კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ვინ თქვა, მოკვდა არსენაო“


„ავრორა“-მორტყმულები

რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, დასაქმებულთა უუფლებობას თვით „კოკა-კოლას“ პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამაც შეაწია თავისი მთავრობასთან დაახლოებული სიტყვა („დასაქმებულების უფლებები დაცული არ არის, დამსაქმებლები სარგებლობენ უმუშევრობით და თავიანთ უფლებებს მოჭარბებულად იყენებენო“). ჩვენ არ ვიცით, რამ გადააწყვეტინა ბ-ნ ჭყონიას არსენობა (მდიდარს თუ არ ართმევს, აკრიტიკებს მაინც), თუმცა, ის კი ვიცით, მოჭარბებულად რომ არ გამოეყენებინა საკუთარი უფლებები და უმუშევრობით არ ესარგებლა, განა ასე უმტკივნეულოდ ჩამოაწერდა სახელმწიფო 13 მილიონ ლარს?! კოლეგას კატეგორიულად არ დაეთანხმა ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი ბ-ნი ახალაძე, რამეთუ დარწმუნებულია, რომ „დასაქმებულთა შრომით ინტერესებს შრომის კოდექსის გარდა ის კონტრაქტიც იცავს, რომელიც უშუალოდ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ფორმდება“. არ მგონია, ბ-ნი ახალაძე ისეთი გულუბრყვილო იყოს, მართლაც ფიქრობდეს, რომ, როდესაც შრომის კოდექსი არ იცავს, დამსაქმებელს დასაქმებულის უფლებების საკუთარ ხარჯზე დაცვის სურვილი გაუჩნდეს. მაგრამ, არის თუ არა (ამ შემთხვევაში, გულუბრყვილო), ბ-ნი ახალაძე მეტად რიტორიკულად დასძენს: „თუ რომელიმე ბიზნესმენი ფიქრობს, რომ კოდექსი შრომითი უფლებების დაცვას საკმარისად ვერ უზრუნველყოფს, შეუძლია, დამატებითი მუხლები კომპანიის შრომით ხელშეკრულებაში შეიტანოსო“. ჩვენ არ ვიცით, რატომ ალესა ხმლები ბიზნესმენთა ასოციაციამ ხელისუფლების დასაცავად, თუმცა, თუ შრომის კოდექსს გავიხსენებთ (რომელშიც დასაქმებულის უფლებები ისევეა დაცული, როგორც საქართველო –რუსული აგრესიისგან) და ზედაც ბიზნესმენთა ასოციაციის გახელებასაც გავიხსენებთ, გამოდის, რომ რევოლუციურ „ავრორას“ მათთვის ზედ გულუბრყვილობაში მოურტყამს.


скачать dle 11.3