კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები


კითხვა: რომელი ვიტამინები ითვლება ნაადრევი დაბერების საწინააღმდეგო საშუალებად?

პასუხი: ნაადრევი დაბერების თავიდან ასაცილებლად სახეზე და დეკოლტეს მიდამოებში ყოველ საღამოს (გაწმენდის შემდეგ) წაისვით A, D და E ვიტამინების ნაზავი (10-10 წვეთი), პლუს რამდენიმე წვეთი ლიმონის წვეთი. უკეთესი იქნება, თუ ამ „კოქტეილს“ შეურევთ თქვენს მკვებავში და იმას წაისვამთ.

კითხვა: როგორი შემადგენლობის ტუჩის ბალზამია ზამთარში გამოსაყენებლად საუკეთესო?

პასუხი: საერთოდ, ყველა კოსმეტიკური საშუალება ინდივიდუალურად მოქმედებს ყველა მომხმარებელზე, მაგრამ, ზოგადად, ზამთარში გამოსაყენებლად ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება ტუჩის ბალზამი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ფუტკრის პროდუქტები – პროპოლისი, ფუტკრის რძე და თაფლის სანთელი. ეს ინგრედიენტები იცავს ტუჩების ნაზ კანს ყინვისგან, გამოშრობისა და ნახეთქების გაჩენისგან.

კითხვა: მოქმედებს თუ არა კვების პროდუქტები კანის მგრძნობელობაზე, ვთქვათ, მზის სხივების მიმართ?

პასუხი: სახის კანი ნაკლებად მგრძნობიარე რომ გახდეს მზის სხივების მიმართ, მაქსიმალურად ეცადეთ, ის პროდუქტები მიირთვათ, რომლებიც ჭარბად შეიცავს C და PP ვიტამინებს: მჟავე კომბოსტო, ასკილის ნაყენი, ვაშლი, მწვანე ხახვი, წითელი და შავი მოცხარის წვენი.

კითხვა: არსებობს თუ არა ნიღბები ტუჩების ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად?

პასóუხი: პირველ ყოვლისა, დაიმახსოვრეთ, რომ ცივ ამინდში არავითარ შემთხვევაში არ გახვიდეთ გარეთ ტუჩების დამცავი ბალზამის ან პომადის გარეშე. საღამოობით გაიკეთეთ მარტივი ნიღაბი: 1 ჩაის კოვზი ხაჭო, ნახევარი ჩაის კოვზი არაჟანი (ან ნაღები) და ნახევარი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი კარგად აურიეთ ერთმანეთში და წაისვით ტუჩებზე. 10-15 წუთის შემდეგ მოიშორეთ სველი ტამპონით და წაისვით მხოლოდ ზეითუნის ზეთი.

კითხვა: რით დავიბანო თმა, ქიმიური დახვევის შემდეგ ბზინვარება რომ არ დაკარგოს?

პასუხი: კარგად ათქვიფეთ 1 კვერცხის გული, შეურიეთ ცოტაოდენი ძმარი და ისევ ათქვიფეთ. მიღებული მასა კარგად შეიზილეთ თმაში და ჩამოიბანეთ გვირილის ან მუხის ქერქის (შერევაც შეიძლება) ნახარშით.

კითხვა: უკვე ასაკში ვარ და, შესაბამისად, ეს ყელზეც დამეტყო – კანი მომიჭკნა და მომიდუნდა. როგორი ნიღაბი უნდა გავიკეთო, რომ კანს ოდნავ მაინც დაუბრუნდეს ელასტიკურობა? მაინტერესებს, აგრეთვე, როგორი მასაჟი კეთდება გამხდარ და ნაოჭიან ყელზე.

პასუხი: მოდუნებული და მომჭკნარი ყელისთვის რეკომენდებულია შემდეგი სახის ნიღაბი: კარგად აურიეთ ერთმანეთში 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, 5-5 წვეთი A, D და E ვიტამინები (ზეთოვანი) და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. ეს ნარევი წაისვით ყელზე და გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით მკვებავი.

ნაოჭებიანი და გამხდარი ყელის მასაჟისთვის მოამზადეთ 1 კვერცხის გულის, 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთისა და 1 ჩაის კოვზი ნებისმიერი ვიტამინიზებული კრემის ნარევი. თითების რბილი შეხებით შეიზილეთ ყელზე ქვემოდან ზემოთა მიმართულებით, 10 წუთის განმავლობაში. კანი რომ გახურდება, ყელზე დაიფინეთ რბილი პირსახოცი 10-15 წუთით, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი ან ლიმონის წვენგარეული ზეითუნის ზეთი.

კითხვა: რა განსხვავებაა ბავშვის კანსა და მოზრდილი ადამიანის კანს შორის?

პასუხი: ბავშვის კანი მოზრდილი ადამიანის კანზე ორჯერ უფრო თხელია და გარეთა (ზედა) ფენა ერთი აქვს და არა რამდენიმე, როგორც უფროსებს. ძალიან თხელია ბავშვის კანის შუა ფენაც, ამიტომ დაბანისას ადვილად კარგავს ტენს. გარდა ამისა, ბავშვის კანის ქვეშ განლაგებულია გაცილებით მეტი საოფლე ჯირკვალი.

კითხვა: რა პრინციპის მიხედვით უნდა შევარჩიოთ პარფიუმერია და ტანის მოვლის საშუალებები?

პასუხი: პარფიუმისა და ტანის მოვლის საშუალებების შეძენისას (გელი, კოსმეტიკური რძე, დეზოდორანტი და სხვა) უნდა იხელმძღვანელოთ ერთი ძირითადი პრინციპით: ყველა ეს საშუალება ერთ ხაზს უნდა მიეკუთვნებოდეს.

კითხვა: რა ფერები უნდა შევარჩიო სადღესასწაულო საღამოს მაკიაჟისთვის?

პასუხი: საღამოს მაკიაჟის გაკეთებისას უნდა გაითვალისწინოთ როგორც თქვენი თმის, თვალებისა და სახის კანის ფერი, ისე ჩაცმულობის სტილი და ტანსაცმლის ფერები. „ოქროს შუალედის“ მოძებნა ასეთ დროს ყველაზე სასურველია. თუ შავგვრემანი ხართ და სადღესასწაულო საღამოს მუქი ფერის, ბრჭყვიალა სამოსი გაცვიათ, მოგიხდებათ ფანქრის (ან ლაინერის) თხელი კონტური, ოდნავწასმული ტუში წამწამებზე, თქვენი სახის კანზე ნახევარი ტონით მუქი ან ბაცი ტონალური კრემი, მუქი ვარდისფერი რუჟი. იმავე ტონალობის, ოღონდ, ორი ტონით მუქი, ბრჭყვიალებიანი პომადა (ბრჭყვიალები უნდა იყოს ოქროს ან ვერცხლისფერი, იმის მიხედვით, რა ფერის ბრჭყვიალები აქვს თქვენს ტანსაცმელს). თვალების ჩრდილის ფერი შეარჩიეთ თქვენი სამკაულის ფერის მიხედვით.


скачать dle 11.3