კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები


კითხვა: გთხოვთ, მოგვითხროთ ინფექციური დაავადების, მუნის შესახებ. რა იწვევს მას, როგორ გამოვლინდება, რა განსხვავებაა მუნსა და ალერგიას შორის და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას? რატომ გავრცელდა ეს დაავადება ამ ბოლო დროს საქართველოში?

პასუხი: მუნს იწვევს სპეციფიკური პარაზიტი – მუნის ტკიპა. ტკიპა მცირე ზომისაა. ის კანში იდებს ბინას. კანის დაზიანებას თან სდევს მწვავე ანთებითი გამონაყარი. პროცესი ლოკალიზდება ხელის მტევნებზე, ხელისგულებზე, თითებსშუა ნაოჭებში, ზედა და ქვედა კიდურების მომხრელ ზედაპირზე, სასქესო ასოზე, ქალებში – ძუძუსთავების გარემომცველ არეზე.

მუნის მთავარი განმსაზღვრელი ნიშანია კანის ეპიდერმისში ტკიპის სავალი, სადაც დედალი ტკიპა ნაყოფიერდება. გახანგრძლივებული პროცესის დროს, გარდა ტკიპის სავალებისა, კანზე შეამჩნევთ ბუშტუკებს, ნაფხან ადგილებს. დაავადებას თან სდევს ძლიერი ქავილი, რომელიც შემაწუხებელია ღამით. მუნი ადამიანს ადამიანისგან გადაედება ტანსაცმლის, ლოგინის თეთრეულის მეშვეობით. მუნის მკურნალობის მიზანია ტკიპების მოსპობა და მოცილება. ამისთვის სხვადასხვა ანტიპარაზიტულ საშუალებას იყენებენ.

კითხვა: ჩემს მეუღლეს ლოყაზე ათერომა აქვს. პოლიკლინიკის ექიმმა მისი ამოკვეთა გვირჩია, მაგრამ მეუღლე ოპერაციის წინააღმდეგია. ხომ არ არსებობს წამლები, რომელთა მეშვეობითაც ათერომის მკურნალობა ოპერაციის გარეშე იქნება შესაძლებელი?

პასუხი: ეპიდემიური კისტა, რომელსაც ადრე ათერომას უწოდებდნენ, მიეკუთვნება კერატინული კისტების რიცხვს და მაშინ წარმოიქმნება, როცა იხშობა ცხიმოვანი ჯირკვლის ფოლიკულის გამომტანი სადინარი. ზოგჯერ მის წარმოქმნას ხელს უწყობს ჩირქოვანი გამონაყარი კანზე. კისტა ყველაზე ხშირად ლოკალიზდება სახისა და კისრის თმიან ნაწილზე. კისტის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით შეიძლება, უნდა მოშორდეს გარსი და გაიკვეთოს გამომტანი სადინარი. თუ ეს პირობები არ შესრულდა, გამორიცხული არ არის, რეციდივი განვითარდეს.

კითხვა:  მაქვს შაქრიანი დიაბეტი. ვიკეთებ ინსულინს. შეიძლება თუ არა, ამ გზით შევინარჩუნო შაქრის ნორმალური დონე და ცოტ-ცოტა ყველაფერი ვჭამო?

პასუხი: ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის დროს ინსულინის საჭირო დღიურ დოზას ასე ადგენენ: პაციენტი იცავს სათანადო დიეტას და იღებს ინსულინის მინიმალურ დოზებს. ამის შემდეგ ექიმი დოზას თანდათანობით ზრდის, ვიდრე სისხლში გლუკოზის მაჩვენებელი არ მოწესრიგდება. ამასთანავე, რეგულარულად მიმდინარეობს შაქრის კონტროლი. მას შემდეგ, რაც მდგომარეობა სტაბილური გახდება, შეარჩევენ ინსულინის რაციონალურ დოზას, მაგრამ ეს ულუფა გათვლილია დიეტური კვების პირობებისთვის და არ ითვალისწინებს რაციონში ტკბილი პროდუქტების შეტანას. ასე რომ, თუ დიეტას დაარღვევთ, ინსულინის თქვენთვის დანიშნული დოზა ვერ გაუმკლავდება გლუკოზის მოჭარბებულ რაოდენობას, ხოლო თუ ინსულინის დოზას თვითნებურად გაზრდით, ადვილი შესაძლებელია, ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა განგივითარდეთ. ასე რომ, ინსულინოთერაპია დიეტის გარეშე აზრს კარგავს.

კითხვა: დამისვეს ასეთი დიაგნოზი: ლიმფოგრანულომატოზი, მეოთხე „ბ“ სტადია. ჩავიტარე ქიმიოთერაპიის ერთი კურსი, მერე კი უსახსრობის გამო მკურნალობა შევწყვიტე, თუ შეიძლება, მირჩიეთ რამე, ხალხური მედიცინიდან. ვარ ასთმიანი. რამდენ ხანს ცოცხლობენ ასეთი ავადმყოფები?

პასუხი: ლიმფოგრანულომატოზის ადრეული კლინიკური ნიშანია ლიმფური კვანძების გადიდება სხეულის ამა თუ იმ არეში: კისერზე, იღლიაში, საზარდულში, მუცლის ღრუში. ლიმფური კვანძები თავდაპირველად, რბილი კონსისტენციისაა, შეხებისას უმტკივნეულო და არ ჩირქდება. პროცესის გავრცელების კვალობაზე დაავადება რამდენიმე სტადიად იყოფა. მესამე და მეოთხე სტადიებში ავადმყოფს ქიმიოთერაპიას უტარებენ. ამ დროს პათოლოგია უკვე ქრონიკული ხასიათისაა და მკურნალობით მხოლოდ რემისიის მიღწევა შეიძლება. გამწვავებისას მცენარეული საშუალებების იმედად ნუ დარჩებით. გირჩევთ, მკურნალ ექიმს მიენდოთ და ბოლომდე ჩაიტაროთ ქიმიოთერაპიის კურსი, რათა ხელახალ რემისიას მიაღწიოთ. ასეთი მძიმე პათოლოგიის დროს თვითნებური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება. ამჟამად არსებობს ეფექტური ქიმიოთერაპიული საშუალებები.



რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

კახა ჯანაშია


скачать dle 11.3