უეფა ჩემპიონთა ლიგიდან მილიარდზე მეტს ელის
უეფას გათვლებით, ჩემპიონთა ლიგის 2009-2010 წლების სეზონმა ორგანიზაციას 1.55 მილიარდი დოლარი შემოსავალი უნდა მოუტანოს. თუ ასე მოხდა, შემოსავალი წინამორბედი სეზონის მაჩვენებელს მთელი 33 პროცენტით გადააჭარბებს.
ჯგუფური ეტაპის თითოეული მონაწილე, ჯერ კიდევ ტურნირის დაწყებამდე, სექტემბერში, 10,1 მილიონ დოლარს მიიღებს. ამასთან, ხსენებულ თანხაში ბილეთებისა და ატრიბუტიკის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი გათვალისწინებული არაა.
ჯგუფური ეტაპის დაძლევა 1,14 მილიონით შეფასდება, ტურნირის გამარჯვებული 12,8 მილიონს მიიღებს, ფინალისტი კი – 7,4 მილიონ დოლარს. გუნდი, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე მატჩს მოიგებს და ტიტულსაც დაეუფლება, მთლიანობაში 44,4 მილიონ დოლარს ჩაიჯიბავს, რასაც, სატელევიზიო უფლებათა რეალიზაციიდან შემოსავლის ნაწილიც დაემატება.
გვერდები მოამზადა
არმაზ ხარძიანმა