კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აზიური ქალაქები ევროპულებს ავიწროებენ


მსოფლიოს უძრავ ქონებაში ინვესტირებისთვის ყველაზე მიმზიდველ ქალაქთა რეიტინგში, 270 საინვესტიციო პროექტით, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განხორციელდა, პირველ ადგილზე ბრიტანეთის დედაქალაქი ლონდონი გავიდა. ნიუ-იორკი, რომელიც კრიზისამდელ პერიოდში ქალაქების საინვესტიციო რეიტინგში მესამე იყო, მეათე პოზიციამდე დაეშვა. აღნიშნული რეიტინგი ფრანგულმა სააგენტო „პარიზ დი ფრანს ქეფითალ ეკონომიქუ“-მ შეადგინა კონსალტინგური კომპანია KPMG-ს მონაწილეობით. ინვესტირებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქალაქების რეიტინგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 500 წამყვანი ბიზნესმენის აზრისა და ინვესტიციების თაობაზე არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შედგა. რესპონდენტთა აზრით, დასკვნების გამოსატანად უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმები სამართლებრივი უსაფრთხოება, პოლიტიკური სტაბილურობა და ქალაქების ეკონომიკური მდგომარეობაა. გამოკითხულთა 42 პროცენტმა ლონდონი ინვესტირებისთვის ყველაზე მიმზიდველ ქალაქად დაასახელა. რეიტინგში მეორე ადგილზე ჩინური შანხაი გავიდა, რომელმაც გარკვეული მაჩვენებლებით ბრიტანეთის დედაქალაქსაც კი გადაასწრო. შანხაის გარდა ათეულში კიდევ ორი ჩინური ქალაქი მოხვდა – ჰონკონგი და პეკინი. ბიზნესმენთა აზრით, უახლოეს მომავალში უძრავ ქონებაში ინვესტირებისთვის ყველაზე მიმზიდველ ქალაქთა რეიტინგში, ლიდერთა შორის სხვა აზიური ქალაქებიც შეიძლება მოხვდნენ – უპირველესად, მუმბაი და სინგაპური. აზიური ქალაქები მომავალში ევროპულებს სულ უფრო შეავიწროებენ.


скачать dle 11.3