კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნუ დაკარგავთ იმედს


ცალმხრივი სიყვარული საშინელებაა, მაგრამ უიმედო სიტუაციები თითქმის არ არსებობს. თუ მამაკაცი არ გამოხატავს აქტიურ ინტერესს თქვენ მიმართ და სიყვარულს არ გეფიცებათ, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მისთვის აბსოლუტურად სულერთი ხართ. მამაკაცები ნელა და ძნელად ერკვევიან საკუთარ გრძნობებში. გადაწყვეტილებებსაც ასეთსავე ტემპში იღებენ. შეიძლება, თქვენმა რჩეულმა ჯერ კიდევ არ იცის, როგორ გამოხატოს თავისი სიმპათია. რა გააკეთოს თქვენი გულის მოსაგებად. ჯერ შორიდან გზვერავთ, სანამ პირველ ნაბიჯს გადმოდგამდეს კიდევ მეტად დაახლოებისთვის. ვინ იცის, იქნებ წარსულში ერთი მარცხი უკვე განიცადა და მეორედ „ხელის დაწვის“ ეშინია. ამიტომ იმედს სწრაფად ნუ დაკარგავთ, განაგრძეთ მისი მოხიბვლა, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ. ისე ნუ იზამთ, რომ თავი მოაბეზროთ ზღვარგადასული ყურადღებით. თუმცა, ხელოვნური ჭირვეულობა და მისი ყურადღების იგნორირებაც არ არის საჭირო. აჩვენეთ თქვენი მისადმი დამოკიდებულება. იცოდეს, რომ ის თქვენთვის სულერთი არ არის და დაელოდეთ, რას მოიმოქმედებს. სითბოს გამოჩენა აუცილებელია. ქალს ეს მოეთხოვება და შეუძლია კიდეც. როგორც კი მამაკაცი სძლევს კომპლექსს და გადმოდგამს პირველ ნაბიჯს, უნდა იცოდეს, რომ არ გააწბილებენ.

ნურასდროს დაკარგავთ იმედს, მაშინაც კი, როცა გეჩვენებათ, რომ საყვარელ ადამიანთან სიახლოვის არანაირი შანსი არ არსებობს. ანუ, არასოდეს თქვათ „არასოდეს“. ყველაფერი ერთ წუთში შეიძლება შეიცვალოს. მთავარია, გწამდეთ, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება... და თუ მოხდება ისე, რომ თქვენი ერთად ყოფნა არ გამოვა, სიცოცხლე ამით არ მთავრდება – გამოჩნდება ის, ვისაც საკუთარ სიცოცხლეზე მეტად შეუყვარდებით.


скачать dle 11.3