ოპერაცია „შაჰირიზადას“ წარმატებით შესრულებისთვის ქართველ სპეცაგენტ ქალს გმირობა მიანიჭეს
მოუთოკავი ნაზიმი
ოცდამეერთე საუკუნის სენად წოდებული ისლამური ფუნდამენტალიზმით გაჯერებული ტოტალური ტერორიზმი გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში გააქტიურდა და ბიძგი მას საბჭოთა უშიშროებამ მისცა. სამოცდაათიანი წლების მიწურულს კი, ეს მოვლენა მთელ მსოფლიოს მოედო და თითქმის მთლიანად საბჭოთა კავშირს დაუპირისპირდა, რომელიც, ავღანეთში სისხლისმღვრელ ომს აწარმოებდა და ამ ქვეყნის მოსახლეობის გენოციდს ახორციელებდა. იასირ არაფატის, პალესტინელი ტერორისტების გარდა, მთელი ისლამური სამყარო საბჭოეთის წინააღმდეგ გაერთიანდა და ამ ბრძოლაში მათი წინამძღოლი ამერიკის შეერთებული შტატები იყო. სწორედ, ამერიკელი ინსტრუქტორები წვრთნიდნენ და აიარაღებდნენ ისლამისტ ფუნდამენტალისტებს და შემდეგ მათ ავღანეთში აგზავნიდნენ საბჭოთა არმიასთან საბრძოლველად. ასე ჩამოყალიბდა ძლევამოსილი საველე სამხედრო მეთაურების უსამა ბინ ლადენის, ახმად შახ მასუდის და სხვა დაჯგუფებები, რომელთა შორის ნაზიმ ბენ-საულას დაჯგუფება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი იყო. წარმოშობით ალჟირელი ბენ-საულა „მოუთოკავი ნაზიმის“ სახელით იყო ცნობილი. ის განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა და პირადად აწამებდა საბჭოთა მეომრებს. ტყავს აძრობდა მათ, დასერილ სხეულზე მარილს აყრიდა, გველების ორმოში ყრიდა და ყველანაირ სისასტიკეს სჩადიოდა. მოუთოკავ ნაზიმზე საბჭოთა სამხედრო დაზვერვა განსაკუთრებული გულმოდგინებით ნადირობდა. თუმცა, უშედეგოდ. ნაზიმი კვლავ მოუხელთებელი რჩებოდა და თავის მრავალრიცხოვან ჰარამხანასთან ერთად ხან ერთ ადგილზე გამოჩნდებოდა, ხან მეორეზე და ყველგან სასტიკ კვალს ტოვებდა. მორიგი საშინელება მოუთოკავმა ნაზიმმა 1981 წლის მაისში ჩაიდინა, როდესაც, ყანდაღარში განლაგებულ საბჭოთა სამხედრო ყაზარმას მოულოდნელად დაესხა თავს და 150 სამხედრო ბრძოლაში მოკლა, 170 კი დაატყვევა და ჯერ საშინლად აწამა, მერე კი, თითოეული მათგანი ცოცხლად დაწვა და შემთხვევის ადგილიდან გაუჩინარდა... ამ შემთხვევამ საბჭოთა პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში ისეთი რისხვა გამოიწვია, რომ ნაზიმის სასწრაფო ლიკვიდაციის ბრძანება გაიცა, რაც ერთი კვირის მერე განხორციელდა კიდეც, თუმცა, მოკლული იქნა ნაზიმის უფროსი ძმა მუჰამედი, რომელიც მას ძალიან ჰგავდა. თავად ნაზიმი კი კვლავ უვნებელი გადარჩა და დაიფიცა, რომ ძმის სისხლს ასმაგად აზღვევინებდა საბჭოელებს. ფიცის შესაბამისად, ნაზიმმა თავისი მოქმედების არეალი გააფართოვა და საბჭოთა მოქალაქეებს იქ ხოცავდა, სადაც მოიხელთებდა. ანუ, ნაზიმ ბენ-საულამ საბჭოთა მოქალაქეებზე ნადირობა ტერაქტების მეშვეობით დაიწყო და, სულ რაღაც 2 თვეში, 200 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. შურისმაძიებელი ტერორისტი, ძირითადად, აღმოსავლურ ქვეყნებში მომუშავე საბჭოთა დიპლომატებს და მათი ოჯახის წევრებს ხოცავდა. ამიტომ, გაიცა საიდუმლო ბრძანება, რომ ნაზიმ ბენ-საულა არა მარტო მოეკლათ, არამედ ისეთი სპეცოპერაცია შეემუშავებინათ, რომ ცნობილი ტერორისტი სამარცხვინოდ მომკვდარიყო....
