კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაენგრა ძირფესვიანი სიყვარული ნოდარ მელაძეს და რა ჭორმა დაუნგრია ნინას სასიყვარულო ურთიერთობა

დიდი ხნის განმავლობაში ნინა ნოდარ მელაძის ერთ-ერთი საყვარელი რესპონდენტი იყო. დღეს ის უკვე ტელეწამყვანის ამპლუაში, „შეცვლილი როლების“ წყალობით, ნინას კითხვებს უპასუხებს. თუმცა, როგორც ჭეშმარიტ ჟურნალისტს შეეფერება, მან მომღერალს ძალიან ბევრი რამ ათქმევინა.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ნოდარ მელაძე

– რა უფრო საინტერესოა, ჩინოვნიკობა თუ მხოლოდ მომღერლობა?

– ორივე ერთად (იცინის). სიმართლე გითხრა, ჩინოვნიკად და უფროსად საერთოდ ვერ ვგრძნობ თავს, სინამდვილეში ძალიან ბევრი უფროსი მყავს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ სამინისტროში ზუსტად იმ თანამდებობაზე და იმ სფეროში ვმუშაობ, რომელიც მაინტერესებს. ორივე პროფესიას ერთმანეთს მშვენივრად ვუთავსებ, აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ ამას.

– როგორ ფიქრობ, კომპეტენტური ხარ? დაიწყე მუშაობა და თავიდანვე აითვისე თუ ნელ-ნელა მიეჩვიე იმ ყველაფრის კეთებას, რაც დავალებული გაქვს?

– არა, რა თქმა უნდა, დღეს გაცილებით უკეთ ვერკვევი ჩემს საქმეში, ვიდრე პირველი ორი კვირის განმავლობაში. ბოლომდე გულწრფელი ვიქნები და გეტყვი, რომ ერთადერთი, რაც ყველაზე ცუდად და რთულად გამომდიოდა, ეს საბუთებთან ურთიერთობა იყო. მაგრამ, თუ ოდნავ ჭკუა გაქვს ადამიანს, არც ისე რთული ყოფილა, ძალიან მალე ავუღე ალღო და ახლა იოლად გამომდის ყველაფერი.

– ამ ბოლო პერიოდში შენი იმიჯი იცვლება და სულ უფრო და უფრო მიმზიდველი ხდები. არა, იმას არ ვამბობ, რომ არ იყავი, მაგრამ სულ უფრო რაღაც სხვანაირი ხდები. ვისთვის იღწვის ნინა, ვისი გულის მოსაგებად? თუ, არსებობს ადამიანი, ვისი გულიც უკვე მოგებულია?

– როგორც ჩანს, საშინლად ეგოსიტი ადამიანი ვარ, რადგან არასდროს არავისთვის ვიღვწი. (იცინიან), ყოველთვის, თუ რამეს ვაკეთებ, მხოლოდ საკუთარი თავისთვის, იმიტომ, რომ კომფორტულად და კარგად ვგრძნობდე თავს. დილით რომ გავიღვიძებ, სარკეში ჩავიხედები და თუნდაც ერთი კილოგრამი მაქვს მომატებული ან ცუდი ძილის გამო თვალები მაქვს ჩაშავებული, მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვარ. აქედან გამომდინარე, თუ დილით გავიღვიძე, ჩავიცვი და მივხვდი, რომ კარგად გამოვიყურები, ეს სტიმულს მაძლევს იმისთვის, რომ უამრავი საქმე მოვასწრო ერთ დღეში. იმიჯიც არავის გამო არ შემიცვლია, მომბეზრდა გრძელი თმა, წონამაც შემაწუხა, გავხდი და არასდროს აღარ დავუშვებ, რომ გავსუქდე. ჯანსაღად ვიკვებები, თითქმის ერთსა და იმავე დროს. არ ვჭამ ცომეულსა და ტკბილს, მხოლოდ სალათებს, მოხარშულ ხორცს, კვერცხს, თევზს, კარტოფილსა და სხვა დიეტურ საკვებს მივირთმევ. მაზოხისტიც არ ვარ, შეიძლება, ხანდახან ტორტიც ვჭამო, მაგრამ, თუ ტორტი ვჭამე, მეორე დღეს მაწვნით ან რამე მსგავსით განტვირთვას ვაკეთებ.

