კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის გააქვს სიყვარულში „ოქროს გოლი“ ვასკა ივანოვ-ჩიქოვანს


დაიბადა და გაიზარდა ვაკეში, თუმცა „ძველბიჭობას“, იარაღის ტარებას, წამლის კეთებას ძალდაუტანებლად აუარა გვერდი. ვასკა ივანოვ-ჩიქოვანი ბავშვობას და სიყმაწვილის პერიოდს კარგად იხსენებს. მის ცხოვრებაში ბევრი საინტერესო ეპიზოდი იყო, ხშირად იმედგაცრუებული სიყვარულიც.

ვასკა ივანოვ-ჩიქოვანი: გავიზარდე ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე, უბანია კავსაძიდან რიგის ქუჩამდე მონაკვეთი. ბავშვები იზრდებოდნენ ისე, რომ უბანს არც სცდებოდნენ, მე კი ძალიან ფართოდ ვცდებოდი. თავიდან ვსწავლობდი ორმოცდამეთხუთმეტე სკოლაში, მეორე კლასიდან გადავედი პეტრიაშვილზე, ინგლისური კოლეჯი იყო, სადაც მერვე კლასამდე ვისწავლე. ამ კოლეჯში ცოტა ამერიკული „შკოლნიკობა“ მქონდა, ინგლისური სწავლის წესი, სკოლის გარეთ არ გვიშვებდნენ და საშინელი სიმკაცრე იყო. მაგრამ ამ ძალიან დისციპლინირებულ სკოლაში, მე ყველაზე არადისციპლინირებული ბავშვი ვიყავი. ყველაზე ხშირად იბარებდნენ ჩემს მშობლებს, სულ რაღაცას ვაშავებდი. დაიბარებდნენ დედაჩემს და ეტყოდნენ, თქვენი შვილი სულ ასანთით დადის, ცეცხლს ანთებს სკოლაში და სკოლის გარეთ...

– ცეცხლთან თამაში გიყვარდა?

– კი, ცეცხლი ჩემი სტიქიაა. ყოველთვის მიყვარდა ცეცხლით რაღაცეების გაფუჭება. ჩემი ერთ-ერთი გატაცება იყო ბავშვების შატალოზე წაყვანაც და ამის გამო ძალიან ხშირად იბარებდნენ ჩემს მშობლებს. მაგრამ, ყველაზე მთავარი იცი, რა არის?! კოლეჯში დასჯის ძალიან უცნაური წესი ჰქონდათ. როდესაც რაღაცას დააშავებდი ყვითელ ბარათს გიწერდნენ და მეორე დღეს სკოლაში არ მიდიოდი.

– რაც ალბათ, ძალიან გახარებდა.

– არა, მიყვარდა სკოლა, მაგრამ გაცდენა ალბათ მაინც ყველა ბავშვს უხარია. მერე ისე მოხდა, რომ ამ კოლეჯში სწავლის დასრულება ვერ მოვახერხე. უკვე მოზარდი ვიყავი, ჩემი ამბიციები გამიჩნდა, კიდევ რაღაც მიზეზები დაემატა და დავბრუნდი ორმოცდამეთხუთმეტეში.

– არ გაგიჭირდა ახალ სკოლასთან შეგუება?

– სხვათა შორის, საკმაოდ გამიჭირდა. უკვე ყველა ჯგუფებად იყო დაყოფილი, ერთმანეთთან მეგობრობდნენ. ახალი ბავშვი მივედი, ზოგი მეგობრულად იყო განწყობილი, ზოგი – ისე რა, ზოგი რაღაც სხვანაირად მიყურებდა. ამ პერიოდში ხშირი იყო, როდესაც რაღაცაში გცდიდნენ, გამოცდასავით გიწყობდნენ, იყო ეს ჩხუბი თუ რაიმე მსგავსი. ამოწმებდნენ დახრი თავს თუ არა. ერთგვარი ბრძოლა თავის დამკვიდრებისთვის გიწევს. არ მქონდა იმის ამბიცია, რომ ამ სკოლაში გადავედი და ის უნდა ამოვატრიალო, გადავედი და ჩემთვის ვსწავლობდი. რა თქმა უნდა, იყო როგორც ბიჭების, ისე გოგონების ჯგუფი, რომლებიც სკოლაში დომინირებდნენ, ყველაზე პოპულარულები იყვნენ. ეს ჩვენი სკოლის ბიჭები არიან. ხომ ხვდები რასაც ვამბობ?! გოგონებშიც იყვნენ ყველაზე გამოსული, ლამაზები, „სტასავოი“ და „ტუსოვშიცა“ გოგოები, რომლებიც ძალიან ბევრს მოსწონდა.

– შენ როგორი ურთიერთობა გქონდა მათთან?

