კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეყვარებულია თუ არა


ქალი შეცდომას უშვებს მაშინ, როცა თავისივე ტყუილის მსხვერპლი ხდება, ანუ, სიყვარულს არქმევს იმას, რაც სინამდვილეში არ არის სიყვარული. თქვენს ურთიერთობაზე აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ, თუკი:

* თქვენ სხვა მამაკაცზე ვერ ფიქრობთ, მისი მობილურის ზარზე გული გიწუხდებათ და ფერს კარგავთ. მას კი აზრად არ მოსდის, რამით გაგახაროთ და საკმაოდ ცივად, მშვიდად ხვდება თქვენგან სიყვარულის გამოხატვას.

* არასდროს იცინის თქვენს ხუმრობაზე. თავი ამაყად, მედიდურად უჭირავს. ამით გაგრძნობინებთ, რომ თქვენთან ურთიერთობით მოწყალებას იღებს.

* მისთვის არასდროს არაფერი გეზარებათ. მზად ხართ, მის საჩუქარში უკანასკნელი თეთრი დახარჯოთ, მისი მხრიდან კი მსგავსი არაფერი ხდება.

* მისთვის თავის მეგობრებთან ურთიერთობა „ზემნიშვნელოვანია“. იმდენად მნიშვნელოვანი, რომ უკან არ დაიხევს, თქვენ მარტო დაგტოვოთ და მათთან გაიქცეს პირველივე ზარზე.

* გააფთრებით, „კბილებით“, იცავთ მას თქვენს მეგობრებთან, რომლებიც ცდილობენ, თვალები აგიხილონ. თქვენ კი მზად ხართ, მთელ ქვეყანას აუმხედრდეთ, ვინც მასზე საყვედურს გეტყვით.

* არ ღიზიანდებით, როცა ის მუდმივად ცვლის თქვენს გეგმებს, არ იზიარებს თქვენს შეხედულებებს არაფერში და არ ინტერესდება თქვენი საქმიანობით.

P. S. ბოლოს და ბოლოს, მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას და დაუჯერეთ მას. შეუძლებელია, თავადაც ვერ ხვდებოდეთ, რომ ის თქვენზე შეყვარებული არ არის.


скачать dle 11.3