შიშვლად – მწვერვალზე
შოუ-ბიზნესში სიშიშვლე არათუ მისაღები, არამედ მომგებიანიც არის. თუმცა, რისკის გარეშე აქ არაფერი გამოდის.
* „წვეულება კიტისთან“ – ასე ერქვა ფილმს, რომელშიც სილვესტერ სტალონე საკმაოდ თამამ პოზებში გამოჩნდა შიშველი. როცა მსახიობი დიდების მწვერვალზე აღმოჩნდა, პროდიუსერებმა მის „შავბნელ“ წარსულზე ფულის შოვნა გადაწყვიტეს – მოძებნეს არქივში „წვეულება კიტისთან“ და გაქირავებაში გაუშვეს „შიშველი რემბო“, ან „რემბო შიშველია!“ გაცოფებულმა მსახიობმა გამოისყიდა ფილმის ჩვენებაზე ყველა უფლება და აკრძალა ის.
* 1995 წელს დემი მურმა თავისი მშვენიერი სხეული სრულიად გამოაჩინა ფილმში „სტრიპტიზი“, თუმცა, სანამ გაიხდიდა, სხეული საგანგებოდ მოამზადა, როგორც ამბობენ, პლასტიკურ ქირურგებთანო. ფილმმა სრული ფიასკო განიცადა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დემიმ მაინც მიიღო „მოკრძალებული“ ჰონორარი – 12 მილიონი დოლარი.
* ის ჯერ მხოლოდ 20 წლისაა. დენიელ რედკლიფს ყველა სხვა სახელით – ჰარი პოტერით იცნობს, მისი ჰონორარების პატრონს, სულაც არაფერში სჭირდებოდა, გაეხადა, მაგრამ ლონდონის თეატრალური საზოგადოების წინაშე სრულიად შიშველი წარსდგა სპექტაკლში „ექივსი“. ალბათ, მათი შოკში ჩაგდება უნდოდა.
* ტომ კრუზი და ნიკოლ ქიდმანი მაშინ ჯერ კიდევ ცოლ-ქმარი იყვნენ, როცა დათანხმდნენ თამამ ეროტიკულ სცენებზე ფილმში „ფართოდ დახუჭული თვალები“. პროექტი წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ ფილმის პრემიერიდან ორი წლის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.