კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აღმოაჩინა კობა ტომარაძემ მამაპაპისეული სახლის საძირკველში და რომელი მეფის მონეტაა მის კოლექციაში ყველაზე ძველი და ფასეული


თბილისელი კობა (კალე) ტომარაძე მას შემდეგ დაინტერესდა ნუმიზმატიკით, რაც საკუთარ აგარაკზე, რაჭაში, მამაპაპისეული სახლის დანგრევის შემდეგ, საძირკველში მეფის რუსეთის პერიოდში მოჭრილი მონეტა აღმოაჩინა. ეს იყო 10 წლის წინათ. დღეს კი კობას კოლექცია უკვე საკმაოდ შთამბეჭდავი და მრავლისმთქმელია. ამას დაემატა მისი ბოლო პერიოდის გატაცება ბანკნოტებითაც. თუ რა სიახლეები იგეგმება თანამედროვე ნუმიზმატიკაში, რომელი მონეტაა მის კოლექციაში ყველაზე ძველი და ძვირფასი და რა უნდოდა ჩვენი რესპონდენტის აგარაკის სახლის საძირკველში მონეტას, ამას ბატონი კობა თვითონ გვიამბობს.

კობა ტომარაძე: წარმოშობით რაჭველი ვარ. ერთ ზაფხულს, როდესაც იქ მამაპაპისეულ სახლს ვანგრევდით, ნანგრევებში აღმოვაჩინე ძველი, მეფის რუსეთის დროინდელი კაპიკიანი, რომელიც 1852 წელსაა მოჭრილი. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, თურმე წინათ სახლის საძირკველში სიმბოლურად ატანდნენ მონეტებს, რადგან, მიაჩნდათ, რომ ეს ბარაქის ნიშანი იყო. ეტყობა, ჩვენ სახლშიც ამ მიზნით ჩაუყოლებიათ – ხისგან შეკრულ პატარა ყუთში იდო. შორიდან შევამჩნიე ეს ყუთი და, ასაღებად რომ შევძვერი, ლამის თავზე დამენგრა სახლი. მანამდეც მიტაცებდა ნუმიზმატიკა, მაგრამ, ისე მოხდა, რომ მამაპაპისეული სახლის საძირკველში აღმოჩენილი მონეტა ჩემი კოლექციის პირველი ნიმუში გახდა. მას შემდეგ ვაგროვებ: ზოგს მჩუქნიან, ზოგს ვყიდულობ, ზოგს ვუცვლი და, ჩემი კოლექციაც უფრო მრავალფეროვანი ხდება.

– თავგადასავლები თუ გადაგხდენიათ რომელიმე მონეტის ან ბანკნოტის მოსაპოვებლად?

– რამდენიც გინდა. სულ თავგადასავლებში ვარ... მაგალითად, ამას წინათ, მეგობარმა დასავლეთში დამპატიჟა, ჩემს ბაბუას ძველი მონეტები აქვს და თუ ვეწვევით, შენს დაინტერესებას რომ შეიტყობს, აუცილებლად გაჩუქებსო. ასეთი მაცდური შემოთავაზების შემდეგ, არც დავფიქრებულვარ, ისე გავყევი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ გვიანი იყო. ბნელოდა, დედაქალიდან როცა გავედით. ისე მოხდა, რომ მასპინძელს წელამდე ტლაპოში ამოვლებული გავეცანი.

– რატომ?

– რატომ და, დაახლოებით დილის 4-5 საათი იყო, უკვე სამეგრელოს ტერიტორიაზე რომ შევედით. მე უკან ვიჯექი მანქანაში და ვთვლემდი. უცებ ჩემმა მეგობარმა დაიყვირა – კურდღელიო, მერე მანქანა დაამუხრუჭა და ფარები ააციმციმა. მე წამოვხტი და გამოვუდექი ამ კურდღელს. ამხელა კაცი როგორ დავეწეოდი, არ ვიცი, მაგრამ ახალგაღვიძებული მაგდენს ვერ ვფიქრობდი. სამაგიეროდ, ჭაობში რომ აღმოვჩნდი და წელამდე ჩავიფალი, მაშინ გამოვფხიზლდი საფუძვლიანად. ეს კიდევ რა, მე რომ კურდღელს გამოვუდექი, კატა აღმოჩნდა (იცინის).

ადგილზე რომ მივედით დავისვენეთ, ვივახშმეთ თუ ვისაუზმეთ – რა დავარქვა, არ ვიცი და, მონეტები რომ გამოიტანა ჩვენმა მასპინძელმა, ყველაფერი დამავიწყდა...

