რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: გთხოვთ, დამიხასიათოთ ახალი „აუდი ა4“ 2.0 ან 3.0-იანი ძრავებით. რომელი ჯობია, უფრო სწორად, საქართველოს გზების პირობებში რომელი უფრო გამძლეა, როგორი სავალი ნაწილი აქვს, ამორტიზატორები სწრაფად ხომ არ ჯდება, ან მის გადაცემათა კოლოფს („ტიპტრონიკს“) რამე პრობლემა ხომ არ ექმნება, რამდენად ეკონომიური და სწრაფია და რა სუსტი მხარეები აქვს ორივე მათგანს?
პასუხი: თქვენ, ალბათ, 2005-2008 წლის მოდელებზე საუბრობთ. ძრავების მოცულობა ძალიან ბევრ კითხვაზე გცემთ თავისთავად პასუხს.
2.0-იანი ძრავით აღჭურვილი ძრავებით მოდელები მუშაობენ როგორც ბენზინის, ისე დიზელის სისტემაზე, ხოლო 3.0-იანები – დიზელის სისტემაზე, კარგი იქნებოდა, კონკრეტულად გეთქვათ, რა ტიპის ძრავაზეა საუბარი. ჩვენ ამ ტიპის ძრავებზე ზოგად მონაცემებს შემოგთავაზებთ. რაც შეეხება სიმძლავრესა და სისწრაფეს, 2.0-იანი „ტედეი“ ბენზინზე მომუშავე ძრავა გამოიმუშავებს 138 ცხენის ძალას და მისი მაქსიმალური სიჩქარე 211 კილომეტრ-საათია, ხოლო 3.0-იანი „ტედეი“ ძრავა 230 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მისი მაქსიმალური სიჩქარეა 246 კილომეტრია საათში. გარდა ამისა, არსებობს „ტე ეფესაი“, „დეტეემ ედიშენ“ და სხვა ტიპის 2.0-იანი ძრავები, რომელთაც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მონაცემები აქვთ. რაც შეეხება ამორტიზაციის სისტემას, ზოგადად „აუდის“ მარკაზე გეტყვით, რომ სავალი ნაწილის გამძლეობა ნაკლებად არის ადაპტირებული ქართულ რეალობაზე, ანუ არათანაბარ გზის საფარზე და სხვა. მისი დაკიდების სისტემა ძალიან ბევრი დეტალისგან შედგება, რათა უკეთესი მანევრი უზრუნველყოს, რაც საქართველოში ძალიან ბევრ თავსატეხს აჩენს იმ შემთხვევაშიც, თუ ავტომობილს რომელიმე პატარა ნაწილი მაინც გაუფუჭდა. „ტიპტრონიკი“ არის ავტომატური მართვის კოლოფის დანამატი, რომელიც შეიქმნა მათთვის, ვინც ამ ტიპის კოლოფისგან უფრო მეტს ითხოვდა, მაგრამ მექანიკა არ იზიდავდა. თუმცა მას ძალიან სერიოზული მოფრთხილება სჭირდება, რადგან პრობლემები ხშირად აქვს, ანუ ხშირად ფუჭდება და აღდგენა საკმაოდ ძვირი ჯდება.