– არ მიჭირს არავისთან კონტაქტში შესვლა, ვინმესთან ურთიერთობა. ყოველთვის ყველასთან მეგობრულად ვიყავი. მეორე მომენტია, მიღებდნენ თუ არა ისინი ან მე თუ ვცდილობდი მათ წრეში შესვლას. თავიდან რამდენიმე ადამიანი გავიცანი და ისე დავმეგობრდით, აღარც ვცდილობდი ამ წრის გაფართოებას. სულ ერთად ვიყავით სკოლაშიც, და სკოლის გარეთაც. მათ შორის ერთ-ერთი იყო, რომელსაც ოჯახიდან ჰქონდა იმის ფუფუნება, საჭესთან მჯდარიყო. მეცხრე კლასელებისთვის, ქალაქში მანქანით გამოსვლა ხომ წარმოგიდგენიათ, რა იყო. რა მნიშვნელობა ჰქონდა ის მანქანა „08“ იყო თუ „09“. მერე ცოტა დავწინაურდით და „მერსედესსაც“ გავწვდით. იმ ასაკში ეს გოგონებზე გადასარევად მოქმედებდა, მაგრამ, სიმართლე გითხრა, მაშინ ავტომობილი უფრო მიტაცებდა, ვიდრე – გოგო.

– უკონფლიქტო ვიყავიო, მაგრამ ჩხუბი ალბათ მაინც გიწევდა.

– რა თქმა უნდა, მიწევდა, მაგრამ ეს ჩხუბი თითქმის ყოველთვის მეგობრის გამო იყო, მეგობრის გვერდით ვიყავი ნებისმიერ სიტუაციაში. სკოლა-სკოლაზე და ასეთი ჩხუბი არ მომიწია, მაგრამ ჩვენი სკოლა ძალიან შეკრული იყო და თუ ვინმე უცხო „ამოვიდოდა“, მთელი სკოლა ერთად იდგა. თანასკოლელებთანაც კი მქონია კონფლიქტი, მაგრამ მერე რას არ დათმობ სკოლის რეპუტაციის გამო.

– დანა თუ გიტარებია?

– კი, ძალიან მიყვარს ცივი იარაღი. ერთგვარი კოლექციაც კი მქონდა დანების, ოღონდ სიძველეების მიხედვით. ძალიან მიყვარდა შვეიცარიული სამხედრო დანა, ჯაყვა, პატარა „ვიქტორინოქსი“, რომელიც არასდროს გამომიყენებია არც ჩხუბში და არც ვინმეს წინააღმდეგ.

– რაც შეეხება გოგონებს? შენი თინეიჯერობის პერიოდში გოგონებს ბევრი დევნა აღარ სჭირდებოდათ, პირიქით, ისინი უფრო იყვნენ აქტიურები.

– ჩემს თანატოლებს ყოველთვის ჰქონდათ განსაკუთრებული ინტერესი უფროსკლასელთა, უფროსი ბიჭების მიმართ. სხვანაირი მოწონების საგანი იყო, მოსწონდათ „ძველი ბიჭები“. ეს არც მიკვირდა. ჩვეულებრივი მომენტია, რადგან ძალის მიმართ ყველა განიცდის ასე თუ ისე ლტოლვას. სკოლის დროს უკვე დაიწყო აქტიური ფიქრი საპირისპირო სქესის მიმართ. ყოფილა ჩემს ცხოვრებაში შემთხვევა, როდესაც გოგოს გამო მიჩხუბია, მაგრამ ეს ისევ მეგობრის გამო მოხდა. მეგობრის შეყვარებულს ვიღაცამ რაღაც უთხრა, ან რაიმე მსგავსი.

– თან ყოველთვის იყო გოგო, ყველაზე მოდური, რომელიც ძალიან ბევრ ბიჭს მოსწონდა.

– კი იყვნენ ასეთები, თუმცა, სადაც სხვები იქაც მე, ასეთი განცდა არასდროს მქონია და ასეთი გოგოები არ მომწონებია. პირველი მოწონება და პირველი ლტოლვები კრახით რომ დამთავრდა, ამის შემდეგ ცოტა დავიძაბე. ერთი გოგო მომეწონა, ნათესავი აღმოჩნდა, მეორე გოგო მომეწონა ისიც ჩემი ნათესავი აღმოჩნდა და ამის შემდეგ ყველაფერს ნათესაური კავშირების კვლევით ვიწყებდი.

– ისეთი პირველი გრძნობა გაიხსენე, თავბრუ რომ დაგახვია, რომ გადაგრია.

– მაგას აგდება ჰქვია. ესე იგი მეკითხები ვინ ამაგდო პირველად?! ისე, რომ მეჩალიჩა ყვავილები და ამბები?! ერთ რამეს გეტყვი. ისეთი დამოკიდებულება მაქვს გოგოების მიმართ ბავშვობიდან, შეიძლება, ეს მამაჩემისგანაც მოდის, რომ ყველა მათგანი ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული იყო. ფლირტი სიამოვნებას იმ შემთხვევაში მანიჭებს, თუ ჩემი მოქმედება მეორე მხარესაც სიამოვნებს. გოგოსთან რამე ურთიერთობა თუ მაქვს, ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი ურთიერთობა ჩემთვის არ არსებობს. მიყვარს გალანტურობის გამოჩენა.

