კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები


ედიბერიძე

ედიბერი რთული შემადგენლობის საკუთარი სახელია. ის გვარ ედიბერიძის ფუძედ ჩანს.

ბერ ძირის შემცველი გვარ-სახელებია: გოგიბერიძე, დოლაბერიძე და მისთანები.

ედიბერიძე დაფიქსირებულია სამეგრელოშიც, მაგალითად, მარტვილში სამი კომლი ცხოვრობს.

ედიბერი ნიშნავს ედისიდან წარმოშობილს. აქედან გვხვდება სახელები ედიშერი, ედემი, ედუარდი.

საქართველოში 713 ედიბერიძე ცხოვრობს: ზესტაფონში – 214, წყალტუბოში – 134, ქუთაისში – 113, ცხოვრობენ სხვაგანაც.

ტუჩაისშვილი-ტუჩაშვილი-ტუჩიაშვილი-ბაბიაური-ბაბუაური-ბაბაშვილი

ტუჩაშვილი და ტუჩიაშვილი ერთი და იგივე გვარ-სახელია, წარმოქმნილია მეტსახელიდან ტუჩა, ტუჩია.

ხურთისელი ტუჩაშვილების ადრინდელი ქართული გვარი იყო ბაბიაური-ბაბაშვილი.

1774 წლის აღწერაში, ხურთისში სამი კომლი ბაბიაურია მოხსენიებული.

ბაბიაურები (ბაბაშვილები) ტუჩაშვილების გვარზე მეთვრამეტე საუკუნეში გადასულან. 1781 წლის აღწერაში ის პიროვნებები, რომლებიც 1774 წელს ბაბიაურის გვარს ატარებდნენ, ბაბაშვილებად არიან ჩაწერილი. ბაბაშვილები დღესაც ცხოვრობენ ხევში (სიონში), რომელთა თავდაპირველი გვარი ბაბიაური (ბაბეური) იყო. ეს გვარი, როგორც სიონში, ისე ხურთისში თრუსიდან სოფელ მნაში (მნიდან) იყვნენ გადასულები. მეთვრამეტე საუკუნეში, სოფელ მნაში რვა ოჯახი ბაბეაური ცხოვრობდა. „ბაბაშვილი-ბაბეაური-ბარნაბესშვილი მდღვდელი ნიკოლოზ„;

სხვათა შორის, ტუჩაშვილები და ბაბაშვილები ერთმანეთს შორის ქალს არ ათხოვებდნენ.

საქართველოში 117 ტუჩაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 73, მცხეთაში – 23, კასპში – 11.

122 ბაბაშვილი: თბილისში – 39, მცხეთაში – 37, ყვარელში – 46.

ფირცხალაია-ფირცხაია-ფირცხალავა-ფირცხელავა

ეს გვარები ფუძემოდენილობით მსგავსი გვარებია. ასე რომ, ფირცხაია, ფირცხალავა, ფირცხელავა ერთი და იგივე გვარიცაა.

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფირცხალა.

მეგრულ ფირცხალას ქართულ სიტყვა ფიცხელს, ფიცხს ადარებენ.

ფირცხალავა საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარში რაოდენობით 260-ე ადგილზეა. მარტვილის რაიონში მას 23-ე ადგილი უჭირავს.

ფირცხალაშვილი გვხვდება იმერეთში, ფირცხალაძე – აჭარაში.

ლეფიცხალე უბანია გარახაში, ლექარნეში, ნოღაში, კურზუში და ასე შემდეგ. საფირცხელა კი უბანია ზუმში. აქაური ფირცხელავების წინაპარი ქორდაია ფირცხელავა გამოქცევია ხონელ თავად აბაშიძეს და მინდობია დადიანს, რომელსაც აქ დაუსახლებია.

ვარაუდით, ფიცხელას (ფიცხელაური) ჩართვია ასო რ და წარმოქმნილა გვარები ფირცხელანი, ფირცხელავა.

საქართველოში 1 183 ფირცხალავა ცხოვრობს: თბილისში – 782, მარტვილში – 209, ზუგდიდში – 192.

25 ფირცხალია: საჩხერეში – 16, თბილისში – 7, მარტვილში – 2.

ოღლიშვილი

გვარის ფუძედ გამოყენებული ფუძე ოღლი თურქულია და ჩვენებურად, ანუ ქართულად შვილს ნიშნავს.

ქართველებთან ოღლიმ, მეტსახელის სახით, მოიკიდა ფეხი და შემდეგ, ტრადიციის მიხედვით, როგორც გაუვრცობელი ფორმით – ოღლი, ისე გავრცობილი ფორმით გაჩნდა გვარი – ოღლიშვილი.

გვარის ოღლისა და ოღლიშვილის მატარებელი კაცი ისეთივე ქართველია, როგორც ნებისმიერი ქართულ ფუძეზე დაფუძნებული გვარის კაცი.

