კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უყურებდა ხუთასი კაცი აჩიკო სოლოღაშვილისა და შორენა ბეგაშვილის ინტიმურ ურთიერთობას


აჩიკო სოლოღაშვილი თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სახეა. მას ერთნაირად კარგად შეუძლია ქალის, საოცარი საყვარლის, მხიარული ყმაწვილის და ათასგვარ სხვა როლში გარდასახვა. „ოცნების ქალაქი“ არჩილის პირველი კინოროლია, სადაც ის ორი უმშვენიერესი ქალბატონის, შორენა ბეგაშვილისა და ნანკა კალატოზიშვილის გარემოცვაშია.


აჩიêîკო სოლოღაშვილი: დრამისა და კინოს სამსახიობო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, თუმცა კინოგამოცდილება აქამდე არ მქონია, სამაგიეროდ, გამიმართლა და მესამე კურსიდან თეატრში ვარ. კინოში, რადიკალურად განსხვავებული და ძალიან საინტერესოა, მაგრამ, თან მაინც ვფიქრობ, რომ უფრო ადვილი სამუშაოა, ვიდრე თეატრში. გადაღებაზე მაინც გაქვს დრო, ის ორი წუთი, სანამ იტყვიან – „მატორ“! თეატრში სცენაზე რომ გადიხარ, სპექტაკლის დამთავრებამდე წამიც კი არ გაქვს იმისთვის, რომ როლზე იფიქრო. კინო სხვა მხრივ არის რთული.

– შენი საოცარი ვოკალური მონაცემები ამ თეატრში აღმოაჩინე?

– არა, ბავშვობიდან ვმღერი, მაგრამ თან ზუსტად ვიცოდი და ვიცი, რომ ჩემგან მომღერალი არ გამოვა. ყოველთვის სხვა ინტერესები მქონდა, სიმღერა კი მხოლოდ მეგობრების წრეში მომწონდა. ესტრადაზე საკუთარი თავი ვერასდროს წარმომედგინა. თუ რამე როლი იქნება, იმის გამო, რომ არჩილი ვერ მღერის, უარს არავინ მეტყვის. მინდა, ეს ხელოვნება იმ რანგში ავიყვანო, რა რანგის მსახიობადაც ვითვლები. ოცდამეერთე საუკუნეში მსახიობისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც არტისტული, ისე ვოკალური მონაცემები და პლასტიკა.

– ცეკვაზეც უნდა ვისაუბროთ, რომელიც შენთვის ერთ-ერთი პროფესიაც არის და არა მხოლოდ გატაცება.

– კი. ბავშვობიდან ვცეკვავ. თხუთმეტი წელი დავდიოდი ქართულ ცეკვებზე. სანამ თეატრალურში ჩავაბარებდი, ქორეოგრაფიული სასწავლებელი დავამთავრე, ანუ ცეკვის მასწავლებელიც ვარ. ახლაც ვასწავლი ცეკვას. მეგობართან ერთად მაქვს ცეკვის მოყვარულთა ჯგუფი. ქალბატონებს ვასწავლი „ტანგოს“, „სამბას“, „როკ-ენ-როლს“, რაც უნდათ. ცეკვა ძალიან მიყვარს, ისევე როგორც სიმღერა. თუ ცუდად ვარ, ეს ყველაზე მეტად მშველის. თუ ამ ყველაფერს დაემთხვა, რომ სპექტაკლიც მაქვს, მაშინ ბოლომდე ვიხარჯები. როგორ ცუდადაც არ უნდა ვიყო, სცენიდან ბედნიერი გამოვდივარ, გასუფთავებული, გაწმენდილი. ცეკვა მეხმარება ჩემი ემოციების დახარჯვაში. თუმცა, არასდროს არავისთვის მიცეკვია, „სალომეად“ ვერ გამოვდგები. ვცდილობ, ისეთ სიტუაციაში ვიცეკვო, სადაც ბევრი ადამიანი ვერ შემამჩნევს და ყურებას არ დამიწყებს. კლუბურ ცხოვრებას არ მივდევ, თუმცა სიამოვნებით გავაკეთებდი ამას აქ რომ სხვანაირი კლუბები იყოს. აქ მაინც არ არის ის მომენტი, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის იცეკვო, მთლიანად გათავისუფლდე. ცეკვის დროს მარტო მინდა დარჩენა. თუმცა, არის სიტუაციები, მაგალითად, მეგობრის ქორწილი, სადაც ქართულად, მამაპაპურად ხელს გაშლი და ისიამოვნებ (იცინის).

– მეტყველების პედაგოგიც ხარ?

– დიახ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ვერ მოვისვენე და სწავლა განვაგრძე მანანა ბერიკაშვილთან. მეტყველების კულტურა მსახიობისთვის უმნიშვნელოვანესია. თუ მაყურებლამდე აზრი ვერ მიგაქვს, მაშინ შენს მსახიობობას ფასი არა აქვს. ასპირანტურა დავამთავრე მეტყველებაში და ახლა თავად ვეწევი შიგადაშიგ პედაგოგიურ საქმიანობას.

