კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„აბა, ულააააა!“


„ის შავი კაცი ვინღა იყო“?!

თუკი მანამდე ოდენ ყურმოკვრით ვიცოდით, ახლა უკვე პოლიციის ჰიმნზე შექმნილ კლიპს ორთავ თვალიც შევავლეთ და ორთავ ყურიც მივუშვირეთ. ქართული საერთო მაუწყებლების ეთერში კლიპის პრემიერაც შედგა და ამან ლამის ყოველდღიური ხასიათიც მიიღო (თვალ-ყურის გასახედნად). ამ აქციის (ანუ გახედნვის) მიზანი დიადი, ნათელი და საშურია: მე მიყვარს ჩემი პოლიცია! მე მიცავს ჩემი პოლიცია! ჩემი პოლიცია ყველაზე მაგარია და ასე შემდეგ (გააჩნია, ვის სადამდე გასწვდება ფანტაზია). არ შევჩერდები კლიპის შინაარსზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ, ვიმედოვნებ, მკითხველს იგი უკვე ექნება ნანახ-მოსმენილი და, რაც მთავარია, კლიპის გარეშეც ვიცოდით, რომ ჩვენმა პოლიციელებმა გამჭვირვალე შენობებშიც დაივანეს; ევროპულად ჩაიცვ-დაიხურეს; არც ღიპები აწუხებთ; ყოველ შემთხვევაში, მძღოლებს მეტად თავაზიანად ეპყრობიან და, საერთოდაც, მათ სამსახურებრივ ანგარიშზე გახმაურებული მკვლელობებიც რომ არ იყოს, სავსებით ბუნებრივი იქნებოდა, თუკი პრეტენზია უფრთო ანგელოზობაზეც გაუჩნდებოდათ (და, კაცმა რომ თქვას, ჩვენც ეს გვინდა, იმიტომ რომ, ჩემი პოლიციის მოვალეობა ჩემი უსაფრთხოების დაცვაა!). პოლიციის ახალ სარეკლამო კლიპ-სიმღერაზე არც მოგაცდენდით, რომ არა კლიპის ერთი უცნაური პასაჟი: შავფორმიანები (ვერ გაარკვევ პოლიციელები არიან თუ სხვა ძალოვანი შენაერთის წევრები) ზღვით, ჰაერითა და ხმელეთით ვიღაცას უტევენ. რაკი გემს თუ კატარღას (რომელიც კადრში ჩანს) აწერია: „სოხუმი“, უნდა ვივარაუდოთ, რომ „ჩვენმა გმირებმა ზარბაზნებით, თოფებით და ტანკებით“ მტერს უნდა დასცხონ (თუმცა ისიცაა, „დაცხება“ თუ შეეძლოთ, გნებავთ, თუ უნდოდათ, ავადსახსენებელ აგვისტოში ვინ დაუშალათ?!). ბუნებრივია, მე ვერ გეტყვით, რა მიზანს ემსახურება კვლავ სამხედრო რიტორიკის წინ წამოწევა (როცა არც ორბის თვალი გაქვს და, მით უმეტეს, არც მგლის მუხლი), ხოლო, რაკი ამას არც არავინ გვეუბნება, ის მაინც გაგვაგებინონ, ის შავი კაცები ვინ არიან?!


скачать dle 11.3