კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სახის, ყელისა და დეკოლტეს ჰიგიენური გაწმენდა საღამოს


სახის, ყელისა და დეკოლტეს ჰიგიენური გაწმენდა დილა-საღამოს უნდა ჩაიტაროთ. ამისთვის უნდა გამოიყენოთ:

1) ზეითუნის ზეთი (გასტერილებული).

ზეთით გაწმენდა განსაკუთრებით კარგია ზამთარში, მით უმეტეს, თუ მშრალი კანი გაქვთ. ბამბის ან მარლის ტამპონით კარგად გაწმენდის შემდეგ ჩამოიბანეთ მოცხელო წყლით, შემდეგ – კოსმეტიკური საპნით. მშრალი კანის საპნით ჩამობანა საჭირო არ არის.

ზეთის ნაცვლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ ახალი კარაქის გაყინული ნაჭერი (ჯერ წაისვით მთელ სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე, შემდეგ კი ბამბის ტამპონით ჩამოიბანეთ).

2) მაწონი (კეფირი, არაჟანი) – იმავე მეთოდით.

3) ლოსიონი ან სპეციალური კოსმეტიკური რძე (ქლინსერი, ანუ თხევადი ემულსიური კრემი).

4) სპეციალური ცხიმიანი კრემი, რომელიც არ შეიცავს წყალს და ამიტომ არ შედის ფორებში.

გთავაზობთ ამ კრემის რეცეპტს:

ინგრედიენტები: კოსმეტიკური პარაფინი – 15 გრამი;

კაკაოს ცხიმი – 15 გრამი;

გასტერილებული ზეითუნის ზეთი – 45 მილილიტრი;

ვაზელინის ზეთი (თხევადი პარაფინი) – 25 მილილიტრი.

დამზადების წესი: ყველა ინგრედიენტი ერთად მოათავსეთ კოსმეტიკურ როდინში, დადგით წყლის აბაზანაზე და ურიეთ (მინის ან ფაიფურის წკირით) სრულ გადნობამდე. ეცადეთ, ორთქლი როდინში არ ჩავიდეს. მიიყვანეთ ადუღებამდე (არ უნდა ადუღდეს), გადმოდგით და ურიეთ სრულ გაცივებამდე. შენახვის ვადა – რამდენიმე თვე (ბნელ, გრილ ადგილას).

ეს კრემი ასრულებს როგორც ნიღბის, ისე გამწმენდის როლს.

5) რძე.

განსაკუთრებით კარგია მშრალი კანისთვის. რძით დაბანა (გაწმენდა) უნდა მოხდეს წინასწარ (ტონიკით ან ლოსიონით) გაწმენდის შემდეგ ნატურალური აუდუღარი რძით (თუ გარანტირებულია ძროხის ჯანმრთელობა). რძე გაზავებული უნდა იყოს ცხელი წყლით 1x1-ზე. ეს სითხე ჩაასხით მინის ან კერამიკის ჯამში და სახის თითოეული მონაკვეთი მონაცვლეობით გაიწმინდეთ 4-5-ჯერ.

6) კვერცხის გული.

1 კვერცხის გული ფაიფურის ჯამში ათქვიფეთ ხის ან კერამიკის კოვზით და თქვეფისას წვეთობით ჩაამატეთ 1-2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. როცა მასა აფუვდება, თქვეფა ისევ განაგრძეთ და ისევ წვეთ-წვეთობით ჩაამატეთ ნებისმიერი ხილის ან ბოსტნეულის (1-2 ჩაის კოვზი) ახალგამოწურული წვენი.

ინახება დაახლოებით 1 კვირა, მაცივარში (არა საყინულეში), თავდახურულ მინის ჭურჭელში.

ვიტამინებით გასამდიდრებლად, შეგიძლიათ, ჩაამატოთ 1 ჩაის კოვზი უმი სტაფილოს წვენი, ხოლო თუ გაღიზიანებული ბრძანდებით, ჩაამატეთ ნედლი პიტნის ახალგამოწურული წვენის 20-30 წვეთი.


скачать dle 11.3