– კარგად გამოგდის ეს?

– ერთია, თავად რომ კარგად გამოგდის და მეორე რამდენად კარგად გადასცემ ამ ცოდნას სხვას. ჩემი სწავლებით ჯერ უკმაყოფილო არავინ ყოფილა, გინდა ცეკვაში, გინდა მეტყველებაში. ერთი რამ ვიცი, ძალიან მკაცრი ვარ, მაგრამ ჩემი გაკვეთილების ნოსტალგია აქვთ.

– შენ რა განიჭებს ბედნიერებას?

– ყველაფერი ის, რაც მსიამოვნებს და სიამოვნებას ბევრი რამ მანიჭებს, განსაკუთრებით მეგობრები – მათთან ერთად ყოფნა, ურთიერთობა.

– ახალ ფილმზეც მომიყევი, „ოცნების ქალაქზე“, რომელიც აპრილში გამოვა კინოთეატრებში – შენს გმირზე.

– ძალიან საინტერესო და საყვარელი პერსონაჟია სანდრო. ორ „კრასავიცასთან“ ერთად ვთამაშობ და ამ მხრივ ყოველთვის მიმართლებს. „იმედის ტალღიდან“ და თიკა ფაცაციადან დაწყებული, სულ ლამაზი გოგოები არიან ჩემი პარტნიორები. დიდი მადლობა ამისთვის განგებას. ცოტა რთულიცაა იმ მხრივ, რომ ყველა მათგანი ჩემი მეგობარია. ამ ფილმიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ ძალიან გამიჭირდა კოცნის და ინტიმური სცენები. არ მეგონა, თუ ასე გამიჭირდებოდა. იქ არავის უთქვამს გაგიჭირდაო, მაგრამ მე ხომ ვიცი, რის ხარჯზე მომიწია ამ სცენების გადაღება და რა ხდებოდა „შიგნით“. მაგრამ ესეც პირველი ორი დღე, მერე ძალიან სწრაფად და დინამიკურად მიმდინარეობდა გადაღებები. ნანკა ჩემი უახლოესი მეგობარია. ზოგადად, მეგობართან შეიძლება, კიდევ რაღაც დაუშვა, მაგრამ ნანკა იმდენად სხვაა ჩემთვის, რომ ამ თემაზე სულ ვშაყირობდით.

– გჯერა ასეთი გულწრფელი მეგობრობის?

– რა თქმა უნდა. მეგობართან სექსი არ არის წრფელი?! უბრალოდ, ვიღაცასთან ამ ყველაფერს დაუშვებ, ვიღაცასთან – ვერა. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ პირველივე გადასაღებ დღეს ნანკასთან „ზასაობის“ სცენა მექნებოდა. თან არ ვიცი ამ „ზასაობამდე“ როგორ მივდივარ, იქნებ ვკოჭლდები, ენა მებმის ან რაღაც ეგეთი. პრაქტიკულად, ბოლოდან დავიწყე გადაღება და ჰაერში დავრჩი. წავიდაო რომ თქვეს, ისე ვეტაკე ნანკას მეგონა, ეს ერთი იქნებოდა და მეტად აღარ დამჭირდებოდა გამეორება. არა! ვისთან ხარ?! დილის ცხრიდან, ღამის ცხრამდე ერთსა და იმავე პოზაში ვიდექით. რაც შეეხება შორენასთან სექსის სცენას, სექსის დროს თავზე ხუთასი კაცის დადგომა გამოცდილი თუ არ გაქვს, ვერაფრით აგიხსნი, რა საშინელებაა. რთულია, დამაკომპლექსებელია თუ რა არის, ამის ასახსნელად სიტყვები არ მყოფნის. უნდა უხახუნო, უნდა იგულისხმო სექსი და თან ხუთასი კაცი გიყურებს გაფართოებული თვალებით. ძალიან ძნელია შორენას „დახუჭული“ თვალებით უყურო. თავიდან მარტო მე და შორენა ვიყავით, რეჟისორი, ოპერატორი გვერდით ოთახში იყვნენ გასულები. პირველი სცენა მარტივი იყო, ვითომ ფარული კამერით იღებდნენ. მერე უკვე, როცა სხვადასხვა რაკურსით გახდა გადასაღები, შემოვიდა ერთი ბუმერი, ერთი კლაპერი, შემოვიდა გამნათებელი, მეორე გამნათებელი, ჩამცმელი, დამხურველი, მეზობელი, გამყიდველი, მეზობლის ბიძაშვილი, მისი მამიდა... საშინელება იყო. მეგონა, საჯარო სექსის მოწმე და მონაწილე ვიყავი. კადრში მარტო ჩვენ ვჩანვართ, თან არ უნდა შევიმჩნიოთ, რომ თავზე ხუთასი კაცი გვადგას, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, ჩემს ადგილას იყვნენ.

– როგორია რეალობაში შიშველი შორენა, რომელიც მაყურებელს მხოლოდ ეკრანზე და ფოტოზე ჰყავს ნანახი?

