კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფანჯარა აზიაში


„წარმატებული მისია“

აგერ უკვე ორი კვირაა, თბილისსა და ყატარს შორის დიდი მოძრაობაა: ქართული სამთავრობო დელეგაცია იქიდან უკვე ჩამოვიდა (მათი მისიის მიზანი ყატარელი ბიზნესმენების მოზიდვა იყო). როგორც ჩანს, მისია წარმატებული აღმოჩნდა, ვინაიდან, ახლო მომავალში ყატარელი ბიზნესმენების საპასუხო ვიზიტი იგეგმება, რასაც მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ყატარის სამთავრობო დელეგაციაც მოჰყვება. ამ ვიზიტის მიზანი, თუ ჩვენს სოფლის მეურნეობის მინისტრს ვერწმუნებით, ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმებაა. ბ-ნ კვეზერელს, მართალია, ძროხა მამალიც ჰგონია, მაგრამ, არც იმას გვიმალავს, რომ ყატარელებთან მჭიდრო კონტაქტის ყველაზე დიადი მიზანი სოფლის მეურნეობის სექტორში რაც შეიძლება ბევრი ინვესტიციის მოზიდვაა. ჩვენ არ ვიცით, კერძოდ, რა სასოფლო-სამეურნეო აქტივობით დაინტერესდნენ ყატარელი ბიზნესმენები (თუ არ ჩავთვლით, რომ სიმინდის წარმოებამ უკვე მიიპყრო მათი ყურადღება), სამაგიეროდ, უკვე ცნობილია, რომ ქართული ცხვრის მიმართ აზიაში დიდი ინტერესია. ამ ცხოველ ინტერესს კი ციფრებიც ადასტურებს: კერძოდ, 2009 წლის აგვისტოდან 2010 წლის იანვრამდე მხოლოდ საუდის არაბეთში 240 000 სული ცხვარი გაუყვანიათ, რასაც, მინისტრ კვეზერელისვე განმარტებით, ქართული ცხვრის ფასი 65 ლარიდან 120-ლარამდე გაუზრდია. ხოლო, რაკი ჩვენ არ ვიცით, ეყოფა თუ არა ქართული ცხვარი (თუ მეცხოველეობას სახელმწიფო პოლიტიკაც არ წაეხმარა) აზიური სახელმწიფოების მოთხოვნების დაკმაყოფილებას, არც ისაა გამორიცხული, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ცხვრებად ჩვენც გაგვასაღონ, თუ შემოაკლდათ.


скачать dle 11.3