კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა დახარჯოთ ენერგია ისე, რომ ბედ-იღბალში სასიკეთო ცვლილებები შეიტანოთ


იმ პროგრამაზე, რომელიც ადამიანის თავშია ჩაწერილი და დაპროგრამებული, დამოკიდებულია ბედის წყალობაც და იღბლიანობაც. საჭიროა, თითოეულმა ჩვენგანმა დადებითი აზროვნება გამოიმუშავოს, რადგან ის წარმატებისა და ჯანმრთელობის გარანტიაა.

ენერგია, დრო, ძალა, ფული, რომელსაც რაიმე საქმეში დებთ, ყოველთვის დადებით შედეგს არ მოგიტანთ. ამიტომ, ყოველგვარი შედეგისთვის წინასწარ მოამზადეთ საკუთარი თავი. მაგალითად, მოთამაშე ადამიანმა კარგად იცის, რომ უიღბლობას აუცილებლად გამართლება მოჰყვება, მარცხს კი წარმატება შეცვლის. თუ თამაშიდან დროზე არ გამოხვალთ, ხელცარიელი დარჩებით და მოგებას წაგება შეცვლის.

მაშინ, როცა თუნდაც პატარა წარუმატებლობა დაიწყება, დროულად შეჩერება ისწავლეთ. სხვაგვარად შეიძლება, ბევრი წააგოთ. დიდი წარმატების შემდეგ კი ვარსკვლავები გირჩევენ, ტაიმ-აუტი აიღოთ და დროებით შეისვენოთ.

წარმატება იმასთან მიდის, ვინც მას იზიდავს. ბედის წყალობის შემთხვევაში მადლიერება გამოხატეთ, მაგალითად, დაასაჩუქრეთ თქვენი თავი ან ის, ვინც ამაში დაგეხმარათ.

თუ თავში უარყოფით აზრებს აღმოაჩენთ, სასწრაფოდ შეცვალეთ ის დადებითით. გარშემო კი იღბლიანი ადამიანები შემოიკრიბეთ. წარმატება, ისევე როგორც მარცხი, გადამდებია. ბედის მომდურავი ადამიანისგან მის უარყოფითს იღებთ. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უიღბლო მეგობრებს და ახლობლებს ზურგი აქციოთ. უბრალოდ, ნაკლები დრო დაჰყავით მათ გვერდით. თუ არ იცით, როგორ გაიუმჯობესოთ სიტუაცია, მაშინ გეტყვით, რომ ყოველ წელს კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანების ბედ-იღბალი და სასიკეთო ენერგეტიკა ამა თუ იმ სიტუაციაში მეტად მომატებულია. მაგალითად, ამ წელს:

ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს იღბალი სხვა ადამიანების ხელშეწყობით გაუღიმებთ, ეს კი მათ ფინანსურ შემოსავლებზე მოახდენს სასიკეთო გავლენას. ასევე, გაჩნდება ფულის მოზიდვის ახალი წყარო, რაც მათ იღბლიანობას ერთიორად გაზრდის.

კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან იღბალი ნაცნობებისა და მეგობრების ხელშეწყობით მოვა. ამიტომ მათ გვერდით მეტი დრო დაჰყავით.

ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს წელს იღბალი გაუღიმებთ სამსახურებრივ სფეროში. ყური უგდეთ გარემოებებს და მოვლენებს. ნუ დაიზარებთ შრომას და კარიერულ წინსვლასაც მიაღწევთ.

კირჩხიბებს წელს იღბალი გაუღიმებთ უცხო მხარეში ან სწავლაში. ნებისმიერ შემოთავაზებაზე კარგად დაფიქრდით.

ლომებს წელს კარგი შესაძლებლობები ექნებათ სამსახურებრივ სფეროში. შესაძლოა, იღბალმა ქონების გაზრდაზე იმოქმედოს. ამიტომ, ნებისმიერ საქმეს ფრთხილად, წინდახედულად და დაკვირვებით მიუდექით.

ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს იღბალს ახალი პარტნიორები მოუტანენ. თუ ვინმემ წელს რამე ერთობლივი საქმიანობა შემოგთავაზათ, უარს ნუ იტყვით, რადგან ეს სამომავლოდ დადებითად აისახება თქვენს ბედ-იღბალზე.

სასწორებს ამ წელს იღბალი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაუღიმებთ. ასევე, მინიმალური შრომის ფასად, მაქსიმალურ შედეგებს მიიღებენ.

მორიელები ამ წელიწადში იღბლიანები იქნებიან სასიყვარულო კავშირებში. მათ მეტად უნდა გამოავლინონ ემოციები რომანტიკული ურთიერთობების დროს.

მშვილდოსნები კი იღბლიანები იქნებიან უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სფეროში. ასევე, ბედი გაუღიმებთ ფინანსური საკითხების მოწესრიგებაში. ამიტომ, წელს მეტი ინიციატივა და ყურადღება გმართებთ.

თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის ეს წელი იღბლიანი იქნება ინფორმაციის მიღების მხრივ. ბედი გაგიღიმებთ სასურველი კავშირების დამყარებაში. ფორტუნა თქვენს მხარესაა, იმოქმედეთ თამამად. შესაძლოა, მეგობრების წყალობით სარფიან საქმეს მოჰკიდოთ ხელი.

მერწყულებისთვის ეს წელი იღბლიანია ფინანსური შემოსავლების მხრივ. სიახლეების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ.

თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის ეს წელი იღბლიანია ახალი საქმის წამოსაწყებად. ამ წელს წამოწყებული საქმე თქვენს ბედში სასიამოვნო და დადებით სიახლეებს შემოიტანს. არ გაუშვათ ხელიდან ამ წლის შესაძლებლობები და იმოქმედეთ აქტიურად.


скачать dle 11.3