– ულამაზესი და ყველასთვის საოცნებო, ნამდვილად.

– აბა, რატომ გიყვარდება ნანკა?

– შორენას პერსონაჟი არც მიყვარს, პირიქით, მას ვუყვარვარ, ვმეგობრობთ, სექსი გვაქვს. რატომ არ შემიყვარდა მაკა და რატომ შემიყვარდა ნინი, ეს ვერ გავიგე. თუ გოგოსთან იდეალური სექსი გაქვს, უყვარხარ, გაჭმევს, გაცხოვრებს, მეტი რაღა გინდა. ალბათ, ასე იყო საჭირო.

– მაინც არ მგონია, რომ ის ტიპაჟი ხარ, ვინც შორენა ბეგაშვილის გვერდით წარმომიდგენია.

– აღარაფერზე ვდებ თავს. რამდენჯერაც რაიმე ამდაგვარი ვთქვი, იმდენჯერ საპირისპირო მოხდა. ამიტომ, ამაზეც გავჩუმდები. შორენაც ჩემი მეგობარია და თან ძნელია, ის გახდილი ნახო და საოცრებები არ მოგივიდეს. თუმცა, კადრები ვნახე და იქ პორნოგრაფიის ელემენტები ნულს ქვევითაა. ულამაზესი სცენებია, ხელოვნებამდე აყვანილი. საოცარი აურა და ესთეტიკაა.

– საოცრად გიჟური რიტმით ცხოვრობ, როგორ ეგუები ამას?

– გადასარევად. ხომ ძალიან ვიღლები, მაგრამ ცხოვრების ეს წესი მომწონს. ახლა სამი დღეა გადაღებები არ მაქვს და ისეთი „ნიხვატკა“ დამეწყო, შიგნიდან მკვდარი ვარ. ძალიან მოვიწამლე ყოველდღე თექვსმეტსაათიანი გრაფიკით მუშაობით და უცებ იმის გამო, რომ თოვლი წამოვიდა, აღარაფერია. ისეთი დეპრესია დამემართა, გავგიჟდი, ისევ ჩემს თეატრს შევაფარე თავი, ჩემს სახლს. მოვედი აქ, დავრბივარ ჩუსტებით, მეგობრებთან ვარ და გულს ვაყოლებ.

– ჩუსტებს თავი დავანებოთ და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ თბილისელი ბიჭების ფონზე, განსაკუთრებით გამოირჩევი ჩაცმის სტილით.

– განსაკუთრებული არაფერი მაცვია, უბრალოდ შავებში ჩაცმული არ დავდივარ. შავები ძალიან მიყვარს, მაგრამ თეთრი ლაბრადორი მყავს სახლში და მისი ბეწვების გამო, შავები ხმარებიდან ამოვიღე. ბუნებით პროტესტანტი ვარ. თან, სადაც ყველა შავია, ერთი ყვითელი არჩილი უნდა იყოს.

– არჩილის პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– ახლა ცოტა სიმშვიდეა...

– რატომ ახლა, იყო „ბურნი“ პერიოდი?

– არა, „ბურნი“ ურთიერთობები და ბობოქარი თავგადასავლები არასდროს მომწონდა. ყველაფერი მომწონს ზომიერების ფარგლებში. ახლა ძალიან დატვირთული ვარ და მარტოც. ამ ყველაფერმა დრო და სივრცე არ იცის, ესე იგი, არ არის ის ადამიანი, ვინც მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ჩემს გვერდით იქნებოდა. საოცრად რომანტიკოსი ვარ. ქალი ჩემთვის ყველაფრის სიმბოლო და საწყისია – სიმშვიდის, ჰარმონიის... თუ კარგი ქალი გიდგას გვერდით, მშვიდადაც ხარ, გემოვნებითაც გაცვია, გემოვნებითაც ჭამ, კარგი სამსახურიც გაქვს – სულ კარგად ხარ.

– იყო ასეთი ქალი შენს ცხოვრებაში?

– კი და კარგად წავიდა. ჩვენ ურთიერთობას მეტი პერსპექტივა არ ჰქონდა. სხვა რაღაცაში გადაიზარდა თითქოს. ახლა ახალს ვეძებ ან თავად მიპოვის და ვიტყვი, დედა, ეს რა კარგი ყოფილა-მეთქი. მჯერა ბედისწერის, ამის იმედად ვცხოვრობ და სულ ისე კარგად აგიხდეთ ყველაფერი, როგორც მე ვიჯერებ და მიხდება. არ არსებობს რამე დავიჯერო და არ ახდეს. არ ვიცი, ეს სასწაულია თუ ჩემი დიდი სურვილი, მაგრამ ჯერჯერობით აუხდენელი ოცნება არ არსებობს. თუ ვიღაცამ მანქანის გასაღები არ გამარტყა თავში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მიმართლებს. ამაზე არც ვოცნებობ. ახლა ვოცნებობ, რომ ჩემი სახლი მქონდეს, თანაც იმხელა, ყველა მეგობარი დაეტიოს.


скачать dle 11.3