კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იცავს ადამიანებს სიმსივნისგან ქართული პრეპარატი „კამელინი“ საიმედოდ

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, კიბოთი დაავადებულ ადამიანთა რიცხვი საგრძნობლად იზრდება. ამას ძალიან ბევრი ფაქტი განაპირობებს. ერთ-ერთი მიზეზი კი შეიძლება იყოს ორგანიზმის იმუნური სისტემის მოშლა. ამ პრობლემის გადაჭრაში ჩვენ გარშემო არსებული სტრესული გარემო ნამდვილად ვერ დაგვეხმარება. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, იმატა კიბოს გაახალგაზრდავების ფაქტებმა და, ხშირ შემთხვევაში, ამ ვერაგი დაავადების მსხვერპლი ახალგაზრდები არიან.

ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის, რომ საქართველოს სააფთიაქო ქსელში უკვე გამოჩნდა და ხალხში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს კიბოს წამალი „კამელინი“, რომელიც გასულ საუკუნეში შეიქმნა ბენედიქტე (ძაგული) მაღლაკელიძის მიერ. ეს პრეპარატი აძლიერებს იმუნურ სისტემას, თრგუნავს სიმსივნის უჯრედებს და აფერხებს მათ გამრავლებას. რაც მთავარია, ამ პრეპარატმა ადრეც და ახლაც ძალიან ბევრი ადამიანი სრულყოფილად განკურნა სიმსივნისგან. ბევრ შემთხვევაში კი მოხდა სიმსივნური უჯრედების გამრავლების შეჩერება და მეტასტაზები გაქრა. პრეპარატ „კამელინით“ ადამიანები ჯერ კიდევ მაშინ იკურნებოდნენ, როდესაც ის ასეთი პოპულარული არ იყო, რასაც უამრავი მადლობის წერილი ადასტურებს. განკურნებული პაციენტები თუ მათი ახლობლები წერენ „კამელინის“ უნიკალურობის შესახებ და მის შემქმნელს, პრეპარატის გამოგონებისთვის დიდ მადლობას უხდიან. ჯერ მარტო ერთი ექიმის სამკურნალო პრაქტიკაში არის „კამელინით“ გამოჯანმრთელებული 227 პაციენტი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ადამიანმა შეიძლება არ იცის „კამელინის“ სასწაულებრივი ძალის შესახებ, დღეს მის მიმართ ნდობა თანდათანობით იზრდება, რადგან ის თავის უნიკალურ სამკურნალო თვისებებზე საკუთარი შედეგებით ლაპარაკობს. ანუ, მის მიმართ ნდობის გაჩენის შესაძლებლობას ის შედეგები იძლევა, რასაც ადამიანები საკუთარ თავზე გამოსცდიან. შემდეგ ისინი „კამელინის“ შესახებ უყვებიან ახლობლებს, ნათესავებს, ეს კი მის პოპულარობას კიდევ უფრო მეტად განაპირობებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს პრეპარატი სახალხო წამლად იქცა. რაც მთავარია, შედეგები არ არის მოგონილი და გაზვიადებული – „კამელინი“ თავის საქმეს პირნათლად ასრულებს.

მხოლოდ ერთ აფთიაქში „კამელინი“ რამდენიმე ათასმა ადამიანმა შეიძინა, იმკურნალა და შედეგები ხშირ შემთხვევაში დადებითი იყო. რა თქმა უნდა, ყველა პაციენტის აღრიცხვა ვერ ხერხდება, თუმცა მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. უმეტესობა თანმიმდევრულად, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობს მკურნალობას. ისინი, ვინც საკუთარ თავზე გამოსცდიან ამ პრეპარატის სასწაულებრივ ძალას, შემდეგში „კამელინს“ უკვე პროფილაქტკისთვის იყენებენ. რა თქმა უნდა, ადამიანების დიდი ნაწილი ექიმის გარეშე ყიდულობს პრეპარატს და მათი რიცხვი ჩვენთვის უცნობია. ერთ-ერთი ექიმის ჟურნალში ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირდა ფილტვის სიმსივნის 102, ხორხის – 28, თავის ტვინის – 19, სარძევე ჯირკვლის – 70-80 შემთხვევა. დამეთანხმებით, რომ ეს საგანგაშო ციფრია, თანაც, იმასაც თუ დავუმატებთ, რომ ასეთ ადამიანებთაგან დიდი რაოდენობის აღრიცხვა ჟურნალში ვერ ხერხდება. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „კამელინი“ ძალიან ეფექტურია ნებისმიერი სიმსივნის, განსაკუთრებით კი ფილტვის კიბოსა და სარკომის სამკურნალოდ. ის აყუჩებს ტკივილს, აქრობს მეტასტაზებს, ხელს უშლის სიმსივნური წარმონაქმნის ზრდას და, ზოგ შემთხვევაში, მას საერთოდ აქრობს. ის, რომ „კამელინით“ ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნა სიმსივნისგან, ამას ადასტურებს ბევრი წერილი, ადამიანები და თავად წამლის მწარმოებლები. მაგალითად, ერთ-ერთ პაციენტს, რომელსაც სარკომა ჰქონდა, „კამელინით“ მკურნალობის შემდეგ გადაუღეს კომპიუტერული ტომოგრაფია და ეჭვი შეეპარათ საერთოდ ჰქონდა თუ არა სარკომა და იყო თუ არა ავად. არადა, ის საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა და „კამელინით“ მკურნალობის რამდენიმე კურსის ჩატარების შემდეგ, სრულიად განიკურნა. ასეთი მაგალითები ძალიან ბევრია. რაც მთავარია, ისინი ამ ყველაფრის შესახებ თავად ყვებიან, ან მათი ახლობლები, ოჯახის წევრები გვიამბობენ, რათა მათი დახმარებით ბევრმა ადამიანმა მიიღოს ამ უნიკალური პრეპარატის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია. მისი გამოყენებით კი გაიუმჯობესონ ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და დაიბრუნონ სიცოცხლის იმედი, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია.