– ამჟამად რამდენი ნიმუშია წარმოდგენილი ამ კოლექციაში?

– ორასამდე მონეტა მაქვს. კოლექციის ზრდასთან ერთად ინტერესიც უფრო იზრდება. ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრი რამ წავიკითხო ფულის ისტორიის შესახებ. დაახლოებით სამი წელია, რაც ბანკნოტების შეგროვებაც დავიწყე. მონეტების კოლექციას რაც შეეხება, ის უკვე 10 წლისაა.

– რის მიხედვით არის დალაგებული ეს კოლექცია?

– მონეტები დალაგებული მაქვს ქვეყნებისა და პერიოდიკის მიხედვით. აქ, ძირითადად, ნახავთ მსოფლიოს თანამედროვე ქვეყნების ფულებს, აგრეთვე, ისეთ მონეტებსა და ბანკნოტებს, რომლებიც დღეისათვის მიმოქცევაში აღარაა: ნახავთ საბჭოთა ფულებს, ესპანურ, გერმანულ, კანადურ, რუსულ, მექსიკურ, თურქულ, შვედურ, ამერიკულ, ჩინურ, ფრანგულ, ეგვიპტურ და კიდევ მრავალი ქვეყნის მონეტებსა თუ ბანკნოტებს. აგრეთვე ისეთ მონეტებსაც, რომლის წარმომავლობასაც დღემდე ვარკვევ. ზოგიერთი მათგანი არასტანდარტული ფორმების გამო მიზიდავს, ზოგიც – სიძველით.

ჩემთვის ამ კოლექციაში ყველაზე ძვირფასია ბაბუისგან გადმოცემული ნიკოლოზის მონეტა. მოგეხსენებათ, რომ ის მაღალი სინჯის ოქროსგანაა მოჭრილი, მისი წონა 10 გრამია.

– საერთოდ, რომელი ქვეყნის მონეტები გამოირჩევა ყველაზე მაღალი ხარისხით?

– მსოფლიოში ვხვდებით ოქროს, ვერცხლის, თუთიის, თითბერის, სპილენძის, ბრინჯაოს მონეტებს. ხარისხით ყველაზე უკეთესია რუსული ოქრო და მონეტებშიც ასეა. თუმცა, არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ ქართული საინვესტიციო მონეტებიც, რომლებიც აგრეთვე მაღალი ხარისხისაა – ოთხი ცხრიანი სინჯით.

დღესდღეობით უამრავი სიახლე ინერგება თანამედროვე ნუმიზმატიკაში, მაგრამ ტრადიცია, თუ როგორი უნდა იყოს მონეტა – იკარგება. მაგალითად, აფრიკის ქვეყნებიდან ზამბიამ თავისი ქვეყნის ფორმის მონეტა მოჭრა. სომალი, ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანაა, თუმცა, არა ნუმიზმატიკაში. იქ რამდენიმე სახეობის ფულს ჭრიან. იქაური მონეტები მრავალ ქვეყანაში იყიდება როგორც სუვენირი. სომალელებმა გიტარის ფორმის მონეტებიც კი მოჭრეს. ძალიან ბევრი ქვეყანა უშვებს ახალ მონეტებს, რომლებიც ერთ მხარეს მინანქრითაა დაფარული, მეორე მხარეს კი ჩვეულებრივი ლითონია. შეიძლება ეს ბევრს მოსწონს, მაგრამ, მე მიმაჩნია, რომ მონეტის პირველადი დანიშნულება იკარგება და ის სუვენირის სახეს იღებს.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– ოჯახში სამი ბავშვი გვყავს, მათთან ამ კოლექციის გამოჩენა ჯერ ადრეა, როდესაც ისინი სახლში არ არიან, გამოვალაგებ, სათითაოდ დავათვალიერებ, დავაკვირდები, გავწმენდ და მერე ისევ ვინახავ. ეს კოლექცია ჩემთვის ყველაზე კარგი განტვირთვის საშუალებაა.

მიმაჩნია, რომ კოლექციონერობა ძალიან საინტერესოა. ის ძალიან ბევრ ცოდნას იძლევა. ვინც დაინტერესდება, გაიგებს, თუ რომელი ქვეყნებია მსოფლიოში და რა ჰქვია მათი ფულის ერთეულებს. თუ უფრო დიდია ინტერესი, მაშინ იმასაც შეიტყობს, თუ რატომაა ამა თუ იმ მონეტაზე გამოსახული ესა თუ ის საგანი თუ პორტრეტი და ამ გზით იმ ქვეყნის ისტორიასაც გაიცნობს.


скачать dle 11.3