კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ განვითარდა საბერძნეთში მარკო მეტრეველისა და თამთა გოდუაძის ურთიერთობა და როგორი უნდა იყოს მისი სასურველი ქალი


საბერძნეთში მოღვაწე, ქართველი მომღერალი, მარკო მეტრეველი სამშობლოში 2 თვის წინ დაბრუნდა და ქართულ შოუ-ბიზნესში გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს. ის საკმაოდ სწრაფი ტემპით მუშაობს და უკვე რადიო „ფორტუნას“ ეთერში 2 სიმღერის პრემიერაც გააკეთა. ერთ-ერთ სიმღერაზე მარტში კლიპის გადაღებასაც გეგმავს. მომღერალი რედაქციაში პროდიუსერთან, გიორგი შალვაშვილთან ერთად გვესტუმრა. მათი ერთობლივი გეგმები ძალიან სერიოზულია და მოკლე ვადებში აპირებენ განხორციელებას.


– აქტიურად შემოიჭერი ქართულ შოუ-ბიზნესში. დღეს მომღერლები საქართველოდან სხვა ქვეყნებში მიდიან, შენ კი იქიდან ჩამოხვედი. რა იყო ამის მიზეზი?

– მინდა, ჩემი გეგმები განვახორციელო, რაც ბავშვობიდან მქონდა. ყოველთვის მინდოდა, ჩემი შემოქმედება ქართული საზოგადოებისთვის გამეცნო.

– საქართველოდან 12 წლის ასაკში წახვედი საბერძნეთში, შემდეგ ისევ დაბრუნდი რამდენიმე წლით და სამხატვრო აკადემიაში ჩააბარე. პროფესიით დიზაინერი ხარ.

– მეოთხე კურსზე რომ ვსწავლობდი, ისევ საბერძნეთში დავბრუნდი, რომ ჩემი შემოქმედება გამეგრძელებინა. იქ რომ ჩავედი, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ჩავაბარე უმაღლესი დონის, პრესტიჟულ მუსიკალურ აკადემიაში, რომელიც ბერკლის ფილიალია საბერძნეთში. მაქვს ვოკალის მასწავლებლის დიპლომი.

– როგორც ვიცი, პროდიუსერთან ერთად გრანდიოზული გეგმები გაქვს.

– კი. ძალიან გვინდა, ბევრი კარგი რამ მივაწოდოთ ქართველ ხალხს, ამიტომაც ჩამოვედი. თუმცა, ეს მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული, გააჩნია ხელს როგორ შეგვიწყობენ.

– ხელის შეწყობაში რა იგულისხმება?

– ორგანიზატორების, სპონსორებისა და სხვა საჭირო ხალხის მხარდაჭერა.

– როგორ ფიქრობ, ქართულ შოუ-ბიზნესში არსებულ ყინულს გაადნობ?

– ამის დიდი სურვილი მაქვს. მშურს ბერძნული შოუ-ბიზნესის, რადგან 15 წლის განმავლობაში ძალიან განვითარდა. როცა იქ ჩავედი, შოუ-ბიზნესი ძალიან დაბალ დონეზე იყო, მაგრამ უკვე ისე დაიხვეწა, ამერიკისა და ევროპის შოუ-ბიზნესს უსწრებს კიდეც. იმედი მაქვს, საქართველოშიც მოვა ეს დრო და ყინული დაიძრება. მინდა, რომ ამაში მეც მიმიძღვოდეს წვლილი.

– საბერძნეთში თუ გყავდა ფანები? რა დონეზე იყავი პოპულარული?

– როგორც აღვნიშნე საბერძნეთში სასწავლებლად წავედი, მაგრამ აკადემიის დამთავრების შემდეგ, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. დაიწყო შემოთავაზებები ბუზუკებში.

– ბუზუკები რა არის?

– ბუზუკები საბერძნეთში ყველაზე პრესტიჟული სცენებია, სადაც მხოლოდ ცოცხალი მუსიკაა. მე კი ერთი ბუზუკიდან მეორეში გადავდიოდი, მეორედან – მესამეში და ასე შემდეგ. ჩემი სახელი ბერძნულ შოუ-ბიზნესში ძალიან კარგად გავრცელდა. უსაქმოდ არასდროს ვმჯდარვარ, ყოველი დღე ჩემთვის დატვირთული იყო. წარმატება და პოპულარობაც ხომ ეს არის.

– ანუ, შენი შემოსავალი გაძლევდა იმის საშუალებას, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყავი?

– კი, რა თქმა უნდა. საბერძნეთში პრესტიჟულ უბანში ვცხოვრობდი, მქონდა ძალიან კარგი ეკონომიკური პირობები. ჩემი შემოსავლით თავისუფლად ვახერხებდი დასვენებას, გართობას, შოპინგებს და ასე შემდეგ.

– საბერძნეთში ასევე ძალიან პოპულარულია ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე. მასთან თუ გქონდა ურთიერთობა?

– თამთა გოდუაძე საბერძნეთში ძალიან წარმატებული მომღერალია. ურთიერთობა ძირითადად დედამისთან მქონდა, რომელიც არაჩვეულებრივი ქალბატონია, რაღაც პერიოდი – თამთასთანაც. სამწუხაროდ, ჩვენი მეგობრული ურთიერთობა არ განვითარდა, ორივეს გადატვირთული სამუშაო გრაფიკი გვქონდა. როცა მომღერალი ხარ, საკუთარ თავს არ ეკუთვნი. რობოტივით მხოლოდ და მხოლოდ უნდა იმუშაო.

