კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არჩევნები მაგარია


„დამნაშავე“

მოარული ხმებით, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ, უარეს შემთხვევაში, – თბილისელი, უკეთესში, – სრულიად საქართველოს პედაგოგები, შავი დედლებივით გაკეთდებიან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ყველაფერში „დამნაშავე“ არა მხოლოდ არჩევნები, არამედ მარტის დასაწყისში პედაგოგთა პროფკავშირების მიერ დაანონსებული პედაგოგთა საპროტესტო აქციაც უნდა იყოს (თუმცა, ისიცაა, რომ აქცია მაისისთვის გადაიდო). მართალია, გასული წლის მიწურულს, მაშინ ჯერაც ახალბედა მინისტრმა ბ-ნმა შაშკინმა სამთავრობო წყალობის მომლოდინე პედაგოგებს ცივი წყალი გადაასხა (აღმზრდელები მეცამეტე ხელფასის მიღებას იმედოვნებდნენ) – სახელმწიფოს ფული არ აქვს და მეცამეტე ხელფასი ფაფუო, თუმცა იქვე დასძინა, რომ ამ ამბავს პედაგოგები გულისხმიერად შეხვდნენ. მაგრამ, როგორც ჩანს, მთავრობამ, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ოდენ პედაგოგთა გულისხმიერების იმედად არ ისურვა ყოფნა („რომ გავარდესო“?!) და, როგორც ამბობენ, პედაგოგებისთვის ხელფასების 35-35 ლარით გაზრდასაც აპირებენ, გაზის კიდევ ერთ 100-ლარიან ვაუჩერსაც უფეშქაშებენ (ერთი 100-ლარიანი უკვე მისცეს), თითოეულ საჯარო სკოლას კი 10 000-10 000 ლარს დამატებით გადაურიცხავენ (თანხის განკარგვა სკოლების დირექციებს საკუთარი შეხედულებისამებრ შეეძლებათ, ანუ არ არის გამორიცხული, ამ ფულიდან რაღაც-რაღაცეები აღმზრდელებსაც შეახვედრონ). მეორე მხრივ (თუ ამ ხელგაშლილობის მიზეზი არჩევნები და პროტესტის ჩაცხრობაა), არ არის გამორიცხული, პედაგოგებმა ძველი პრეზიდენტის (ედ. შევარდნაძის) რჩევითაც იხელმძღვანელონ (ყველას ყველაფერი გამოართვით, ხმა კი მე მომეცითო), ანუ სამთავრობო წყალობა დედის რძესავითაც შეირგონ და გამთბარ-გამოკვებილებმა თავიანთი ხმები სულ სხვებს უწილადონ.


скачать dle 11.3