

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, როგორც ჩანს, პოლიეთილენის პარკებს საღმრთო ომი გამოუცხადა მხოლოდ სატელევიზიო სიუჟეტებსა და კანონპროექტს არ დასჯერდა და, სავარაუდოდ, მეტი თვალსაჩინოებისთვის, გნებავთ, დამაჯერებლობისთვის, ბუნწიაღში გავიდა (თანაც, წელიწადის ამ დროს – მეტად მიმზიდველში). სახელდობრ, ბ-ნი ხაჩიძე გუდაურს ეწვია და იქ აქციაც – „პოლიეთილენის პარკი – ბუნების მტერია“ გამართა. ამ მჭექარე და პატრიოტული სახელის მქონე აქტივობის დანიშნულება არა მხოლოდ ანტიპოლიეთილენისპარკული მოძრაობა გახლდათ, არამედ, გარემოს დასუფთავებაც, რომელშიც, ბუნებრივია, პირველი ვიოლინოს როლს თავად ნოვატორი მინისტრი ასრულებდა (აქეთ – ჰიტებს წერს, იქით – პარკებს აგროვებს, თითქმის უნივერსალია!), დამხმარეთა როლს კი გარემოს დაცვის ინსპექციის აღმოსავლეთ-ცენტრალური ბიუროს თანამშრომლები, მწვანეთა კლუბის წევრები და სტუდენტები ასრულებდნენ. ბ-ნ ხაჩიძეს არც მათი ეს აქტივობა გამორჩენია და არც შეფასება დავიწყებია: „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აგრარული უნივერსიტეტის, სასულიერო სემინარიის, სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს, ყველა ჩემს თანამშრომელს და, საერთოდ, ყველა ადამიანს, რომელიც გამოდის, აგროვებს ნაგავს და უფრთხილდება ჩვენს ქვეყანას“. მისივე ინიციატივით, 2010 – დასუფთავების წლადაა გამოცხადებული და მინისტრი შეფრთიანებულია იმედით, რომ ნაგვის შეგროვების ინიციატივას მოსახლეობის ფართო ფენები აიტაცებენ. მეორე მხრივ, არც ჩვენ ვკარგავთ იმედს, რომ ნაგავს კიდეც შევაგროვებთ და, ზედაც, გავიტანთ, თანაც, არა მხოლოდ ბუნწიაღებიდან.


скачать dle 11.3