– შენი სახელი ფსევდონიმია?

– არა, ჩემი სახელი მარკოა.

– როგორ ფიქრობ, საბერძნეთში შენს პოპულარობას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მათთვის უცხოელი იყავი?

– საბერძნეთში არ იცოდნენ, რომ ქართველი ვიყავი. როცა ეს გაიგეს, პრობლემებიც მაშინ დაიწყო.

– რატომ?

– რატომ და სადაც მე ვმღეროდი, ძალიან ბევრი ქართველი მოდიოდა მოსასმენად. მოდიოდნენ, თავს ჩემს მეგობრად ასაღებდნენ და არ იხდიდნენ გადასახადს. დღის ბოლოს კი 4-5 ათასი მომდიოდა ანგარიში. რომ ვიკითხავდი, ვისი ანგარიშია, რა ხდება-მეთქი. როგორ არ იცი, შენი მეგობრები არიანო. 5-6-ჯერ მქონდა ასეთი სიტუაცია.

– რაც შეეხება შენს იმიჯს, რომელიც მართლაც, შოუ-ბიზნესის სტანდარტებს პასუხობს, საბერძნეთის გავლენაა, თუ საქართველოსთვის მოემზადე ასე?

– თავის მოვლა და იმიჯზე ზრუნვა ბავშვობიდან მიყვარს. წლების მატებასთან ერთად, გემოვნებაც უფრო ჩამომიყალიბდა და გაცილებით დავიხვეწე. ჩემი პროფესიაც მიწყობს ხელს, ყოველთვის ფორმაში ვიყო.

– როგორც დიზაინერს თუ გიმუშავია?

– რამდენიმე წლის წინ, მთელი 6 თვე გავატარე კუნძულ მიკომოზე, რომელიც მთელ საბერძნეთში ყველაზე პრესტიჟული კუნძულია. ვმუშაობდი დიზაინერ მიხალი ასლანისთან. ის პირველი წამყვანი დიზაინერია საბერძნეთში. მასთან 6 თვე ვიმუშავე, შევუქმენი ზამთრის და ზაფხულის კოლექცია, მაგრამ ჩემი სახელი არასდროს გამოჩენილა. როცა დამწყები დიზაინერი ხარ, ცნობილი სახელის უკან ამოფარებული, 24 საათს მუშაობ, მაგრამ შენი სახელი არავინ იცის. ამიტომაც, შევეშვი ამ საქმეს.

– საკუთარ ჩაცმულობაზე თავად ზრუნავ?

– ჩემს ჩაცმულობაზე მხოლოდ და მხოლოდ მე ვზრუნავ. ვიკერავ ტანსაცმელს. თუ არის იმის საშუალება რომ გამორჩეული რამ ვიყიდო, ამასაც ვახერხებ. სამწუხაროდ, თბილისში ჯერ ვერ ვნახე ისეთი მაღაზია, რამე მომეწონოს.

– რას გვეტყვი შენს პირად ცხოვრებაზე? თითქმის არაფერია ცნობილი და ყველა ინტერესდება.

– მყავდა მეუღლე, რომელიც ძალიან მიყვარდა და ახლაც ძალიან მიყვარს. ჩვენ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, მაგრამ ის მაინც მიყვარს, პატივს ვცემ და ვაფასებ. მან ჩემს ცხოვრებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ერთად 5 წელი ვიყავით.

– ქართველია?

– კი. ისიც საბერძნეთში იყო, თბილისში ერთად ჩამოვედით და აქ მოხდა ჩვენი ეგრეთ წოდებული გაშორება. მიუხედავად ამისა, ვმეგობრობთ და ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს. ერთ რაღაცასაც გეტყვით, ძალიან მიყვარს ორი ანგელოზი – ლუკა და ვივიენი.

– მაშინ როცა ოჯახი ინგრევა, ახალი ცხოვრების დაწყების ყველას ეშინია. შენ თუ ხარ მზად ახალი სიყვარულისთვის?

– ისე სავსე ვიყავი და მაკმაყოფილებდა ის ადამიანი, ისე კარგად იყო ჩემს ფსიქოლოგიაში ჩამჯდარი, რომ ძალიან რთულია 2 თვეში ყველაფერი დავივიწყო და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდე. ალბათ, საკმაო დიდი დრო დამჭირდება იმისთვის, რომ ჩემს ცხოვრებაში ვიღაც ახალმა მანდილოსანმა დაიდოს ბინა.

– როგორი უნდა იყოს შენი სასურველი ქალი?

– მანდილოსანი აუცილებლად უნდა იყოს ჭკვიანი, განათლებული, სიმპათიური, უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა. რაც მთავარია, იყოს ერთგული. აი, ასეთი ადამიანი უნდა იყოს ჩემს გვერდით. ის აუცილებლად უნდა სცემდეს პატივს ჩემს პიროვნებას. მე, როცა ერთ ადამიანთან ვარ, გამორიცხულია, მეორეს შევხედო. არ არსებობს ჩემს მეორე ნახევარს ვუღალატო. ძალიან ერთგული ვარ და მისგანაც ამას მოვითხოვ.

– რა არის შენი ცხოვრების სლოგანი?

– ჩემი სლოგანია „ნუ დაემორჩილებით კომპლექსებს, თავად დაიმორჩილეთ ის!“

– დაიმორჩილე?

– კი, ძალიან დიდი ხნის წინ.


скачать dle 11.3