თურქული მოდგმის ხალხმა გარკვეული დისონანსი შეიტანა ქართულ გვართა წარმოქმნაში. მეტსახელიდან თათარი გაჩნდა ქართველთა გვარი – თათრიშვილი, ებრაული სახელიდან – იოსები ნაწარმოებია უსუფაშვილი, ქართველიშვილიდან – (ქართველი გურჯი) გაჩნდა გვარი გურჯიშვილი; ორი ძმა (იმერეთიდან) კიკნაძე გაეცალა საკუთარ კარმიდამოს, მოხვდნენ იუმიშრანში, იქიდან ჩამოსვლისას მოხვდნენ კახეთში, თან ჩამოჰყვათ მეტსახელი (ზეწოდება) ოღლი. ამის მიხედვით, „ვისი შვილია„ შეერქვათ, ანუ ოღლიშვილი. კიკნაძე იქცა ოღლიშვილად. ამის შესახებ დღეს თამამად ჰყვებიან კიკნაძე-ოღლიშვილები.

გვარს ოღლი ატარებს 30-მდე კაცი, შეიძლება, ცოტა მეტიც: ფოთში – 19, თბილისში – 6, ოზურგეთში – 5.

41 ოღლიშვილი ცხოვრობს საქართველოში: კახეთში – 21, თბილისში – 15, მცხეთაში – 5. ეს მონაცემები ემთხვევა 1995 წელს მიღებულ ვაუჩერებს.

ამბრიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ამბრია, ამბრი, ამბროსი.

ბერძნულად ეს სახელი „უკვდავთა წილხვედრს„, „ღვთაებრივს„ ნიშნავს. ამბრი არაბი ხალხური ეპოსის ერთ-ერთი გმირის სახელიცაა.

1721 წლის აღწერით: „სოფელ ერწოში დემეტრე თაყაშვილის ყმად მოიხსენიება ამბრიაშვილი„.

ამავე ძირისაა გვარი ამბრიაძე.

საქართველოში 51 ამბრიაშვილი ცხოვრობს: გორში – 37, თბილისში – 14.

ალიბეგაშვილი-ალიბეგისშვილი-ალიბეგიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ალიბეგა. შედგება ორი ნაწილისგან: ალი და ბეგი. ალი ცეცხლის ენას ნიშნავს, ბეგი კი თურქული სიტყვაა და „ბატონს„, „მემამულეს„ ნიშნავს, მისი გვიანდელი გამოთქმის ფორმაა ბეი. სწორედ აქედან არის ნაწარმოები ალიბეგაშვილი. შინაარსობრივად მკაცრ, ფიცხ ბატონს უნდა უკავშირდებოდეს. მისი საპირისპირო გვარია უჩუმბეგაშვილი. უჩუმ ნიშნავს წყნარს, მშვიდს.

ტერმინი ბეგი 50-მდე ქართულ გვარში გვხვდება.

საკუთარი სახელი ალიბეგაც არსებობს. „ალიბეგ დმანისს მცხოვრები, ქონებითურთ წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს„ (1537-1538 წლები).

საციციანოს ყმების ნუსხის მიხედვით, ყელეთში ალიბეგაშვილს ჰყავდა სამი კომლი ყმა, 1658-1675 წლებში.

ასევე, გვხვდება გვარი ალიბეგოვი.

საქართველოში 374 ალიბეგაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 233, ყაზბეგში – 95, ქარელში – 46, ცხოვრობენ სხვაგანაც.

24 – ალიბეგოვი.

აზნაურიშვილი

სიტყვა აზნაური ძველად პლივილეგიური წოდების წარმომადგენელს, დიდებულს, დიდგვაროვანს ნიშნავდა, მოგვიანებით კი თავადზე დაბლა და გლეხზე მაღლა მდგომს ეწოდებოდა. აზნაური თანამდებობის აღმნიშვნელი ტერმინიდანაა წარმოებული. სწორედ ეს სიტყვა უდევს საფუძვლად გვარს აზნაურიშვილი. სიტყვა „აზნაური“ ფორმით ქართულია, ამ სახით სომხურშიც გვხვდება. მომდინარეობს ძირიდან „აზნ“, რაც „გამოჩენილს“, „მაძღარს“, „რაინდს“ ნიშნავს. აზნაურის საპირისპირო ფორმა – უაზნოც ამ ძირიდან მომდინარეობს. აღნიშნული ტერმინი ქართულიდან შევიდა რუსულში აზნაგურის სახელწოდებით. ეს სიტყვა გვხვდება სპარსულ ლიტერატურაშიც.

„ციციშვილის ბაადურიშვილის ზაალისა ქალაქ დიდაღეთს ცხოვრობს მოლაშქრე დათუნა აზნაურიშვილი“.

ირაგაში, 1721 წელს დაფიქსირებულია ზაზა აზნაურიშვილი.

წინწყაროში მცხოვრები აზნაურიშვილები ბერძნებად ჩაწერეს და რუსული გაფორმებით კნიაზევებად არიან ცნობილნი.

საქართველოში 29 აზნაურიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 14, რუსთავში – 8, დედოფლისწყაროში – 7.



აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით




скачать dle 11.3