კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ


კითხვა: ვაქირავებ ბინას. რა გადასახადებით დავიბეგრები?

პასუხი: ფიზიკური პირის მიერ ქონების (ბინის) გაქირავებით მიღებული შემოსავალი ოფიციალური გადასახადით არ იბეგრება, რადგან ქონების გაქირავებით მიღებული შემოსავალი არ მიეკუთვნება სამეწარმეო საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს, მაგრამ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით – ქირის 12 პროცენტით.

კითხვა: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცოლ-ქმარი ავტოკატასტროფაში მოყვა. ქმარი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ცოლი – სამი დღის შემდეგ. მათ არ დარჩენიათ შთამომავლები. მიიღებს თუ არა ცოლისდა სიძის ქონებას?

პასუხი: მიიღებს, რადგან, თუ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მაგრამ სამკვიდროს მიღებამდე გარდაიცვალა, მაშინ სამკვიდროდან მისი წილის მიღების უფლება მის მემკვიდრეზე გადადის.

კითხვა: მე და ჩემი მეუღლე ორი წლის წინ განვქორწინდით. ახლა შევრიგდით. შეიძლება თუ არა ჩვენი ქორწინების ხელახალი რეგისტრაცია?

პასუხი: შეიძლება. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, განქორწინებულ მეუღლეებს უფლება აქვთ ხელახლა დაქორწინდნენ.

კითხვა: არის თუ არა კანონით გათვალისწინებული დამატებითი შვებულება ბავშვის გამო?

პასუხი: შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებულს თავისსავე თხოვნით, უწყვეტად ან ნაწილ-ნაწილ ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ბავშვის მოვლის გამო 12 კვირის ოდენობით წელიწადში, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი. ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება შეიძლება, მიეცეს ნებისმიერ პირს, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს.

კითხვა: შეიძლება თუ არა ფასიანი შვებულების გადატანა?

პასუხი: თუ მიმდინარე წლის ფასიანი შვებულების მიცემა უარყოფითად იმოქმედებს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, დასაქმებულის თანხმობით, დასაშვებია, შვებულების გადატანა მომდევნო წლისთვის. აკრძალულია შვებულების ზედიზედ 2 წლის განმავლობაში გადატანა.

კითხვა: შრომის კოდექსის მიხედვით, როგორია სამუშაო დროის ხანგრძლივობა?

პასუხი: თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 41 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო. სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები.

კითხვა: ვარ სომხეთის მოქალაქე. ცოლი მყავს საქართველოს მოქალაქე. როგორია საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოპოვების პირობები?

პასუხი: საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება შეიძლება მიეცეს:

ა) უცხოელს, რომელმაც კანონიერ საფუძველზე იცხოვრა საქართველოში ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრების და დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობაში მუშაობის პერიოდი.

ბ) საქართველოს მოქალაქის მეუღლეს, მშობელს, შვილს, მშვილებელს, შვილობილს, დას, ძმას, პაპას ან ბებიას.

გ) მეცნიერების დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტ-ტექნიკოსებს, სპორტსმენებს და ხელოვნების მოღვაწეებს, რომელთა ჩამოსვლა შეესაბამება საქართველოს ინტერესებს.

კითხვა: შრომისუუნარო მოქალაქემ მის ოჯახში გაზრდილი გერისგან, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენია, მოითხოვა სარჩოს გადახდა. მან კი უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ მამინაცვალს ღვიძლი შვილებიც ჰყავს. მართებულია თუ არა უარი?

პასუხი: არ არის მართებული, რადგან არსებული კანონმდებლობით, გერი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო მამინაცვალი, რომელსაც დახმარება ესაჭიროება, თუ ის ადრე ზრდიდა ან არჩენდა მას.

კითხვა: უკვე ერთი წელია, ვმუშაობ ერთ-ერთ ორგანიზაციაში გამოსაცდელი ვადით. მუდმივ ხელშეკრულებას ორგანიზაცია არ მიდებს. მართებულია მათი ქმედება?

პასუხი: შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, კანდიდატთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით, არა უმეტეს 6 თვისა. ის უნდა იყოს წერილობითი ფორმის. დამსაქმებელს ამ დროის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლია კანდიდატთან შრომის ხელშეკრულების დადება ან გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულების მოშლა.

კითხვა: შეიძლება თუ არა ერთი და იგივე ქონების რამდენჯერმე დაგირავება?

პასუხი: შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში დაცული უნდა იყოს გირავნობის უფლებათა რიგითობა. უფლებათა რიგითობა კი სარეგისტრაციოდ წარდგენის დროს შესაბამისად განისაზღვრება.

კითხვა: უხელფასო შვებულებაში ყოფნის პერიოდში გავხდი ავად. მომეცემა თუ არა დროებითი შრომის უუნარობის გამო დახმარება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობით უხელფასო შვებულების (მათ შორის ბავშვის მოვლისთვის) პერიოდში, დროებითი შრომისუუნარობის დადგომის შემთხვევაში, დახმარება გაიცემა იმ დღიდან, როცა მომუშავე უნდა შესდგომოდა მუშაობას.

კითხვა: ცოლთან ვარ გაყრილი. ის და მისი მშობლები შვილების ნახვის უფლებას არ მაძლევენ. კანონიერია მათი ქმედება?

პასუხი: მათი ქმედება უკანონოა და თუ გააგრძელებენ აკრძალვას, შეგიძლიათ, სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოთ თქვენი, როგორც მშობლის, უფლებების დაცვა.


скачать dle 11.3