კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მინდა, გაკოცო, მაკოცო...


ვანკუვერში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე ამერიკელმა სნოუბორდისტმა, სკოტი ლაგომ, ბრინჯაოს მედალი მოიგო და მერე ღამის ბარშიც მოილხინა. ჰოდა, მოლხენის დროს მასთან მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მივიდა და განუცხადა, მთელი ოლიმპიადა შენ გგულშემატკივრობდი, ახლა კი, კეთილი ინებე და მოპოვებულ მედალზე მაკოცნინეო. აბა, ასეთ მარტივ სურვილზე სკოტი უარს როგორ ეტყოდა, მით უმეტეს, რომ მედალი თან ჰქონდა. მაგრამ, სნოუბორდისტი, თურმე, არც იუმორს უჩივის და, მედალი ყელის ნაცვლად წელზე ჩამოიკიდა, გოგონამაც, როგორც ნამდვილ გულშემატკივარს შეეფერება, ჩაიჩოქა და ბრინჯაოს ეამბორა. ეს ყველაფერი ფოტოგრაფებმა გადაიღეს და გაზეთშიც დაბეჭდეს, რამაც ოლიმპიადის ორგანიზატორები გააცოფა.

შემდეგ ლაგოსთვის ყველაფერი ცუდად გაგრძელდა: მან ყველას საჯაროდ მოუხადა ბოდიში და სასწრაფოდ ამერიკაში დაბრუნდა, თუმცა, სხვა ოლიმპიელების დარად, მას ყვავილებით არავინ დახვედრია, რადგან ოლიმპიური მედლის წელზე დაკიდება არც შტატებში მოეწონათ.


скачать dle 11.3