კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგეს ერთმანეთი ჯარის მეგობრებმა და ვის ეძებენ ბაიკალისპირეთიდან თბილისში


50 წლის სერგეი ივანეს ძე ლობიშევი ეძებს 49 წლის ნიკოლოზ ტარიელის ძე კვერნაძეს.

ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს, 49 წლის ნიკოლოზ ტარიელის ძე კვერნაძეს. უკვე ოცდარვა წელია გასული მას შემდეგ, რაც მე ნიკოლასი (ასე ვეძახდით ჩვენ მას ჯარში) არ მინახავს და ძალიან მინდა მისი პოვნა. ერთი წლის წინ გადავწყვიტე, ნიკოლოზი ოფიციალური სამძებრო საიტით მეპოვა. გავიგე, რომ იმ სახლში, სადაც იგი ადრე ცხოვრობდა, უკვე ხუთი წელია, აღარ ცხოვრობს. სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოვახერხე ვერც მისი ადგილსამყოფლისა და ვერც მისი ტელეფონის ნომრის გაგება. დიდი იმედი მაქვს, რომ მის პოვნაში დამეხმარებით.

– გვიამბეთ, როგორ გაიცანით და დაუმეგობრდით ერთმანეთს თქვენ და ნიკოლოზი და როგორ დაკარგეთ ერთმანეთი?

– ნიკოლოზი თბილისში ცხოვრობდა, 1980 წელს ის განაწილებით მოხვდა ბაიკალისპირეთის სამხედრო ნაწილში, დასახლება პერჩანკაში. ჩვენს სამხედრო ნაწილს ეწოდებოდა „ბრეჟნევის პოლკი, 12652“. სწორედ იქ გავიცანით მე და ნიკოლოზმა ერთმანეთი და დავმეგობრდით. დღემდე მახსოვს, როგორი კარგი ადამიანი იყო ის. 1982 წელს მე ჯარიდან გავთავისუფლდი და სახლში გავემგზავრე. ასე შეწყდა ჩვენი ურთიერთობა. მას შემდეგ უკვე 28 წელია გასული და, შესაძლებელია, რომ მე ის აღარც გამხსენებოდა, მაგრამ ცხოვრებაში ხშირად ხვდები ისეთ ვითარებაში, როდესაც უფრო მეტად აფასებ შენს ყოფილ მეგობრებს. მინდა, ვიპოვო ნიკოლოზი და მასთან წერილობითი ურთიერთობა მაინც აღვადგინო, თუ მაინცდამაინც ნახვა და შეხვედრა ვერ შედგა.

– რამდენადაც ვიცი, დიდი ხანია, რაც თქვენ ნიკოლოზს ეძებთ და სამძებრო ბაზებითა და მონაცემებით ვერ მოხერხდა მისი პოვნა. ამჟამად რისი იმედი გაქვთ?

– ძალიან ბევრი ადამიანისგან მსმენია, რომ ჯარში შეძენილი მეგობრები მათ მთელი სიცოცხლის ბოლომდე გაჰყოლიათ, დარწმუნებული ვარ, მე და ნიკოლოზიც ასე ვიქნებოდით და ერთმანეთის ლხინსაც და ჭირსაც გავიზიარებდით, 1982 წელს შემთხვევის გამო რომ არ წამოვსულიყავი ჯარიდან და ერთმანეთთან დასაკავშირებელი კონტაქტები რომ გვქონოდა. მაგრამ, ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო. სამაგიეროდ, თუ ახლა მას ვიპოვი, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვიქნები. რატომღაც, დარწმუნებული ვარ, რომ მასაც ძალიან გაუხარდება ჩემი პოვნა. გავიხსენებთ ჩვენს სამხედრო სამსახურს, განვლილ წლებს. ნიკოლოზის პოვნაში მეხმარებოდა სოხუმის ნებაყოფლობითი დამხმარე – ტატიანა, მაგრამ, მიუხედავად მისი არაერთგზის მცდელობისა, ჩვენ ერთმანეთი ვერ ვიპოვეთ. იმედია, ის ერთადერთი ფოტო, რაც მე ნიკოლოზისგან ჯარიდან დამრჩა, დაგეხმარებათ მის პოვნაში.

– ანუ, თქვენი ურთიერთობა 1982 წელს შეწყდა. ახლა, როდესაც უკვე 28 წელია გასული, რაც ერთმანეთი არ გინახავთ, როგორ ფიქრობთ, ისევ გაუგებთ ერთმანეთს?

– შესაძლებელია, რომ მასაც, ჩემსავით, ოჯახი ჰყავს და თავისი პრობლემები აქვს, მაგრამ, არა მგონია, იმდენად შეცვლილიყო ხასიათით, რომ მეგობრის გამოჩენა არ გაუხარდეს. ვფიქრობ კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ ერთმანეთს აუცილებლად გავუგებთ.

– ვინ გგულშემატკივრობთ მეგობრის მოძებნაში და როგორ გგონიათ, სად შეიძლება ცხოვრობდეს ნიკოლოზი ამჟამად – საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ?

– თბილისში ცხოვრობდნენ მისი მშობლები. მამას ტარიელი ერქვა, სამწუხაროდ, დედის სახელი აღარ მახსოვს. მგონია, რომ ნიკოლოზი თბილისში უნდა იყოს. მის მოძებნასა და პოვნაში ბევრი გულშემატკივარი მყავს, დაწყებული ჩემი ოჯახის წევრებით, მეზობლებით დამთავრებული.

– ღმერთმა ქნას, ვიპოვოთ თქვენი მეგობარი. რა რეაქცია გექნებათ ამ შემთხვევაში?

– პირველ ყოვლისა, ვერ დავიჯერებ, შემდეგ კი, ალბათ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდეთ. პირადად მე არაერთხელ და არაერთ ადამიანს დავხმარებივარ ერთმანეთის პოვნაში. ეს მართლაც შეუდარებელი საქმეა, როდესაც შეგიძლია, სიკეთე აკეთო.


скачать dle 11.3