პაციენტი: ნ. ჩ. (60 წლის): რამდენიმე წლის წინ დამისვეს სწორი ნაწლავის სიმსივნის დიაგნოზი. ვისაც საკუთარ თავზე ან ოჯახის წევრზე გამოუციდია ეს დაავადება, მიხვდება, თუ რა მძიმე და საშინელ მდგომარეობაში უწევს ადამიანს ცხოვრება. დიაგნოზის დასმიდან ძალიან მალე საკმაოდ ცუდად შევიქენი. მანამდეც, რა თქმა უნდა, ვერ ვიყავი კარგად და იმიტომაც წავედი ექიმთან. მაგრამ მდგომარეობა ნელ-ნელა გამიუარესდა, უკან-უკან მივდიოდი, არანაირი მკურნალობა არ მშველოდა, ოპერაციაც გამიკეთეს, მაგრამ კიდევ უფრო გაუარესდა ჩემი მდგომარეობა, ძალიან მძიმედ ვიყავი. როგორც მერე მიყვებოდნენ, დღეები მქონდა დათვლილი, აღარაფრის იმედი არ დარჩათ ჩემებს, გარდა იმისა, რომ ჩემს აღსასრულს დალოდებოდნენ. შემდეგ მათ მოულოდენლად შეიტყვეს „კამელინის“ არსებობის შესახებ და დამიწყეს მკურნალობა. ხუთი კურსის შემდეგ მდგომარეობა გამიუმჯობესდა, გამოვკეთდი, ფეხზე დავდექი, ყველაფერი მომიწესრიგდა. შემდეგ, როგორც გავიგე, შეჩერდა სიმსივნური წარმონაქმნის ზრდა, გაქრა მეტასტაზები და დღეს უკვე შრომისუნარიანი ვარ, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი. რაც შეეხება „კამელინს“, მას ყოველთვის ვიკეთებ პროფილაქტიკისთვის და თავს მშვენივრად ვგრძნობ. მინდა, ყველამ გაიგოს „კამელინის“ არსებობისა და მისი უნიკალური სამკურნალო თვისებების შესახებ.

პაციენტი: ლ. ო. ( 44 წლის): ორი წლის წინ, ძალიან ცუდად გავხდი, თუმცა მანამდეც თავს სუსტად ვგრძნობდი. მკერდზე რაღაც წანაზარდი მესინჯებოდა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. მოგვიანებით, როდესაც მამოლოგთან მივედი, დამისვეს მკერდის სიმსივნის დიაგნოზი და მითხრეს, რომ ძალიან მალე უნდა გამეკეთებინა ოპერაცია. თარიღიც დავნიშნეთ. ერთმა ახლობელმა მეორე დღესვე ურჩია ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემთვის გაეკეთებინათ „კამელინის“ ნემსები, რომელიც თუ არ დამეხმარებოდა განკურნებაში, ცუდს არაფერს დამმართებდა. მართლაც, დამიწყეს მკურნალობა. ერთი კურსის ჩატარების შემდეგ, თავი უკეთესად ვიგრძენი, მოვმჯობინდი, თითქოს მკერდზე წანაზარდიც აღარ მესინჯებოდა. ამასობაში ოპერაციის თარიღიც მოახლოვდა, მაგრამ ჩემებმა უარი თქვეს მის გაკეთებაზე და გამიგრძელეს „კამელინით“ მკურნალობა. სულ მკურნალიბის ხუთი კურსი ჩავიტარე და ახლა თავს მშვენივრად ვგრძნობ, არაფერი მაწუხებს, სიმსივნური წანაზარდიც თითქოს გაქრა და უკვე ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდი. ვმუშაობ და სახლის საქმეებსაც ვუძღვები. „კამელინს“ კი პროფილაქტიკისთვის და იმუნიტეტის გასაძლიერებლად ყოველთვის ვიკეთებ.

P.S. მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ძაგული, ადამიანების მკურნალობის პარალელურად, წლების განმავლობაში „კამელინს“ უსასყიდლოდ აძლევდა მეგობრებს, ახლობლებს, თანამშრომლებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებიდან არც ერთი არ დაავადებულა სიმსივნით, რომელიც ახლა ასე გავრცელებულია. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, თუ როგორ საიმედოდ იცავს კიბოს საშინელი დაავადებისგან ადამიანებს „კამელინი“. ასე რომ, სანამ მის შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით, დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 899 67-77-43; 899 33-10-89; 899 58-09-07; 877 73-56-51; 899 23-03-33. 98-57-78; 71-04-80; 22-26-68; 93-20-87.



ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3