კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გიჟობდნენ ლოპოტის ტბისკენ მიმავალ გზაზე გამარჯვებული „მისები“ და როგორ მოწყდა მათი ვაგონი მატარებელს


18 წლის „ვიცე მის საქართველო 2009“ თეონა თევდორაშვილი მე-12 კლასში სწავლობს, თუმცა ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი რა პროფესიას აირჩევს. თეონა საკმაოდ მომხიბლავი, დახვეწილი გარეგნობისა და მანერების მქონე ჭკვიანი გოგონაა. თეონას სხეულის პროპორციებია: 82-64-88, სიმაღლე – 178 სანტიმეტრი, წონა – 52 კილოგრამი. ის, როგორც „ვიცე მის საქართველო“ ახლო მომავალში აპირებს საერთაშორისო კონკურსზე გამგზავრებას და ამისთვის აქტიურად ემზადება.

თეონა თევდორაშვილი: ოთხი თვის განმავლობაში დავდიოდი რუსთავში არსებულ სამოდელო სააგენტო „იმიჯ-ცენტრში“, შემდეგ მონაწილეობა მივიღე კონკურსში „ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯია“, ხუთეულში მოვხვდი. ეს იყო ჩემთვის პირველი კონკურსი და ამის შემდეგ გავხდი „იმიჯ-ცენტრის“ მოდელი. მერე უკვე „მის საქართველოზეც“ გამოვედი. „ელიტში“ ჩემი სურვილით მივიღე მონაწილეობა, „მის საქართველოზე“ კი მონაწილეობას არ ვაპირებდი. 20 გოგონა უკვე შერჩეული ჰყავდათ, კონკურსისთვის მზადება დაწყებული იყო, როდესაც სიიდან ერთი კონკურსანტი ამოვარდა, დამირეკეს და მის ნაცვლად მე ჩამსვეს.

– ასეთ წარმატებას თუ ელოდი?

– რა თქმა უნდა, იყო კონკურენცია, წინასწარ ვერ მიხვდებოდი, რომელ ადგილზე გახვიდოდი, თუმცა რაღაც იმედი მქონდა. პირველობაზე არ მიფიქრია, ჩემთვის უკვე მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ოცეულში მოვხვდი და შემდეგ უკვე ხუთეულში. თან მთელი კონკურსის განმავლობაში ძალიან კარგი დრო გავატარეთ. გამოცდილებაც შევიძინე და ბევრი მეგობარიც. ყოველი დღე ძალიან დატვირთული იყო, ვვარჯიშობდით, გადაღებები გვქონდა, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი სასიამოვნოდ გვახსენდება. როდესაც კონკურსი დამთავრდა, გამარჯვებული ხუთეული წაგვიყვანეს კახეთში, ლოპოტას ტბაზე ფოტოები უნდა გადაგვეღო. სამი გოგონა სხვა ავტომობილში იჯდა, მე და ცირა – სხვაში. ისინი წინ მიდიოდნენ, უცებ ლუქიდან თავი ამოყვეს, ყვირილი დაიწყეს, მხიარულობდნენ. მე და ცირაც ვაპირებდით თავის ამოყოფას, გიჟობას და პატრული წამოგვეწია, გაგვაჩერეს, ცოტა შეგვეშინდა, მაგრამ, პირიქით, გაუხარდათ ჩვენი დანახვა, ცირასთან ფოტოებიც კი გადაიღეს და უპრობლემოდ გამოგვიშვეს. მანამდე კი, როდესაც ბათუმიდან მატარებლით გამოვემგზავრეთ, მოულოდნელად ჩვენი ვაგონი მოწყდა მატარებელს. უცებ გავჩერდით, ძალიან შეგვეშინდა, ვერ მივხვდით, რა მოხდა, მაგრამ, მალევე ჩააბეს ჩვენი ვაგონი და გამოვემგზავრეთ.

– როგორ ზრუნავ საკუთარ გარეგნობაზე?

– კლინიკა „მედიში“ დავდივარ და დიეტას ვიცავ ფორმის შესანარჩუნებლად. ცოტა მიჭირს დიეტის დაცვა, ტკბილეული და ღამე ჭამა მიყვარს, მაგრამ ახლა უარის თქმა მიწევს.