– არ გიქმნის დისკომფორტს მუდმივად ასეთ რეჟიმში ყოფნა?

– არანაირად, ეს ჩემი ცხოვრების წესია და ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ მივეჩვიე ამ ყველაფერს და ყოველგვარი ძალდატანებისა და ზედმეტი ფიქრის გარეშე ხდება. დიეტაზე კი არ ვარ, უბრალოდ, დავივიწყე, რომ არსებობს გემრიელი ფუნთუშები, ბეკონები და ამბები. ერთი სიტყვით, მომბეზრდა გრძელი თმა, თან სამსახურშიც არაეთიკური იყო ამხელა გაწეწილი თმით სიარული და შევიჭერი. ერთი მხარე მაინც ოდნავ გრძელი დავტოვე, რაც, მგონი, სამსახურებრივ იმიჯს მშვენივრად შეეფერება. ასე ვცხოვრობ: ნაოჭს შევამჩნევ – გავისწორებ, რაღაც არ მომეწონება – შევცვლი და, ეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისთვის.

– არის ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს აფასებს და რომელიც ერთადერთია, ვისი აზრიც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და კომპეტენტურია?

– სამწუხაროდ, არ არის ასეთი ადამიანი. შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო, მაგრამ, რაღაც, არ შედგა ჩვენი ურთიერთობა.

– რატომ?

– იმიტომ, რომ საქართველო კი არა „გრუზიაა“...

– რას გულისხმობდი, როდესაც თქვი საქართველო კი არა, „გრუზიააო“, ის რომ შენ შესახებ ბევრი ჭორაობს?

– არა, მაგრამ, ალბათ, ასე იყო საჭირო. რაც არ გამოდის, ესე იგი, არც ღირდა.

– ანუ, მაინც ჭორების გამო იყო მისი შენ გვერდით ყოფნა მიუღებელი თუ მაინც სხვა რამე მოხდა?

– არაფერი მომხდარა. მოდი, ასე ვთქვათ: ნებისმიერი მამაკაცისთვის, რომელსაც გვერდით ჰყავს ცნობილი სახე, სხვა სიტყვას ჩემთან მიმართებაში არ ვიხმარ, ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე ძალიან უჭირს ურთიერთობა; იმდენი ზღაპარი, ჭორი, ზოგი ტყუილი და ზოგი მართალი ესმის, რომ ვეღარ იგებს, რა არის სიმართლე და რა – ტყუილი. შემდეგ იძაბება და, როდესაც ურთიერთობაში ერთი ადამიანი დაძაბულია, ეს დაძაბულობა მთლიანად ვრცელდება, რაც, საბოლოოდ, ყველაფერს აფუჭებს და ვერ ხარ მშვიდად და ლაღად.

– ანუ, ზუსტად რომ გავიგოთ ამბავი, ჭორებმა ნინას საყვარელ ადამიანთან კონტაქტი შეაწყვეტინა?

– გაჩერდი, მორჩა! (იცინიან) არა, კონტაქტი სულაც არ შემიწყვეტია. უბრალოდ, არ შედგა ურთიერთობა, რომელსაც, შეიძლებოდა, ძალიან ლამაზი და კეთილი დასასრული ჰქონოდა. სადაც სრულფასოვნება არ არის, იქ თავს კარგად ვერ ვგრძნობ.

– გული გწყდება?

– კი.

– მოდი, ავაწყოთ ეს ყველაფერი: ჭორების გამო, ნინამ ვეღარ გააგრძელა ურთიერთობა ადამიანთან, რაზეც ახლა გული სწყდება. ასეა?

– რა ინტრიგანი ხარ, თქვენი პროფესია რა ვთქვი! (იცინიან) კი, ასეა, რა მერე?! არაფერი, გული მწყდება და, ალბათ, მასაც დასწყდება. ერთმანეთისთვის ყოველთვის ვიქნებით კარგი მეგობრები და ძვირფასი ადამიანები, უბრალოდ, არ შედგა ურთიერთობა, დარჩა მეგობრობის დონეზე და ეს მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან წლებთან ერთად გრძნობებიც გადის, ხუნდება, მერე ჩნდება: „ქალო, ფლოსტები მომიტანე!“ და რაღაც ასეთები და, თუ აქ მეგობრობა არ არის, არაფერი რჩება.