– მოსწონდათ გოგონებს „ხელისგულზე გატარებ“ დამოკიდებულება?

– არა, „ხელისგულზე გატარებ“ დამოკიდებულება არასდროს მქონია. რატომღაც ეს არასწორი მგონია. ერთი რუსული გამოთქმა არსებობს „ჟენშინა კაკ ჩემოდან ბეზ რუჩკი, წიჟილო ტასკაც, ჟალკა ბრასაც“. ასეთი ამბებია. მაგრამ სიმართლე გითხრათ, რთული სატარებელი ქალბატონები არასდროს შემხვედრია. ყოველთვის მიადვილდებოდა მათთან ურთიერთობა. ყოველთვის მოსწონდათ მათ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება, რომელიც ყველა წვრილმანში ჩანს. არ მიყვარს, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში არაფრით ავლენენ ყურადღებას და მერე ასი ვარდით ან მსგავსით ცდილობენ რაღაცის განეიტრალებას. მე ნიუანსებს ვაქცევ ყურადღებას, მაგალითად, კარის გაღება, გზის, ადგილის დათმობა, სკამის გამოწევა, რაღაც ელემენტარულზე ყურადღების გამახვილება. ყოველდღიურ ურთიერთობაში მიყვარს ყურადღება.

– არ გინდა, ისეთი გრძნობა მოვიდეს, რომელიც გონებას დაგაკარგვინებს?

– ალბათ კი. მინდა ასეთი რაღაც მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მგონია, რომ ეს მაშინ მოხდება, როდესაც ამის უფლებას თავს თვითონ მივცემ. არა მგონია, აქ შიშის მომენტი იყოს. უბრალოდ, ერთი რამ მაფერხებს. თუ ასე მოხდება, არ არსებობს მერე უკან დავიხიო. თუ ასე გავიხსნები, ასე ავყვები ემოციებს, იმდენად დავიმუხტები, რომ ეს ძალიან დიდი ხანი გაგრძელდება. არ მინდა, ამის საშუალება თავს ისე მივცე, შემდეგ ეს ერთი ჩვეულებრივი ისტორია გახდეს.

– კი, მაგრამ ცხოვრება ხომ ზუსტად ასეთი ისტორიებით არის საინტერესო. ძალიან ბევრს ხომ არ ფიქრობ?

– (იცინის) კი, სხვათა შორის, ყველა მეუბნება, ძალიან ბევრს ფიქრობო. ბევრს ვფიქრობ ასეთ რაღაცეებზე, იმიტომ რომ მინდა, როდესაც ეს მოხდება, იყოს პირველი და უკანასკნელი. ისე, ცხოვრებაში მხოლოდ ერთი გოგოსთვის მითქვამს – მიყვარხარ. ამიტომ, დანარჩენს სიყვარულის ისტორიებს ვერ დავარქმევ. მიყვარხარ – არ უნდა იყოს უბრალოდ სიტყვა, მეტი სიტყვა რომ არ გაქვს და ამას მხოლოდ ამიტომ ამბობ.

– გამოხატავს ეს სიტყვა იმას, რასაც განიცდი ხოლმე?

– არა, ერთ სიტყვას ყოველთვის მოჰყვება იმის ახსნა, რასაც ამ სიტყვაში ვგულისხმობდი. მაინც მგონია, რომ ამ ერთ სიტყვაში ვერ ეტევა მთელი ის ემოცია, რომელსაც განიცდი. სიყვარული არის დასაწყისი იმ დიდი ურთიერთობებისა და ქმედებებისა, რომელიც ძალიან დიდხანს გაგრძელდება. ქალს ძალიან დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. ეს არის ამოუცნობი მფრინავი ან მოსიარულე ობიექტი (იცინის). არა, ვხუმრობ. რატომღაც ძალიან მიადვილდება მათი გაგება. არასწორად ჰგონიათ, რომ ისინი არათანმიმდევრულები და ალოგიკურები არიან. პირიქით, ხშირად ისინი იოლად გასაგები არიან. ვუყურებ ქალს და მასთან დაკავშირებით ბევრი რაღაცის განსაზღვრა გამიიოლებია. მომწონს თამაში.

– შენსავით კარგი მოთამაშე შეგხვედრია?

– კი, შემხვედრია. ორივე ვაანალიზებდით, რომ ეს თამაში იყო და მის გამძაფრებაში ერთმანეთს ვეხმარებოდით. სერიოზული აზარტია. კარგია, როდესაც ორივე ამ თამაშით სარგებლობს და მიდიხარ შედეგამდე. პირველი ტაიმი, მეორე ტაიმი, ხანდახან დამატებითი დრო და ზოგჯერ ოქროს გოლამდეც კი მივსულვარ.


скачать dle 11.3