კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვუდსმა გულახდილობის საღამო მოაწყო


მსოფლიოს უმთავრესი სპორტსმენი და ცნობილი მეოჯახე, გოლფისტი ტაიგერ ვუდსი ცოლმა ღალატში რომ გამოიჭირა, კარგად მოგეხსენებათ. ქალი გაყრასაც ითხოვდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ტაიგერი მინიმუმ 300 მილიონ დოლარს უნდა გამოთხოვებოდა, მაგრამ მან ოჯახი შეინარჩუნა, სანაცვლოდ კი მკურნალობას დათანხმდა. გასულ კვირას ვუდსი ტელევიზორშიც გამოჩნდა და, ქართული საზომებით, დიდი სისულელეებიც ილაპარაკა.

– ფსიქოლოგთან ვიყავი და მან დამარწმუნა, რომ მე ცოლი მიყვარს და მას ჩემდაუნებურად ვღალატობდი, ანუ, მე სექსუალურად დამოკიდებული ადამიანი ვარ. ეს დაახლოებით იგივეა, რაც ნარკოტიკი. თავს ვებრძვი, მაგრამ არაფერი გამომდის და გული სხვისკენ მიმიწევს. მომავალში ასე აღარ იქნება, რადგან მკურნალობის კურსი უკვე დავიწყე და მას 45 დღეში დავასრულებ. იმედია, ეს ისტორია მომავალში აღარც გამახსენდება, – განაცხადა ვუდსმა.

ახლა გავაანალიზოთ, რა თქვა ტაიგერმა: გამოდის, ის ცოლს კი არ ღალატობდა, უბრალოდ, ავად იყო (ქართველი მამაკაცებისთვის მორიგი და მეტად საინტერესო თავის მართლების მიზეზია). ამასთან, მას მკურნალობაც დაუწყია, მაგრამ მეთოდებზე არაფერს ყვება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ტაიგერს ლამაზ ქალს დაანახვებენ და, თუ გული მისკენ გაუწევს, დიდი ჯოხით სცემენ.


скачать dle 11.3