კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭარხლის წვენი სისხლს წმენდს, კიტრის წვენი კი წნევას არეგულირებს

ჭარხლის წვენი ყველაზე კარგია სისხლის წითელი ბურთულებისა და მთლიანად სისხლის შემადგენლობის გასაუმჯობესებლად. ასევე, სასარგებლოა ის სტაფილოს წვენთან ერთად. დღეში ერთ ჭიქაზე მეტი ჭარხლის წვენი არაჩვეულებრივად წმენდს ორგანიზმს. თავდაპირველად, უმჯობესია, დალიოთ ჭარხლისა და სტაფილოს წვენის ნარევი, შემდეგ კი ნელ-ნელა გაზარდოთ ჭარხლის წვენის რაოდენობა. ასეთ შემთხვევაში ორგანიზმი გაცილებით სწრაფად და კარგად იწმინდება. საკმარისია დღეში ორჯერ ერთი ჭიქა წვენის მიღება. ეს განსაკუთრებით კარგია იმ ქალებისთვის, ვისაც კლიმაქსური პერიოდი უდგათ.

ჭარხლის წვენში ბევრია ნატრიუმი და კალციუმი. ეს ორივე ნივთიერება ძალზე სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ჭარხალში შემავალი ქლორი კი წმენდს თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტს.

ჭარხლისა და სტაფილოს წვენის ნარევი ორგანიზმს ამდიდრებს საჭირო რაოდენობის ფოსფორით, გოგირდით, კალციუმითა და სხვა ტუტე ლითონებით.

კიტრი და მისი წვენი კი კარგი შარდმდენი საშუალებაა, თუმცა მას კიდევ სხვა ბევრი სასარგებლო თვისებაც გააჩნია. მასში შემავალი დიდი რაოდენობით გოგირდი და სილიციუმი ხელს უწყობს თმის ზრდას.

კიტრი შეიცავს 40 პროცენტამდე კალციუმს, 10 პროცენტამდე ნატრიუმს, 20 პროცენტამდე ფოსფორს და 8 პროცენტამდე ქლორს.

კიტრის წვენით, სტაფილოს წვენთან ერთად, მკურნალობენ რევმატულ დაავადებებს. კიტრში კალციუმის შემცველობა არეგულირებს წნევას, ასევე, კარგია კბილებისა და ღრძილების დაავადებების დროს. ადამიანის ფრჩხილსა და თმას სწორედ იმდენი მიკროელემენტი ესაჭიროება, რა რაოდენობითაც შეიცავს მათ კიტრის წვენი.

კიტრის, სტაფილოსა და მწვანე სალათის ფურცლების წვენის ნარევი კანის ბევრი დაავადებისთვის უებარი წამალია.


скачать dle 11.3