ოპერაცია „შაჰირიზადა“
1981 წლის ივნისის დასაწყისში, „გრუს“ სპეცოპერაციების სამმართველოში შემუშავდა საიდუმლო სპეცოპერაცია, კოდური სახელწოდებით „შაჰირიზადა“, რომელიც ნაზიმ ბენ-საულას ლიკვიდაციას ითვალისწინებდა. სპეცოპერაციას ერთადერთი შემსრულებელი ჰყავდა და ის იყო 24 წლის უმაღლესი კატეგორიის საბჭოთა სპეცაგენტი სვეტლანა დუდკო. ულამაზესი გოგონა, რომელიც დედით ქართველი იყო და უზარმაზარი გამოცდილება გააჩნდა. მას უფროსი ლეიტენანტის წოდება ჰქონდა და ფაქტობრივად, ყოველგვარი დახმარებისა და დაზღვევის გარეშე, მოუწევდა ამ დავალების შესრულება. „შაჰირიზადას“ მიხედვით, სპეცაგენტი დუდკო მოუთოკავი ნაზიმის ჰარამხანაში უნდა მოხვედრილიყო და სასტიკი საველე მეთაური სამარცხვინოდ მოეკლა.
გეგმის მიხედვით, აგენტი დუდკო ნაზიმის ნდობით აღჭურვილმა პირმა პაკისტანის დედაქალაქის ისლამ-აბადის ერთ-ერთ ღამის კლუბში აღმოაჩინა და დაადგინა, რომ მოცეკვავე გოგონა წარმოშობით ფრანგი იყო. შემდეგ, ნაზიმის სანდო კაცი ერთი კვირის განმავლობაში აკვირდებოდა და სწავლობდა „ფრანგ მოცეკვავეს“. ბოლოს კი, მოტყუებით, სამუშაო შესთავაზა და თანხმობა რომ მიიღო, შეპირებული სამსახიობო კარიერის მაგივრად, ნაზიმ ბენ-საულას ჰარამხანაში ამოაყოფინა თავი... 1981 წლის სექტემბრის მიწურულს ნაზიმი და მისი ცოლები პაკისტანის მახლობლად, ქალაქ ღაზნიში იყვნენ დაბანაკებულები. მორიგი ვანდალური აქციის მერე, როდესაც ნაზიმმა 19 საბჭოთა მოქალაქე გაატყავა, ის თავის „ფრანგ მოცეკვავე“ ცოლს ეწვია და საძინებელში მიიხმო... დილით, სახელგანთქმული ავღანელი საველე მეთაური ნაზიმ ბენ-საულა საძინებლის ჭაღზე ჩამოკიდებული იპოვეს. ის შიშველი იყო, სასქესო ორგანო სწორ ნაწლავში ჰქონდა შეკვეხებული, მოგლეჯილი კვერცხები პირში ედო, ყელი ჰქონდა გამოჭრილი და ირგვლივ სისხლის გუბე იდგა... დუდკომ მის მიერვე მოკლულ ნაზიმს რამდენიმე კადრი გადაუღო, რომელიც საბჭოთა უშიშროებამ მთელ მსოფლიოში გაავრცელა და საველე მეთაურის ღირსება შელახა.
დუდკოს ამ სპეცოპერაციისთვის საბჭოთა კავშირის გმირობა და მაიორის რიგგარეშე ჩინი მიანიჭეს.