– კონკურსის შემდეგ შეიცვალე?

– კონკურსის შემდეგ უფრო დამოუკიდებელი გავხდი, უფრო მეტ დროს ვუთმობ საკუთარ თავს, ვცდილობ სულ ფორმაში ვიყო. ხალხიც ძალიან კარგად მხვდება, ზოგი მცნობს და მიღიმის, ზოგი კი ეჭვის თვალით მიყურებს, ვერ გაუგია, ის თუ ვარ, „მის საქართველოში“ რომ მონაწილეობდა, კონკურსზე ხომ სულ სხვანაირად გამოვიყურებოდი. მეგობრებს განსაკუთრებით უხარიათ ჩემი წარმატება, ბავშვობიდან მთხოვდნენ, ასეთ კონკურსებში მიიღე მონაწილეობაო.

– როგორი სტილის ჩაცმულობა გიყვარს?

– ყველანაირ სტილს ვირგებ, კლასიკურსაც და სპორტულსაც, მაგრამ უფრო ხშირად ჯინსებით და კედებით დავდივარ. უფრო კომფორტულია. თუმცა, ქასთინგებზე ქუსლიანი ფეხსაცმლით, კლასიკურად ჩაცმული მივდივარ.

– საკუთარი გარეგნობის მიმართ თუ ხარ კრიტიკული?

– არის მომენტები, როდესაც რაღაც არ მომწონს ჩემს გარეგნობაში, მაგრამ არაფრის შეცვლა არ მდომებია, უმეტესად კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით. უბრალოდ, თვითკრიტიკული ადამიანი ვარ და საკუთარი თავისგან მეტს ვითხოვ. უფრო მეტის მიღწევა შემიძლია, მაგრამ რატომღაც ვერ ვახერხებ და ამიტომ საკუთარი თავით უკმაყოფილო ვრჩები ხოლმე.

– ანუ მიღწეული შედეგით არ კმაყოფილდები?

– ალბათ, რაღაც შემთხვევაში ვკმაყოფილდები კიდეც შედეგებით, ყოველთვის ხომ არ გექნება იმის შეგრძნება, რომ ამაზე მეტისთვის უნდა მიმეღწიაო. მიზანმიმართული ადამიანიც ვარ, მართალია ცოტა სუსტი, მაგრამ თუ რაღაცას დავისახავ მიზნად, იმას აუცილებლად მივაღწევ.

– ყველაზე მეტად რა მოგწონს საკუთარ გარეგნობაში?

– ჩემი თვალები ძალიან მომწონს, ცხვირიც და საერთოდ, მთლიანობაში მომწონს საკუთარი თავი.

– ალბათ ძალიან გსიამოვნებს, როდესაც გამოდიხარ პოდიუმზე და კომპლიმენტებს ისმენ?

– კი, ძალიან სასიამოვნოა, ბავშვობიდან მიყვარდა გაპრანჭვა, სულ ვიხატებოდი. ეს ახლაც მიყვარს. სასიამოვნოა, როდესაც ყველას მოსწონხარ, კომპლიმენტებს გეუბნებიან.

– ძალიან ნაზი გოგონა ხარ. ყოველთვის ასეთი იყავი?

– კი, ბავშვობაში დამცინოდნენ და ახლაც დამცინიან, სირბილი არ იციო.

– ანუ ვინმე, რომ გამოგეკიდოს, ვერ გაიქცევი?

– კი გავიქცევი, მაგრამ მეხუმრებიან, ისეთი ნაზი ხარ, სირბილიც კი არ გამოგდის ისე, როგორც საჭიროაო. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა დამალვა, ოთახებში ვიმალებოდი, ხან სად შევძვრებოდი, ხან კიდევ სად. რომ ვერ მპოულობდნენ, ამის გამო ხელზე ზარი შემაბეს და მერე უკვე ზარის ხმაზე იგებდნენ, სად ვიყავი. ახლა ამაზე სულ მეცინება, როგორია როდესაც ზარი გაქვს შებმული. ახლა რომც მოვინდომო, ვერ დავიკარგები.

– როგორი გართობა გიყვარს?

– ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად ყველანაირად ვერთობი, უკვე არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი ხალხია ირგვლივ, თუ ცოტა.

– თაყვანისმცემლების მხრიდან თუ ხარ განებივრებული?

– არც ისე. მყავს თაყვანისმცემლები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ისინი ბევრნი არიან. უმეტესად პირადად ვერაფერს მეუბნებიან, ეს რატომ ხდება, არ ვიცი. როდესაც ვინმეს მოვწონვარ, ამას ძირითადად სხვისგან ვიგებ, ბევრს არც კი ვიცნობ. შეიძლება ითქვას, რომ შორიდან მეტრფიან. მათთან მეგობრული ურთიერთობაც არ გამომდის, არ ვარ ახლოს და არც მგონია, რომ ჩვენი მეგობრობა გამოვიდეს.

– მოგეწონება ისეთი ბიჭი, რომელიც მხოლოდ შორიდან გეტრფის?

– ჩემი აზრით, ბიჭს თუ უყვარხარ, უნდა იბრძოლოს, უნდა ეცადოს, რომ დაგიახლოვდეს, თავი შეგაყვაროს. მხოლოდ შორიდან ყურება, მგონი, არც მოწონებაა და არც სიყვარული. ადრე ერთ ბიჭს ორი წლის განმავლობაში მოვწონდი, ოღონდ შორიდან, გამარჯობითაც კი არ ვიცნობდი. ზაფხულობით, სადაც ვისვენებდი, იქ მნახულობდა, ისიც ღამე აივლიდა-ჩაივლიდა ხოლმე, ვერც მხედავდა, მაგრამ, იცოდა, რომ იქ ვიჯექი და ამით კმაყოფილდებოდა. ახლა უკვე მეუღლე ჰყავს და დამთავრდა ეს ყველაფერი.

– თავად როგორი ბიჭები მოგწონს?

– პირველ ეტაპზე გარეგნობას გარკვეული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩემთვის მთავარია შინაგანად იყოს კარგი ადამიანი და ძალიან ვუყვარდე. პატივს უნდა მცემდეს და ერთმანეთის გვესმოდეს. ცანცარა ბიჭები არ მომწონს, უფრო სერიოზულები, ჩემზე ასაკით უფროსები მომწონს. ჩემი ასაკის ბიჭებს ისე ვერ აღვიქვამ, რომ მათთან რაღაც ურთიერთობა მქონდეს. კიდევ, იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს, ძლიერი პიროვნება იყოს და კარგად მიგებდეს.

– შენი ასაკის გოგონებს ხშირად 20-30 წლით უფროსი მამაკაცები მოსწონთ, შენ რას ფიქრობ ამაზე?

– არაფერს გამოვრიცხავ, გააჩნია, ადამიანი რამდენად მომაწონებს და შემაყვარებს თავს, როგორ მომიდგება, გამორიცხული არაფერია.

– სასიყვარული გატაცებები ალბათ, გქონია და როგორი ხარ ამ დროს?

– კი, მქონია, მეუბნებიან, რომ ამ დროს უფრო ცივი ვარ. შეიძლება გულში მაქვს სითბო, მაგრამ იმ ადამიანთან ვერ გამოვხატავ, ამაზე გული მწყდება, რაღაცას შევცვლი და უფრო თბილი გავხდები. საერთოდ, მეგობრების მიმართ ძალიან თბილი ვარ, ამას იმით გამოვხატავ, რომ ჩავეხუტები და თბილ სიტყვებს ვეუბნები. საყვარელ ადამიანთან რატომღაც ეს არ გამომივიდა.

– რა უნდა გააკეთოს ბიჭმა, რომ თავი მოგაწონოს?

– ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ბიჭი ყურადღებას გამოხატავს, მაგრამ გადამეტებული ყურადღება არ ვარგა, არ მიყვარს ყოველ წამს, რომ გირეკავენ, გაკონტროლებენ. კონკრეტულად ვერ ვიტყვი, რით შემიყვარდება, მთავარია, მასში რაღაც ისეთი დავინახო, რომ მომეწონოს და მერე თავი შემაყვაროს.


скачать dle 11.3