კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„იდეებ რა უყო“


„ისწავლე და ასწავლე…“

შეიძლება, ითქვას, რომ საქართველოს მთავრობას იმაზე მეტი ინიციატივა აქვს, ვიდრე მის წევრებს თავზე – თმა, მათ შორის, განსაკუთრებით, საგანმანათლებლო მიმართულებით. ჰოდა, რაკი „იდეებ რა უყო“, პირველი მარტიდან დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროგრამა – „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“. პროგრამის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, თავად პროგრამის არსი კი 1 000 ინგლისურენოვანი მასწავლებლის ჩამოყვანაა: აშშ-დან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან და ახალი ზელანდიიდან. მოხალისეებმა რეგისტრაცია შესაბამის საიტზე უნდა გაიარონ, ივლისში კი საქართველოს ეწვიონ, შემდეგ ორი თვის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას გაეცნონ, თუ მოესურვილათ, ქართული ენაც შეისწავლონ, ახალი სასწავლო წლიდან კი ქართველი პედაგოგების მხარდამხარ საქართველოს მომავალი თაობისთვის ინგლისური ენის შესწავლასაც მიჰყონ ხელი. წინასწარი ინფორმაციით, ეს კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს სკოლების თითქმის ნახევარს მოიცავს (როგორც ქალაქად, ისე სოფლად). სხვადასხვა მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში მილიონი (თუ მეტი არა) არაქართველი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობამ ქართული ენა არ იცის (იმიტომ, რომ არც ასწავლიან და, იმიტომაც, რომ მათ ნაწილს არც სჭირდება). შესაბამისად, მათთან საკომუნიკაციო ენა რუსულია. მეორე მხრივ, ქართველი მოზარდების უმეტესობა რუსულთან მწყრალადაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ქართველი და არაქართველი მოქალაქეები რაღაც ეტაპზე ერთმანეთს უბრალოდ ენობრივი ბარიერის გამო ვერ გაუგებენ. ამის მიუხედავადაც, ფრიად მისასალმებელია, თუკი ჩვენი ახალგაზრდა თანამემამულეები ინგლისურ ენას დაეწაფებიან, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ არაქართველი მოზარდებისთვის ქართული ენის შესასწავლად სახელმწიფო მაინცდმაინც აღტკინებული არ არის, რასაც ვერ ვიტყვით ინგლისურზე, შესაძლოა, იქ, ზემოთ, ამ პრობლემის გადაჭრას „მარჯვენა ფეხის წვერით“ აპირებენ, კერძოდ, მომავალში საქართველოს ქართველი და არაქართველი მოქალაქეები ერთმანეთს სწორედ ინგლისურად დაებაასებიან (მართლაცდა, ამის დედაც, ჯეკ!).


скачать dle 11.3