კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზიმბაბვეში ბიზნესი მხოლოდ შავკანიანების პრივილეგია იქნება


ზიმბაბვეში მალე ძალაში შევა კანონი, რომლის თანახმადაც ფირმის, ანდა საწარმოს ფლობის უფლება ექნება მხოლოდ შავკანიანებს. ამავე დროს, იმ „თეთრ“ საქმოსნებს, რომლებიც ნებაყოფლობით არ დაუთმობენ შავკანიან პარტნიორებს წარმოებაზე კონტროლს, შეიძლება, მიესაჯოთ ციხის საკანში გამომწყვდევა.

კანონი, რომელიც ძალაში 2010 წლის 1 მარტიდან შევა, ჯერ კიდევ 2008 წელს მიიღეს, როდესაც ქვეყანას სათავეში კოალიციური მთავრობა კი არ ედგა, როგორც ახლაა, არამედ იყო მხოლოდ ერთი მმართველი პარტია პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს ხელმძღვანელობით. დოკუმენტის თანახმად, იმ პირებს, რომლებიც კანონს დაარღვევენ, 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. კომპანიებს, რომელთა კაპიტალი 500 ათასი დოლარი და მეტია, 45 დღე ეძლევათ კანონის შესასრულებლად.

ვალდებულებები დაეკისრათ უცხოელ ინვესტორებსაც. მათ უნდა შეასრულონ პოლიტიკოსების მოთხოვნები – „მიანიჭონ ეკონომიკური ძალაუფლება“ ძირძველ ზიმბაბველებს, მათ, რომლებიც ოფიციალური განმარტებით, დიდი ბრიტანეთის კოლონიური ძალაუფლების წლებში რასობრივი დისკრიმინაციის გამო იტანჯებოდნენ. ამგვარად, 20 ათას ზიმბაბვეს „თეთრ“ მოქალაქეს ჩამოერთმევა უფლება, ჰქონდეთ კომპანიები.


скачать dle 11.3