კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა სვას ორსულმა ქალმა ღვინო და რა კავშირშია მარანი ნაყოფიერებასთან


ქართული ტრადიციული ღვინის სასმისები მეტად მრავალფეროვანია. ადამიანი მათ უხსოვარი დროიდან იყენებდა და სხვადასხვა მასალისგან ამზადებდა, კერძოდ, რქისგან, თიხისგან, კერამიკისგან, ხისგან, ვერცხლისგან, ოქროსგან და ასე შემდეგ.

საქართველოს ყველა რაიონში უხსოვარი დროიდან სვამდნენ სუფრასთან ღვინოს, არაყს და ლუდს. სასმელების მოხმარება განსხვავდებოდა რაიონების მიხედვით და დამოკიდებული იყო სოფლის მეურნეობის სპეციფიკაზე. ამ თემებზე სასაუბროდ ვესტუმრეთ ალკოჰოლური სასმელების ექსპერტს ბონდო კალანდაძეს, რომელმაც საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა.


ბონდო კალანდაძე: ღვინის უძველეს სასმისებს მიეკუთვნება ყანწი, ფიალა, კულა, აზარფეშა, თასი, ჯამი, კათხა, ჭინჭილა, ყარყარა, მარანი, კოჩხო, ლიტრა და ასე შემდეგ. გარდა ტრადიციული სასმისებისა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გამოიყენებოდა თიხის სხვადასხვა კონფიგურაციის ჭურჭელი, მაგალითად, ირემი, დათვი, ორსართულიანი სასმისი, ფანტასტიკური ცხოველების სასმისები – ვერძი, მაცდური და ასე შემდეგ. ასეთი ჭურჭელი ძირითადად მოუხატავი იყო ან საღებავებით მოხატული და მათ სარიტუალო ჭურჭელს მიაკუთვნებდნენ. საინგილოში საღვინედ ძირითადად თიხის დოქებს, ანუ კუჭულას, გოზაურს, ჰარანს, კოპწიას, პარაწს, კილანს იყენებდნენ. ისინი თავისი ორიგინალობით გამოირჩეოდნენ. გარდა თიხისა, ასევე იყენებდნენ სპილენძის ჭურჭელს – თუნგს, ლარნაკს, თასს, მოხატულს ორიგინალური ორნამენტებით. საინგილოში 1887-1888 წლებში ღვინის ჭურჭელს და ღვინის სასმისებს ამზადებდნენ კერამიკული ქარხნის მეპატრონეები, ძმები გამახარაშვილები და ხუციშვილი. აქ დამზადებულმა სურამ 1887 წელს ამიერკავკასიის იმპერატორთა საზოგადოების – სოფლის მეურნეობის გამოფენაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაიმსახურა. ის საზოგადოებამ მხატვრული გაფორმებით და ორნამენტებით შეადარა საქართველოში საფრანგეთიდან, ქალაქ მარსელიდან შემოტანილ სურას.

– ამბობენ, ზესტაფონის მაზრაში, კერძოდ კი, სოფელ შროშაში ყველაზე კარგი თიხა მოიპოვებოდა ჭურჭლის დასამზადებლადო. ეს მართალია?

– დიახ, საყურადღებოა ზესტაფონის მაზრაში, სოფელ შროშაში, ადგილობრივი თიხისგან დამზადებული ღვინის შესანახი ქვევრები, ჭურჭელი, სასმისები. ამ სოფლებში მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს ინახავდა თიხის ჭურჭლის რეალიზაციით, გარდა ღვინის შესანახი ჭურჭლისა და სასმისებისა, ისინი ამზადებდნენ თონეებს, კეცებს, ჯამებს, გობებს და სხვა საყოფაცხოვრებო ჭურჭელს. ეს ტრადიცია კი დღემდე გრძელდება. ხალხის რწმენა-წარმოდგენაში ღრმად იყო გამჯდარი ვაზისა და ღვინის თაყვანისცემა. ასევე, წმინდა იყო ჭურჭელი და ადგილი, რომელშიც ყურძნის წვენი ინახებოდა, კერძოდ, ქვევრი და მარანი. მარანი, ღვინო, ალვის ხე – ერთმანეთს უკავშირდება, რისი საფუძველიცაა ყურძნის წვენის თაყვანისცემა. ეს მომდინარეობს ერთის მხრივ, ვაზის კულტისგან, რომელიც გარს ახვევია ალვის ხეს, მეორე მხრივ კი, მარნის კულტიდან, რაც ხალხის წარმოდგენით უკავშირდება ნაყოფიერების ხეს.

– მართალია, თითქოს თავის დროზე ტიკით მირთმეული ქართული ღვინო უცხოელებმა დაიწუნეს, შემდეგ აქ ჩამოსულებმა აღფრთოვანება ვერ დამალესო?

