კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანგელოზდამფრთხალი მაძღრები


მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მობილური სატელეფონო ტარიფებით საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი, მსოფლიოში კი საპატიო მესამე ადგილი უჭირავს, კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (აი, ეს „ეროვნულია“ რომ მკლავს!) ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაციას ლამის მეხუთე კოლონობაში დასდო ბრალი, იმ მიზეზით, რომ თითქოს ამ უკანასკნელებმა საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. საკუთარი სიმართლის დასტურად თვით მობილური ოპერატორების მესვეურებიც მოიშველიეს, რომლებმაც განგვიმარტეს, რომ, გარდა ძვირად ღირებულისა, იაფიანი ტარიფებიც ჰქონიათ (თითქოს მომხმარებელმა არ იცოდეს, რომ იაფიანი ტარიფები მხოლოდ ერთი ქსელის შიგნით მოქმედებს). მაგრამ, როგორც უნდა ყოფილიყო, გასულ კვირას გაირკვა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია საკითხზე მუშაობს და, სავარაუდოდ, ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირებასაც აპირებს. შესაბამისად, გვაიმედებენ, რომ მობილური ოპერატორების ტარიფებიც შემცირდება. ამის პარალელურად, არც „ლეიბორისტები“ ცხრებიან (არა მხოლოდ მესაწვავეებს, კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასაც უფრთხობენ ანგელოზებს). ამ თუ სხვა მიზეზით, სავარაუდოა, რომ ერთ-ორ თვეში მობილური ოპერატორები ტარიფებს გააიაფებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ აქამდე ხელოვნურად გაზრდილ ტარიფს გვახდევინებდნენ და, იმასაც, რომ ეს ჩვენი ეროვნული კომისიაც სულ ტყუილად აღშფოთებულა, თუმცა, ისიცაა, რომ კვლავაც ძალაშია საქართველოს მოქალაქეების აღშფოთება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აი, ამ კომისიის თავ-ის ხელფასი ოთხნულიანი ციფრით გამოიხატება და, სრულიად უცნობია, რა დამსახურებისთვის. მეორე მხრივ, მათი საშუალო ხელფასიც რომ პედაგოგის საშულო ხელფასის ტოლი (ანუ 170 ლარი) ყოფილიყო, იქნებ მობილური ოპერატორების ტარიფებში უფრო ადრე აღმოეჩინათ ხარვეზები და თავად მაძღრებს მშივრებიც მაძღრები აღარ ეგონებოდათ.


скачать dle 11.3