კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გერმანიის ეკონომიკური განვითარება ფერხდება


2009 წლის ბოლო კვარტალში გერმანიის ეკონომიკური განვითარება შეფერხდა, რაც იმის დასტურია, რომ ქვეყანას რეცესიიდან გამოსვლა უჭირს. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 2009 წლის ბოლო 3 თვის განმავლობაში არ გაზრდილა წინა კვარტლებთან შედარებით. ამავე პერიოდში საფრანგეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 0,6 პროცენტით გაიზარდა. გერმანიამ რეცესიიდან გამოსვლის თაობაზე ოფიციალურად 2009 წლის ზაფხულში განაცხადა და ამის მიზეზად ექსპორტის მოცულობა დაასახელა, რომელიც ამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარი საფუძველია. ექსპერტთა განცხადებით, გერმანიის ბოლო ეკონომიკური მაჩვენებლები გაცილებით უარესი გამოდგა, ვიდრე ელოდნენ. ამ მონაცემებმა ის ანალიტიკოსებიც კი გააოცა, რომლებიც გერმანიის ეკონომიკურ წინსვლას ეჭვქვეშ არ აყენებდნენ. არსებული სტატისტიკით, ბოლო წლის განმავლობაში გერმანიის ეკონომიკა 1,7 პროცენტით შემცირდა. მიუხედავად ექსპორტის საერთო მოცულობის შემცირებისა, 2009 წლის სექტემბერ-დეკემბერში გერმანელმა ექსპორტიორებმა მოგება მაინც ნახეს. 1950 წლიდან მოყოლებული, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა, ეს ექსპორტის ყველაზე სერიოზული ვარდნა იყო.


скачать dle 11.3