თამთა გოგუაძემ დაბადების დღეზე საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთა
მომღერალმა თამთა გოგუაძემ საკუთარ თავს დაბადების დღეზე, საჩუქარი გაუკეთა. დაბადების დღის აღსანიშნავად, მან უკვე მესამედ მიუძღვნა საკუთარ თავს ავტომობილი. პირველი „ბეემვე“ იყო, შემდეგ არჩევანი „ტოიოტა რავ 4-ზე“ გააკეთა. ამჯერად კი საკუთარი ჰონორარით „ნისან მურანო“ შეიძინა. მარტის ბოლოს თამთა ბარსელონაში მიემგზავრება, სადაც რამდენიმე კონცერტია დაგეგმილი. ბოლო პერიოდში თამთა აქტიურად მოღვაწეობს უცხოეთში, კონცერტებზე გამოდის და ევროპელ მსმენელს ქართულ სიმღერას აცნობს.