კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სპილოს ბედს დანატრებულები


„საწვავივით დამწვარი“

გასულ კვირას „ლეიბორისტებმა“ მთავარ პროკურორს საჩივარი მიართვეს, იმ იმედით, რომ ეს სამართალდამცავი უწყება ქართველი მესაწვავეების თვითნებობით დაინტერესდებოდა და მათი მონოპოლიაც აღიკვეთებოდა. ამ საჩივარს პროკურატურიდან არათუ მთავარი პროკურორი ბ-ნი ზოდელავა, თვით ყველაზე დაბალი რანგის პროკურორიც კი არ გამოხმაურებია. შესაძლოა, იმიტომაც, რომ საქმეზე მუშაობენ. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ხელისუფლის ნების გარეშე არათუ „ლუკოილი“, „სოკარი“, „რომპეტროლი“ და „ვისოლი“ დააწესებენ ფასებს, ერთ ბოთლ ბენზინსაც კი ვერ შემოიტანს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, პროკურატურის დუმილი სავსებით ბუნებრივია (აბა, თავის შვილს ხომ არ მოაჭრის თავს?!). მეორე მხრივ, ნებისმიერი ქართველი მძღოლისთვის ყოველგვარი მოკვლევის გარეშეც აშკარაა, რომ საწვავის ოდენობაშიც ატყუებენ და ფასიც ხელოვნურადაა გაზრდილი (დღეს საქართველოში საწვავის ფასი თითქმის იგივეა, რაც მაშინ იყო, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობი 140-სა და 160 აშშ დოლარს შორის მერყეობდა). რაკი „ლეიბორისტები“ იმუქრებიან, რომ საპროტესტო აქციებს არ შეწყვეტენ, შესაძლოა, მესაწვავეებმა საწვავზე კიდევ 5 თეთრი ჩამოგვიკლონ (გნებავთ, მოგვიგდონ). იმის პარალელურად, რომ მძღოლები მესაწვავეებს ვერაფერს აგებინებენ, „ლეიბორისტები“ კი – პროკურატურას, ამერიკელმა ზოოლოგებმა სპილოების ენას გაუგეს. როგორც აღმოჩნდა, სპილოები ერთმანეთს დაბალი სიხშირის ბგერებით ეხმიანებიან, რომლებსაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს, თუმცა,ზემგრძნობიარე დიქტოფონზე მათი ჩაწერა მაინც მოხერხდა. იმედია, ერთ მშვენიერ დღეს სპილოების წყალი ჩვენც გადაგვესხმება და ჩვენი ხალხის მსახური მთავრობა ხალხის მიერ გამოშვებულ ბგერებსაც გაიგებს (იქნებ, ზემგრძნობიარე აპარატურის გარეშეც).


скачать dle 11.3