– დიახ, მართალია. სხვათა შორის, საქართველოში დღემდე შემორჩენილია ტრადიცია, რთველის პერიოდში თხის დაკვლის ჩვეულება, რაც ვაზისა და ღვინის კულტისადმი მიძღვნილი უძველესი სარიტუალო ტრადიციის გამოძახილია. რაც შეეხება ღვინის შორ მანძილზე გადაზიდვას, ძველად არ იყო შუშისა და კასრისმაგვარი გადასაზიდი ჭურჭელი. იყო რუმბი და ტიკი. ისინი პრიმიტიული წესით მზადდებოდა. კერძოდ, დაკლავდნენ თხას, გაატყავებდნენ, კუპრს წაუსვამდნენ და გადმოატრიალებდნენ. ასეთ ჭურჭელში, ბუნებრივია, ღვინო დიდხანს ვერ გაძლებდა. სიცხეში, ურმით, ჭანჭყარით შორ მანძილზე გადატანილი ღვინო რაღას ივარგებდა? რაც შეეხება უცხოეთს, ინგლისში გაიტანეს კახური ღვინო 1830-იან წლებში. რასაკვირველია, დაიწუნეს, აღმოაჩინეს ფისოვანი ნივთიერება – კუპრი, რომლითაც ტიკი იყო გაჟღენთილი. არადა, რაც შუშაში ჩამოსხმის ტრადიცია დამკვიდრდა, უცხოეთში არაერთი მედალი და ჯილდო დაიმსახურა კახურმა ღვინოებმა და არა მარტო კახურმა.

– იმასაც მნიშვნელობა ჰქონდა, რომელი ჭიქით დალევდა ადამიანი ღვინოს?

– უფრო მეტიც, მინდა გითხრათ, ისიც, რომ ძველებმა კარგად იცოდნენ, რომელი ჭიქით დალეული ღვინო, რომელ დაავადებებს კურნავდა. საქართველო ოდითგანვე აგრარული ქვეყანაა და გლეხმა ყოველთვის კარგად იცოდა მთვარის ფაზის მიხედვით, როდის ჯობდა მოსავლის აღება, ყურძნის დაწურვა, ღვინის დაყენება, ჰქონდა სმის ტრადიცია და სუფრის აკადემიაც. ძველად არსებობდა სპეციალური ღვინის ჭიქები, რომლებიც ზომით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. სულ პატარა ჭიქა ახალშობილისთვის იყო განკუთვნილი, რადგან მისთვის ღვინის დალევა სავალდებულო იყო. წითელ ღვინოში 250-ზე მეტი ფერმენტია, რომელიც არეგულირებს ადამიანის სასიცოცხლო პროცესებს. ამინომჟავებით, ცილებით, ვიტამინებით, ნახშირწყლებით ღვინო მდიდარია და მას ძველად სამკურნალო დანიშნულების პროდუქტად იყენებდნენ. ეს კარგად იცოდნენ არა მარტო ექიმებმა, არამედ ასტროლოგებმაც. მათ სჯეროდათ, რომ დაავადების განკურნება შეიძლება ღვინის მეშვეობით. ახალშობილს სჭირდება ფერმენტების გარკვეული რაოდენობა, რომელიც ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა პროცესების გააქტიურებას, ოღონდ ეს ხდებოდა გარკვეული დოზის დაცვით.

– რომელი ღვინოა ახალშობილისთვის სასარგებლო?

– ძველად ახალშობილს აძლევდნენ „ალადასტურს“ ან „საფერავს“, რომელიც ახალი მთვარის შემდეგ, მეთერთმეტე დღეს დაკრეფილი ყურძნისგან იწურებოდა. განსაზღვრული იყო კრეფის დროც – დილის თერთმეტ საათამდე. დაწურვის პროცესი კი არა უგვიანეს 11-დან პირველ საათამდე უნდა ჩატარებულიყო. ეს განპირობებული იყო იმით, თუ როდის ხდებოდა წვენის განსაკუთრებული რაოდენობის კონცენტრაციის დაგროვება – მთვარის რომელ ფაზაში და ახალი მთვარის რომელ დღეს. საათების მიხედვით ყურძნის დაკრეფა და დაწურვა, ღვინის მოვლა-შენახვის ტექნოლოგიასთან ერთად, იყო იმის გარანტია, რომ ეს ღვინო დიდი ხნით შეინახებოდა და მას დაავადება არ ემუქრებოდა.

– კერძოდ, რომელი ღვინო რომელ დაავადებებს ებრძვის?

– „ალადასტური“ ითვლებოდა საუკეთესო ღვინოდ მოხუცებულებისთვის, რადგან ის საერთო სასიცოცხლო ტონუსს აძლიერებდა დაუძლურებულ ორგანიზმში. სხვათა შორის, სამკურნალოდ ცალკე ჭიქები არსებობდა, იმის მიხედვით, თუ რა დაავადება სჭირდა ადამიანს. ორსული ქალებისთვის კი სპეციალური ჭიქები არსებობდა. კერძოდ, სამ თვემდე ორსულისთვის – ერთი ზომის ჭიქა, 3-დან 6 თვემდე – მეორე ზომის, 6-დან 9 თვემდე კი – სხვა. ღვინის მიღება განსაზღვრული დოზით საუკეთესო სტიმულატორია, როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის. თუ „ალადასტური“ და „საფერავი“ სამკურნალოდ ითვლებოდა, „რქაწითელი“ და „მწვანე“ საქეიფო დანიშნულების ღვინოდ მოიხსენიებოდა.


скачать dle 11.3