კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სინგაპური მეზობლებს ქვიშას ჰპარავს


ქალაქ-სახელმწიფო სინგაპურის დეველოპერები და მაღალჩინოსნები იმ კონტრაბანდისტების საქმიანობის ხელშეწყობაში არიან ეჭვმიტანილნი, რომლებიც მეზობელი ქვეყნებიდან პლაჟის ქვიშას უზარმაზარი მოცულობით ეზიდებიან. სინგაპურის ფართობი 1960 წლის შემდეგ დაახლოებით 20 პროცენტით გაიზარდა. მოთხოვნილება ქვიშაზე, რომელიც სანაპიროების მოწყობისა და შემდეგ ეტაპზე მასშტაბური სამშენებლო პროექტების განსახორციელებლადაა საჭირო, სტაბილურად მაღალია. მას შემდეგ, რაც ინდონეზიის, კამბოჯისა და ვიეტნამის ხელისუფლებამ ქვეყნიდან ქვიშის გატანა აკრძალა, მისი სინგაპურში შესვლა შემცირდა, ექსპორტი და გაყიდვა კი არალეგალური გახდა. ბუნების დამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, კონტრაბანდისტების საქმიანობის შედეგად, მალაიზიამ და ინდონეზიამ თავის პლაჟებზე მილიონობით ტონა ქვიშა დაკარგეს. ინდონეზიელები აღნიშნავენ, რომ მათი სანაპიროებიდან უკვე 300 მილიონამდე კუბური მეტრი ქვიშა „გაუჩინარდა“. სინგაპურის ხელისუფლება ბრალდებების პასუხად სიჩუმეს ინარჩუნებს, მალაიზიაში კი უკვე 30-ზე მეტი მაღალჩინოსანი დააპატიმრეს კონტრაბანდისტების საქმიანობის ხელშეწყობის ბრალდებით. თუ ქვიშის გაზიდვის ტენდენცია მომავალშიც უცვლელად შენარჩუნდა, გამორიცხული არ არის ამ „ბიზნესის“ წყალობით, უახლოესი ათი წლის განმავლობაში, რეგიონის რამდენიმე პატარა კუნძული საერთოდ წყალქვეშ აღმოჩნდეს.




скачать dle 11.3