– ბოლოს ყველა ეგრეა?

– კი, ბოლოს მაინც ყველა „ფლოსტებამდე“ მიდის, რეალობა ასეთია. ჯობია, რაღაცეები, რაც ძალიან ძვირფასია შენთვის, მხოლოდ მოგონებად დარჩეს, თან, კარგ მოგონებად.

– როგორ გგონია, ეს მომავალ ურთიერთობებშიც შეგიშლის ხელს?

– არა მგონია. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ამ ურთიერთობაში შემიშალა. პრინციპში, არც შემიშალა, უბრალოდ, ორივემ გადავწყვიტეთ, რომ ასე ჯობია.

– ცდილობენ ხოლმე ნინას შეცვლას?

– ნინას შეცვლას მისი მშობლები ერთი წლის ასაკიდან ცდილობენ, მაგრამ არაფერი გამოსდით. ასეთი დავიბადე და რა ვქნა?! ყველას ვუსმენ, შეიძლება ვიღაცეების აზრი გავითვალისწინო, მაგრამ ზოგადად ეს არ გამომდის. სპეციალურად კი არა, ჯიუტი ვარ და ყოველთვის ისე ვიქცევი, როგორც მე ვფიქრობ, რომ სწორია. ბევრჯერ მომიმტვრევია კისერი და ხშირად ვიწვნევ ხოლმე ჩემს შეცდომებს, რადგან ჯერ ვაკეთებ და მერე ვფიქრობ. ისე, ბოლო რამდენიმე თვეა, ამ მხრივ გამოვსწორდი და, ღმერთმა ქნას, რომ ჯერ ვიფიქრო და მერე ვაკეთო. ორი წლის ასაკიდან უკვე საკმაოდ დაუმორჩილებელი, დამოუკიდებელი აზროვნების მქონე ადამიანი ვიყავი და ვერ ვიტყვი, რომ ამით ბევრი დავკარგე. ასეთი ცხოვრებაა: რაღაც უნდა მოიგო, რაღაც წააგო, პრობლემა შეგექმნას და გადალახო, რომ კარგის ფასი გაიგო.

– სტაბილური და მშვიდი ცხოვრება გირჩევნია თუ არასტაბილური და ისეთი, სადაც ხან ფოიერვერკებია და ხანაც – ბევრი ტირილი?

– ყველა ადამიანს უნდა სტაბილური ცხოვრება, მით უმეტეს – კონკრეტული ასაკის შემდეგ, მაგრამ, ალბათ, რაღაც ეტაპზე ეს მოსაბეზრებელია. მომწონს, როდესაც არაორდინარული რაღაცეები ხდება. ამიტომ, სტაბილური ცხოვრება სადღაც 50 წლის შემდეგ, მანამდე კი საინტერესოა თავგადასავლები, ბევრი სიხარული, ცოტა ტკივილი, ჩხუბი, შერიგება და სხვა. მაინც, მთავარია, რომ ყველა ქალს საკუთარი საქმე ჰქონდეს, უსაქმური ქალი არავის სჭირდება, არც თავის შვილს. როდესაც შრომობ, ყველა უფრო მეტ პატივს გცემს, თუნდაც შენი ანაზღაურება ოცი ლარი იყოს. ბალასტი ადამიანები მეზიზღება, მძულს.

– არ გიჭირს მარტო ცხოვრება?

– არა, შევეჩვიე, თან, ჩემები ძალიან მეხმარებიან, მიგვარებენ ისეთ რაღაცეებს, რაც ძალიან მეზარება, ვთქვათ, როგორიცაა გადასახადების გადახდა. ფანტასტიკური მეგობრები მყავს. თუმცა, შეიძლება, სულიერად უფრო მარტო ვიყო, ვიდრე ფიზიკურად, ანუ, გარშემო ბევრი მეგობარი მეხვიოს და მაინც მარტოდ ვგრძნობდე თავს.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ნინა

– ნოდარ, ვენდეტა უნდა ჩავატარო (იცინიან) მე და შენ ძალიან გავხდით. შენ რამ გაგახდუნა?

