კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიპარა მანქანა ჯაბა ქარსელაძემ და სად „ჩაეხუტა“ ის ალენ დელონს



მომღერალი ჯაბა ქარსელაძე თითქმის ორი თვე ინგლისში განაგრძობდა სწავლას. რამდენიმე დღის წინ ის საქართველოში დაბრუნდა და ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა. „პოპულის“ ფინანსური ანალიტიკოსი და „კავკასიის ბიზნეს-სკოლის“ ლექტორი, ჯაბა ქარსელაძე, დიდი მომავლისთვის ემზადება. მართალია, ის ჰარვარდისთვის ჯერ პატარაა, მაგრამ მსოფლიო ტოპ-ათეულში, მეხუთე ადგილზე მყოფი „ინსიადი“ მის სამიზნეშია.


ჯაბა ქარსელაძე: ინგლისში გამგზავრებამდე მეგობრებმა გამომიარეს და გამოსამშვიდობებელი საღამო მომიწყვეს. წავედით შარდენზე. რაღაც საოცარი სასმელი დამალევინეს, რომელმაც გამთიშა. არადა, 4 საათზე თვითმფრინავი მიფრინავდა. საათს რომ დავხედე უკვე სამის ნახევარი იყო. ვაიმე, მღუპავთ-მეთქი, – ვიყვირე, – დროზე წავედით, ეს რა მიქენით, ჩქარა, სახლში, ბარგი ავიღო და აეროპორტში გავვარდეთ-მეთქი. ელვისებური სისწრაფით გავვარდი სახლში, ნახევრად ჩალაგებული ჩემოდანი ავიღე და ყვირილ-ყვირილით ძლივს მივუსწარი თვითმფრინავს.

– ინგლისში სად სწავლობდი?

– ოქსფორდში მაგისტრატურისწინა მოსამზადებელი ინტენსიური კურსი გავიარე. დღეში 9 საათს იქ ვატარებდი: ერთი საათი დასვენება გვქონდა, 8 საათი – ლექცია. დილის 7 საათზე ვდგებოდი, რაც ჩემს პრაქტიკაში ძალიან იშვიათად ხდება. 9 საათზე უკვე ინსტიტუტში ვიყავი. ინგლისელები კონსერვატორები არიან და, შესაბამისად ჩვენც კლასიკურად უნდა ვყოფილიყავით ჩაცმული.

– სად ცხოვრობდი?

– ძალიან კარგი 3-ოთახიანი ბინა მქონდა ნაქირავები. ზედა სართულზე 72 წლის ბებია ცხოვრობდა, რომელიც ძალიან კარგად მივლიდა: მილაგებდა ოთახებს და ტანსაცმელს მირეცხავდა. საჭმელს მე ვიკეთებდი.

– ლექციების შემდეგ თუ გრჩებოდა დრო გართობისთვის?

– ლექციების შემდეგ ინგლისელ მეგობრებთან ერთად, ერთი-ორი საათით ვახერხებდი განტვირთვას. ერთხელ, მეგობარ გოგოსთან ერთად, ბარში შევედი, სადაც ყველანაირი ტიპის ადამიანი იყო. საერთოდ, ლონდონში ძალიან გარყვნილებაა. შევედით როგორც წყვილი, ძალიან თავს ვიფასებთ და, ამ დროს რას ვხედავ: ვიღაც ორი გოგო მოდის ამ ჩემს მეგობართან და ჩალიჩი დაუწყეს?! რას შვრებით, კაცო, გოგო არ წამართვათ-მეთქი, ვუთხარი და, ამ დროს ორი ბიჭი ამომიდგა გვერდში. კინაღამ გავგიჟდი. თურმე, გოგო-ბიჭის წყვილს რომ ხედავენ, ღიზიანდებიან და უნდათ, რომ დააშორონ. ძლივს დავაღწიეთ თავი. ერთხელ სადღაც დისკოთეკაზე შევედით. არ ვიცოდით, რა ხდებოდა, უბრალოდ, ვიზუალურად მოგვეწონა ინტერიერი. თურმე, ეს ჩვეულებრივი დისკოთეკა არ ყოფილა. თუ „კოკა-კოლა“ ან არაყი სხვაგან 6 ფუნტი ღირდა, იქ 26 ფუნტი უნდა გადაგეხადა, თუ სხვაგან კოქტეილი 10 ფუნტი ღირდა, იქ 50-ად ყიდდნენ. ვიფიქრე, რაც არის არის, გავსინჯოთ-მეთქი. შემთხვევით გავიგეთ, რომ, თურმე, ეს ბარი იმიტომ იყო ასეთი ძვირი, რომ სასმელში ნარკოტიკულ ნივთიერებებს ურევდნენ. მოკლედ, ძალიან გადავრჩით. ცხოვრებაში მსგავსი არაფერი მაქვს გასინჯული და, წარმოიდგინე, იქ რომ ვინმეს რამე შემოეპარებინა, გამომიტანდნენ იქიდან.

