კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები


კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით რას ნიშნავს ლეიშმანიოზი და შესაძლოა თუ არა ის ზამთარშიც დაემართოს ძაღლს?

პასუხი: ლეიშმანიოზი არის ბუნებრივ კეროვანი ტრანსმისიული დაავადება, რომელსაც იწვევენ უმარტივესები ლეიშმანიები. ის გავრცელებულია სუბტროპიკულ და ტროპიკულ ქვეყნებში და მისი გადამტანები არიან მოსკიტები. არსებობს ორი სახის ლეიშმანიოზი: ვისცერალური, რომელიც აზიანებს რეტიკულუენდოთელიარულ სისტემას და კანის ლეიშმანიოზი. ძაღლები ავადდებიან უფრო ხშირად ვისცერალური ლეიშმანიოზით. მისი გადამტანი აქტიურია ზაფხულში მაგრამ, ინკუბაციის პერიოდი 6 თვემდე გრძელდება და ამიტომ, შეიძლება, ძაღლი ზაფხულში დასნებოვნდეს და კლინიკური ნიშნები ზამთარში გამოუვლინდეს.

კითხვა: სად და რა ასაკიდან შეიძლება ძაღლის გაწვრთნა პროფესიონალთან და რა დრო და რა თანხა დასჭირდება ამას?

პასუხი: ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ჯიშისაა თქვენი ლეკვი. საერთოდ, გაწვრთნა იწყება 4-6 თვიდან, დრო და თანხა კი იმაზეა დამოკიდებული, რა გინდათ შეასწავლოთ ძაღლს, უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, უმჯობესია კინოლოგს მიმართოთ.

კითხვა: რა იწვევს ძაღლის ბეწვის ცვენას? რაიმე ვიტამინი ხომ არ დავალევინო? თუ ეს საჭიროა, რომელი ვიტამინი მივცე და რა სიხშირით?

პასუხი: შეიძლება, აღნიშნული პრობლემა ავიტამინოზის ბრალი იყოს, ან, თვალით უხილავი რომელიმე პარაზიტით იყოს გამოწვეული, რაც შეეხება ვიტამინებს, სასურველია მულტივიტამინის მიცემა, წელიწადში 2-ჯერ მაინც.

კითხვა: ჩემი ძაღლი ძალიან იფხანს ყურს, და თან წკმუტუნებს. რა შეიძლება ამის მიზეზი იყოს? ყურზე ხელს რომ ვკიდებ, ჭყაპაჭყუპის ხმა აქვს. შეიძლება, ბანაობის დროს ჩასვლოდა წყალი?

პასუხი: როგორც ჩანს, თქვენს ძაღლს ყურის ანთება აქვს, შეიძლება, გამოწვეული იყოს ბანაობისას წყლის ჩასვლითაც და სხვა მიზეზების გამოც. ჭყაპაჭყუპს რაც შეეხება, ეს ანთებითი ექსუდატია.

კითხვა: მყავს 10 თვის გერმანული ნაგაზი, ვცხოვრობ ბინაში. მაინტერესებს, დღეში რამდენჯერ უნდა გავიყვანო გარეთ და რამდენი ხნით?

პასუხი: სასურველია, თქვენი ძაღლი დღეში ორჯერ მაინც გაასეირნოთ, მინიმუმ, ერთი საათით.


скачать dle 11.3