„კომპრომატები“ შამპანურზე
შამპანურზე რომანტიკული სასმლის მოძებნა ძნელია. საინტერესოა, მაინც რატომ მოიპოვა ამ სასმელმა ექსკლუზიური უფლება – „უთამადოს“ ყველანაირ დღესასწაულს და ყველაზე ელიტური წვეულებების საპატიო სტუმარი იყოს.
თუ თქვენ გიყვართ შამპანური, მაშინ ამ ყველაფრის ცოდნა ნამდვილად გამოგადგებათ:
* დაუწერელი კანონით, შამპანური ცივი უნდა მიირთვათ და თითქმის მაშინვე, როგორც კი ქაფი „დაჯდება“. 6-10 წუთის შემდეგ შამპანური თავისი მთავარი ღირსებების დიდ ნაწილს კარგავს.
* მავთულს, რომელიც შამპანურის საცობს აკავებს, „მიუზლე“ ჰქვია და მისი სტანდარტული სიგრძე, ყოველთვის არის 52 სანტიმეტრი.
* შამპანურის საცობის გამოვარდნის სიჩქარეა 14 მეტრი წუთში, ხოლო ფრენის სიმაღლე 12 მეტრამდე აღწევს.
* შამპანურის ყველაზე ძვირად ღირებული ბოთლი მსოფლიოში 11 000 დოლარად გაიყიდა და ის „პერინიონის“ სახლმა ჩამოასხა.
* შამპანური ყველაზე სწრაფად ცივდება ანადუღარ წყალში. მისი იდეალური ტემპერატურა 7-დან 9 გრადუსამდეა.
* ნამდვილი, ანუ არაფალსიფიცირებული შამპანურის შხეფები ბოკალში 10 საათის განმავლობაში უნდა „სკდებოდეს“.
* საფრანგეთში შამპანურს სახელი ერთმა ქვრივმა – მადამ კლიკომ გაუთქვა. შუშხუნა სასმელი ამ ქალმა ნაპოლეონის ეპოქის ჰიტად აქცია.
* შამპანურის ბოთლში წნევა ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე 6,3 კილოგრამია, რაც თითქმის სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე ავტომობილის საბურავში.
* ყურძენს, რომლისგანაც შამპანური უნდა დამზადდეს, დროზე ადრე კრეფენ, სანამ მასში შაქრის შემცველობა დაბალია, მჟავიანობა კი – მაღალი.
* მხოლოდ ახალი წლის ღამეს, მსოფლიოში 435 მილიონი ბოთლი შამპანური ისმევა. წმიდა ვალენტინის დღეს – 180 მილიონი.
* შამპანურის დალევა პომადით შეღებილი ტუჩებით რეკომენდებული არ არის, რადგან პომადის შემადგენლობაში შედის ნივთიერება, რომელიც შამპანურის გემოსა და ხარისხს აქვეითებს.
* სამწუხარო ფაქტია ის, რომ შამპანურით თრობას ყველაზე საშინელი ნაბახუსევი მოსდევს.