– როგორც ვიცი, ინგლისში ქართველი მეგობარიც ბევრი გყავდა.

– სალომე ცნობილაძე, სალომე წვერაიძე, ინგა გრიგოლია და ასე შემდეგ. მათთან შეხვედრას მხოლოდ კვირაში ერთხელ, შაბათობით ვახერხებდი. საოცარ ამბებს ვაწყობდით, ვაგიჟებდით ინგლისელებს. ძირითადად მეტროთი გვიწევდა გადაადგილება, რადგან ინგლისში ტაქსებს ისეთი ფასი აქვს, იმ ფასად თბილისს რამდენიმე წრეს დაარტყამ. წარმოიდგინე, ინგლისში, ათი ქართველი ერთად მეტროში! – დაპყრობილი გვქონდა იქაურობა. პარიზში შემემთხვა ერთი საოცარი კურიოზი: მე და ჩემმა მეგობარმა მეორე მეგობრის მანქანა მოვიპარეთ და პარიზის ქუჩებში გავედით. მართალია პარიზში ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი, გზები კარგად მაინც არ ვიცი. მართვის მოწმობა კი მქონდა, მაგრამ, ცოტა ნასვამები ვიყავით. საბედნიეროდ, ისეთი ნომრები ჰქონდა მანქანას, შანსი არ იყო ვინმეს რომ გავეჩერებინე.

– ვისი მანქანა იყო ასეთის?

– მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით. ჩემი მეგობრის ფრანგი თაყვანისმცემელი იყო, რომელიც საკმაოდ ცნობილი ადამიანია და „ვიაიპი” ნომრები ჰქონდა. მოკლედ, ნავიგაცია ჩავრთეთ, რისი წყალობითაც შანზე ლიზეზე გავედით.

– როგორც ვიცი, კიდევ ბევრი სახალისო ამბავი შეგემთხვა. არ მოგვიყვები?

– რატომღაც, ამოვიჩემე, გინდა თუ არა, გავსუქდი-მეთქი. ვიყიდე რაღაც ძალიან მაგარი კრემი, რომელიც წიწაკაზე იყო დამზადებული. კრემი პრობლემურ ადგილებზე უნდა წაგესვა. ჩემს შემთხვევაში კი პრობლემური ადგილი საჯდომია. მოკლედ, გავიხადე და მეგობარ გოგოს ვთხოვე, ჩემთვის კრემი შეეზილა. წასმისთანავე ვიგრძენი, რომ რაღაც საშინელება მემართებოდა. ჯერ ვიფიქრე, ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ, მერე მივხვდი, რომ საქმე კარგად არ იყო. თურმე, ეს კრემი სულ რაღაც 2 გრამი უნდა შეიზილო მთელ სხეულზე, ამან კი ნახევარი ტუბი უკანალზე დამაცალა, თავისი ჭკუით, ეფექტი რომ უკეთესი ყოფილიყო. რომ მახსენდება, ცუდად ვხდები. მე უკანალი და იმას ხელები ისე დაგვეწვა, რომ ვკიოდით. იმას კი წავუსვი დამწვრობის კრემი, რომელიც თბილისიდან მქონდა წაღებული, მაგრამ მე სირბილის მეტი ვერაფერი მოვიფიქრე. თბილი წყლით რომ დამებანა, უარესი დამემართებოდა. სახლს ოცი წრე მაინც დავარტყი – გამწარებული ისე დავრბოდი, უკნიდან ბოლი გამდიოდა.

– როგორ დასრულდა ეს ამბავი?

– არ დაიჯერებ, მაგრამ, მაინც უნდა მოგიყვე: ბოლო ნათელი წერტილი მაცივარი იყო – გამოვაღეთ კარი, იმან ხელები შეაწყო საყინულეში, მე კი უკანალით შევედი მაცივარში. გარეთაც ძალიან ციოდა, მაგრამ ჩახდილი ხომ ვერ გავვარდებოდი!..

– ახლო მომავალში კიდევ გეგმავ სადმე გამგზავრებას?

– ჯერჯერობით არა. გავაგრძელებ ჩვეულ რიტმში მუშაობას „პოპულიში” და „კავკასიის ბიზნეს-სკოლაში.” რაც მთავარია, ჩემი მომავალი რომელიმე ცნობილ სასწავლებელში ჩაბარებას უკავშირდება. არ ვიცი, გამოვა თუ არა, ჰარვარდი, მაგრამ, არანაკლებ დონეზე არ გავაკეთებ არჩევანს. ანუ, ტოპ-ათეულიდან ერთ-ერთის არჩევა მინდა მაგისტრატურისთვის. ოქსფორდში ვიყავი გასაუბრებაზე, ასევე საფრანგეთში, „ინსიადში,“ რომელიც ჰარვარდის შემდეგ მეხუთე ადგილზეა მსოფლიოში.

