კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საავღანეთო


ბრმა სიყვარული

იმას გარდა, რომ ჩვენ მოგვგვარა სიხარული (ცხადია, თავისი სტუმრობით), ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რიჩარდ ჰოლბრუკმა, სამშობლოში საქართველოში ვიზიტი შეაჯამა. შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ავღანეთისთვის გამზადებული ქართული ბატალიონი მოინახულა. თანამემამულეთ ისიც მოახსენა, რომ ქართველ სამხედროებს საავღანეთოდ აშშ-ელი საზღვაო ქვეითები წვრთნიან და აშშ-ელი საზღვაო ქვეითების აზრიც გადასცა: „ეს ჯარისკაცები საუკეთესონი არიან მათ შორის, ვინც მათ უნახავთ“. ქართული ბატალიონის წარმატებაში ბ-ნ ჰოლბრუკს ეჭვი არ ეპარება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ „საქართველო, ავღანეთის მსგავსად, მთაგორიანი ქვეყანაა“ და ამიტომაც იმედოვნებს, რომ ქართველი სამხედროები თავსაც ისახელებენ და გამწვრთნელებსაც გაახარებენ (ბ-ნმა ჰოლბრუკმა დააზუსტა, ქართველებს ბრძოლის დიდი ტრადიცია აქვთო, ხოლო, რაკი არ დაუკონკრეტებია, სახელდობრ რომელი ქართველები იგულისხმა, სავარაუდოა, რომ ერეკლეს ასპინძის ბრძოლა ჰქონდა გუმანში).

სავსებით ბუნებრივია, რომ ის კეთილი სიტყვები, რაც ოკეანისგაღმელმა მაღალჩინოსანმა ჩვენი, უფრო ზუსტად, ჩვენი სამხედროების მისამართით გამოთქვა, გულსაც ესიამოვნა და ყურსაც, თუმცა, თუ ჩვენს უახლეს ისტორიას გადავხედავთ, პრინციპით – მოყვარეს პირში უძრახეო, – ჩნდება ეჭვი, რომ ამერიკელ საზღვაო ქვეითებს სამხედროების შეფასებისა არაფერი გაეგებათ (თუ ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც სიყვარული აბრმავებს). აქედან გამომდინარე კი, ვფიქრობ, ნათელია, რატომაც გაუჭირდა კოალიციას ერაყსა და ავღანეთში.


скачать dle 11.3