– სამსახურის სპეცდიეტაა, უნდა იმუშაო ტელევიზიაში და მიხვდები.

– ჩვენ დაახლოებით ერთდროულად დავიწყეთ მოღვაწეობა. როგორ წარმოგედგინა მაშინ შენი მომავალი? უკვე იქ ხარ, სადაც გეგონა, რომ იქნებოდი თუ, კიდევ ბევრი გაქვს გასაკეთებელი?

– არა, ზუსტად იქ ვარ. ყოველთვის მინდოდა ტელევიზიაში, საინფორმაციო სამსახურში მემუშავა. დაგეთანხმები, რომ ყველაფრის მიღწევა შეიძლება. მთავარია, მიზანი დაისახო და სწორი გზით იარო, არ ეძებო მოკლე და მარტივი გზა, რადგან ცხოვრება ზუსტად მაშინ მიგიყვანს შენს მიზნამდე, როცა დრო მოვა.

– და, მთავარია, ზუსტად იცოდე, რა გინდა.

– ჰო, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

– შენ ფიქრობ, რომ ეს არის მაქსიმუმი, რაც შენ შეგიძლია, გააკეთო?

– არა, რა თქმა უნდა. ეს არის რაღაც ეტაპი. ყველაფერი ხომ მაინც ეტაპების მიხედვით მიდის. თამამად ვიტყვი, რომ ყველაფერი საფეხურებად გავიარე – დავიწყე ნულიდან და ნელ-ნელა წინ მივდივარ.

– შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად რა მიგაჩნია, რამ მოგიტანა წარმატება?

– ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, როდესაც მხოლოდ საკუთარ თავსა და გონებას უჯერებ. არასდროს არ უნდა დაუჯერო სხვას, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღო, რასაც ტვინი გკარნახობს. შეიძლება, რაღაცა სწრაფად და გაუაზრებლად გადაწყვიტო, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში ამართლებს, როდესაც საკუთარ შეცდომებზე სწავლობ.

– ყოჩაღ, ნოდარ! ზუსტად იმავეს ვამბობდი. მაგრამ, მაინც ძალიან „წამყვანურად“ მპასუხობ, ვერ გამოგიჭირე. აი, ის გოგო ვინ იყო, იმ დღეს შენთან ერთად რომ დავინახე?

– ვინ?! თანამშრომელი.

– არ იყო თანამშრომელი, ჩახუტებულები იყავით.

– მერე რა?! თანამშრომლები ძალიან მიყვარს, სულ ყველას ვეხუტები.

– კარგი, ვხუმრობ. შენ რომ მალაპარაკე რაღაცეები, მინდა, მეც რამე გათქმევინო. შეყვარებული ხარ?

– არა, ახლა არა. სულ ცოტა ხნის წინ ვიყავი. ყოველთვის მეკითხებიან სიყვარულზე, მაგრამ მართლა გულწრფელად გეუბნებით: ცხოვრებაში საფუძვლიანად, ძირფესვიანად ორჯერ მიყვარდა. რატომღაც, ამ ბოლო დროს ძალიან ცივი გავხდი.

– ბოლო ურთიერთობა რამ შეწყვიტა? ჭორებმა?

– არა (იცინიან), უბრალოდ, დამთვარდა, გაქრა, აღარ მაქვს გრძნობა.

– აუცილებლად მოვა. არ ეძებო და თავისით მოვა. ასე ვარ სულ: როდესაც რაღაცას ვგეგმავ და მინდა, არ გამოდის და მერე უცებ ისეთი რაღაცეები ხდება, რაზეც საერთოდ არ მიფიქრია.

– მე პირიქით – ყოველთვის გამომდის ის, რასაც ვგეგმავ.

– ურთიერთობებშიც ასე ხარ? ანუ: ის უნდა იყოს ჩემ გვერდით – და ამას აღწევ?