– უკან დახევა არ გჩვევია და ჰარვარდზე რატომ მერყეობ?

– ჰარვარდისთვის ასაკი არ მიწყობს ხელს, იქ მინიმალური ასაკი 28 წელია, მანამდე კი ჯერ ბევრი მიკლია. „ინსიადში“ კი 24 წლიდან შეიძლება სწავლა, მაისში 24 წლის ვხდები და, ამიტომ, კარგი ვარიანტია. ჯერ ერთი გამოცდა მაკლია– „ჯიმატი“, რომელშიც შედის მათემატიკა და უნარები ინგლისურ ენაზე.

– სხვათა შორის, შემთხვევით ერთი ინფორმაცია გავიგე: ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე წლის წინ, თურმე, თვით ალენ დელონსაც შეხვედრიხარ.

– სიმართლე გითხრათ, ეს ამბავი იმდენი წლის წინ მოხდა, კარგად არც მახსოვს. ძალიან მაინტერესებს, თქვენ საიდან გაიგეთ? გადმოცემით ვიცი, ფოტოებიც მაქვს გადაღებული ალენ დელონთან. მამაჩემს ხშირად უწევდა სხვადასხვა ქვეყანაში სიარული. შესაბამისად, მას ძალიან ბევრი უცხოელი ნაცნობი ჰყავს. ალენ დელონს მამაჩემის ერთ-ერთი ახლობელი იცნობდა და მასთან ვიზიტის დროს მეც შევხვდი. მაშინ დაახლოებით 7 წლის ვიყავი, თან, არაფერი ვიცოდი ალენ დელონის შესახებ და, ალბათ, ამიტომაც არ დამამახსოვრდა მისი გაცნობა კარგად. მაშინ ჩემთვის სულ ერთი იყო, ალენ დელონს შევხვდებოდი თუ მაიკლ ჯეკსონს, მერჩივნა, „დისნეი-ლენდში“ წავეყვანე ვინმეს.

– ინგლისში თუ გაიცანი რომელიმე ცნობილი ადამიანი?

– დიახ, სხვათა შორის, ბევრი ასეთი ადამიანი გავიცანი, ძირითადად, სხვადასხვა პროექტში გამარჯვებულები. ერთ-ერთმა სრული სერიოზულობით მითხრა – ერთი რამ კარგად დაიმახსოვრე: ინგლისში პოპულარობის მიღწევა თუ გინდა, ან ძალიან ბევრი ფული უნდა გქონდეს, ან ვიღაცას უნდა ჩაუწვე ლოგინშიო. ეს სიტყვები კარგად დამამახსოვრდა. თურმე იქაც როგორი სიბინძურე და გარყვნილება ყოფილა. მიმანიშნა, რომ აქ შემთხვევით არაფერი ხდებაო. თან, ისიც მკითხა, რატომ არ ცდილობ უცხოეთში პოპ-კარიერის გაკეთებას, ასაკიც ხელს გიწყობს, ყოველთვის ასეთი „ლამაზი“ ვერ იქნებიო.

– შენ რა უპასუხე?

– ვუთხარი, მგონი, რაც ვიზრდები, მით უფრო ვიხვეწები და მომავალი წინ მაქვს-მეთქი.

– ინგლისში გამგზავრებამდე ინგა გრიგოლიასთან დაკავშირებით საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთე. რეალურად რა ხდება თქვენ შორის?

– არაფერი, რა უნდა ხდებოდეს! ინგამ იცის, მის მიმართ სიმპათიები რომ მაქვს, რაც ძალიან უხარია და ეს თვითონვე აღიარა ერთ-ერთ ინტერვიუში. იმასაც ამბობს, ან მე რატომ არ ვარ ცოტა პატარა, ან შენ – დიდიო. ბევრმა სხვანაირად გაიგო ჩემი ნათქვამი. მე ის კი არ მითქვამს, ინგა მიყვარს და ცოლად უნდა მოვიყვანო-მეთქი. უბრალოდ, მე აღვწერე, როგორი ქალი მინდა, ჩემ გვერდით ვიხილო. ბევრმა ისიც თქვა, ჯაბა იმიტომ წავიდა ინგლისში, რომ ინგას ხელი სთხოვოსო. ინგა ჩემთვის ქალის იდეალია. ასე რომ, არც ინგაა პედოფილი და არც მე ვარ „დიდოფილი.“ საბოლოო ჯამში, ინგა ჩემი მეგობარია. მასე, ანჯელინა ჯოლიც ძალიან მიყვარს და მომწონს, რომელსაც დიდი სიამოვნებით მოვიყვან თუნდაც ცოტა ხნით ცოლად, მაგრამ, სად არის?!

– ხვდებოდი ინგას ინგლისში?

– კი, მაგრამ, ხშირად არა.


скачать dle 11.3