კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიოს უძვირფასესი ბრენდი „უოლმარტია“


ბრიტანულმა სააგენტო „ბრენდ ფაინანსმა“ მსოფლიოს 500 უძვირფასესი ბრენდის ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. ისევე როგორც შარშან, წელსაც მასში პირველი ადგილი სუპერმარკეტების ქსელმა „უოლმარტმა“ დაიკავა – ეს ბრენდი 41,4 მილიარდ დოლარად შეფასდა. წლევანდელ რეიტინგში კომპანია „გუგლმა“ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა, მე-5-დან მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, თავად ბრენდი კი 5 მილიარდი დოლარით გაძვირდა – 29,3-დან 36,2 მილიარდამდე. „კოკა-კოლამ“ მეორედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ბრიტანელმა ექსპერტებმა მსოფლიოში ცნობილი ბრენდი 34,8 მილიარდ დოლარად შეაფასეს. ამ კომპანიების გარდა „ბრენდ ფაინანსის“ რეიტინგის პირველ ათეულში „აი-ბი-ემი“, „მაიკროსოფტი“, „ჯენერალ ელექტრიკი“, „ვოდაფონ ტელეკომსი“, „HSBC“, „ჰულიეტ პაკარდი“ და „ტოიოტა“ მოხვდნენ. ყველაზე დიდი წინსვლა წლევანდელ რეიტინგში ესპანურმა ბანკმა „სანტანდერმა“ განიცადა, რომელმაც 41-დან მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, წელს ფინანსური სექტორი სხვებზე წარმატებული იყო და უკეთესადაც გამოიყურებოდა. ამ სექტორის ბრენდები, საერთო ჯამში, 129 მილიარდი დოლარით გაძვირდა. მსოფლიოს 500 უძვირესი ბრენდის ყოველწლიურ რეიტინგში რუსული კომპანიებიც მოხვდნენ. მათ შორის უძვირფასესი „სბერბანკი“ აღმოჩნდა. ეს რუსული სახელმწიფო ბანკი 57-ე ადგილზე გავიდა, ბრენდი კი 11,7 მილიარდ დოლარად შეაფასეს. გარდა „სბერბანკისა“ ბრიტანული სააგენტოს რეიტინგში „გაზპრომი“, „ბილაინი“, „ლუკოილი“ და „ვითიბიც“ მოხვდნენ.


скачать dle 11.3