– არა, ასე არასდროს ყოფილა. მხოლოდ ვიზუალურად მომეწონა და – მორჩა, რა ლამაზია, ჩემს გვერდით უნდა იყოს-მეთქი – ასეთი რამ პრაქტიკაში არ მქონია. ორივე შემთხვევაში ყველაფერი ნაცნობობით დაიწყო, მერე იყო მეგობრობა, მერე კიდევ სხვა რაღაც, მერე – სიყვარული და ბოლოს ყველაფერი უკუსვლით წავიდა: სიყვარულიდან გადავიდა მეგობრობაში, მერე – ნაცნობობაში, მერე – განშორება და... დაგავიწყდა.

– ესე იგი, დაგავიწყდა. ტელევიზორში რომ გიყურებ, აბსოლუტურად სხვა ადამიანი ხარ, იმისგან განსხვავებული, რაც ხუთი წლის წინ იყავი ჟურნალში მუშაობისას...

– დრო ყველაფერს ცვლის...

– მეც და შენც ძალიან მოკლე დროში განვიცადეთ პროგრესი. თავის ქება კი არ მინდა, გამომივიდეს, უბრალოდ, ორივე შევიცვალეთ.

– წინა წლებში, ისეთ გემრიელ საჭმელებს აკეთებდი ხოლმე, ვგიჟდებოდი. სახლში, რომ მიხვიდოდი (მე მომმართავს, – ს.გ), ისეთ სუფრას დაგახვედრებდა გაშლილს, თითებს მიაყოლებდი, თან მარტო გემრიელი კი არა, ულამაზესად იყო გაფორმებული, დაგენანებოდა შეჭმა.

– რა კარგია, ეს რომ მოყევი, რადგან, ვინც ადრე არ მიცნობდა, ვერ წარმოუდგენია თუ ასეთი რაღაცეები შემეძლო. ახლა მხოლოდ ყავას ვადუღებ, იმაზეც ხელი მიკანკალებს და ნახევარს ვღვრი (იცინიან), ყველაფრის კეთება მეზარება, ვეღარ ვარ კარგი დიასახლისი. სახლში ისეთი დაღლილი მივდივარ, არაფრის თავი არ მაქვს ხოლმე.

– სად წავიდა შენი ფანტაზიორობა, სალათები?

– ვინახავ და, როდესაც ოჯახს მეორედ შევქმნი, მაშინ გავაკვირვებ ხალხს (იცინიან). აი, შენ გამახსენე, რა მაგარ საჭმელებს ვაკეთებდი, გაზის ქურასაც კი ვხმარობდი: ხორცი ფრანგულად, ჟულიენი... და ვიყავი ამბავში.

– რომ გააკეთებ, მე მპატიჟებ.

– რა თქმა უნდა, კიევში ან სტრასბურგში თუ არ იქნები (იცინიან). რას იტყვი კიეველ გოგონებზე?

– რა უნდა ვთქვა?! გადასარევები არიან. სპეციალური ფორმულა არის მათთვის დაწერილი და იმ ფორმულის მიხედვით არიან ჩამოსხმულნი.

– კიდევ კარგი, არ თქვი ქართველები სჯობიანო. რითი ვჯობივართ?! არც გარეგნობით ვჯობივართ, არც სითბოთი და ურთიერთობებით, არც ტვინით და არც სწორად ცხოვრების ნიჭით. მშვენივრად მართავენ თავიანთ ცხოვრებას. როგორ წარმოგიდგენია შენი თავი ათი-თხუთმეტი წლის შემდეგ, პოლიტიკაში ხომ არ აპირებ წასვლას?

– არა, შანსი არ არის. თხუთმეტი წლის მერე, უბრალოდ, ტელევიზიისთვის ბებერი ვიქნები.

– აი, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, რომ ნოდარი პოლიტიკოსად მოგვევლინება. ისე, ბებერი რატომ იქნები, გაიკეთებ ბოტოქსს.

– არა, არ არსებობს, იმიტომ კი არა, რომ სირცხვილია ან „ტეხავს“, უბრალოდ, ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს.

– რას აქვს ხიბლი, ნაოჭებს თუ, ღაბაბი რომ გექნება ჩამოკიდებული?

– არ ჩამომეკიდება. ადამიანმა ყველაფერი უნდა გაიკეთოს – ბოტოქსი იქნება ეს თუ ლიპოსაქცია თუ მიაჩნია, რომ მისი გარეგნობა როგორც თვითონ, ისე სხვებსაც, დისკომფორტს უქმნის. მერე რას იტყვიან, ეს არ მაინტერესებს. რაც უნდათ, ის თქვან, შენ ხომ კარგად იგრძნობ თავს?! ძალიან მშვენიერია!

– მოკლედ, ნუ აარიდე კითხვას თავი. მერე იტყვი, ტელევიზიისთვის ბებერი ვარ, საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს, პოლიტიკაში უნდა წავიდეო და კენჭს იყრი დეპუტატობაზე. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. თან, დიდუბეში იყრი კენჭს და მოიგებ.

– ესე იგი, დიდუბეში გადავალ საცხოვრებლად (იცინიან), შენ ხმას მომცემ?

– დიდუბეში ვერა, მაგრამ გადავრეგისტრირდები და მაინც მოგცემ.

– ძალიან მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ, სამსახურში გიჟს მეძახიან. სადაც ყველაზე დიდი „ჩეპეა“ და უბედურება ხდება, ყველგან მე მივდივარ. ოთხი წელია, რაც ახალ ამბებში ვმუშაობ და, ყოფილა შემთხვევები, ღამის 3 საათზე გავუღვიძებივარ პროდიუსერს და უთქვამს, რომ რეისი 5-საათზეაო. ვალაგებ, რაც ხელში მომხვდება, 5-ზე მივფრინავ, დილის 7 საათზე ჩემოდანს სადღაც ვტოვებ და გადაღებაზე გავდივარ. ნამგზავრი, საფეთქლები, რომ გტკივა ასეთ მდგომარეობაში ვარ ხოლმე ჩართვისას. თან, არ უნდა შეიმჩნიო, ძალიან ცუდად რომ ხარ და ბალიშზე ოცნებობ. ყოველთვის ასეა. ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ღამის 11 საათზე მითხრეს, მასალის გადასაღებად ხარ წასასვლელიო. თბილისიდან გადავფრინდი ათენში, ათენიდან – ბრიუსელში. იქ შუადღის 3 საათი იყო, აქ – საღამოს 6. ერთ საათში გადავიღე ყველაფერი, რეები ჩავატარე, არ იცი, 7 საათზე მასალა „გადმოვაგორე“ და 8 საათზე მოღიმარი სახით ჩართვაზე ვიდექი. რომ დავამთავრე ყველაფერი, არ მახსოვს, სასტუმრომდე როგორ მივედი.

– მიუხედავად ამისა, შენი სამსახური ძალიან გიყვარს.

– ნამდვილად, თუმცა, ძალიან რთულია და ეს ბევრს ვერ წარმოუდგენია. ალბათ ასე მოყოლითაც ვერ მიხვდები, თუ არ გამოსცადე, ერთი კომენტარის მოპოვებისთვის და ერთი კადრისთვის რამდენი შრომა გვჭირდება, ან, თუნდაც, დღის ეთერში ჯდომა რა რთულია. ოცდაათი-ორმოცი ნიუსი გაქვს დასაწერი და ხანდახან ერთი წუთი საათად გეჩვენება. ხანდახან ეთერში გავდივარ და ყურში პროდიუსერის კივილი მესმის – ნელა მიესალმე, ნელა, სიუჟეტი მზად არ არისო. წარმოიდგინე, იმ წუთში სულ სხვა რაღაცას ლაპარაკობ, იქიდან კივიან, შენ ტექსტს წელავ, მიედ-მოედები და, უცებ, მორჩა, სიგნალი გესმის და გადადიხარ თემაზე. მუდმივ სტრესში ვარ, ქრონიკულ გადაღლას ვგრძნობ და ერთი სული მაქვს, შვებულებაში როდის გავალ. უნდა გამოვრთო ტელეფონი – ეს ზუსტად ვიცი, არავისთან უნდა ვიკონტაქტო და დავისვენო.

– მომავალი ცოლი სადღა უნდა გაიცნო, არასდროს რომ არ გცალია?

– სადმე გადაღებაზე ან თვითმფრინავში.

– ან – სტიუარდესა...

– ჰო, ყველა ამაზე მაშაყირებს, რომ სტიუარდესა იქნებოდა ჩემთვის იდეალური ცოლი (იცინიან)...



სალომე გველესიანი


скачать dle 11.3