კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შემოინახეს ადრეული პერიოდის ქრისტიანობის უძველესი და პირვანდელი სახე სვანებმა და არაბმა კოპტებმა

ვისაც ერთხელ მაინც პირადად, ან ტელევიზიის საშუალებით უნახავს იერუსალიმში აღდგომის წინ ცეცხლის გარდამოსვლა, შეამჩნევდა ტაძარში ყიჟინით შესულ არაბ მართლმადიდებლებს – კოპტებს, რომლებიც სხვებისგან განსხვავებული რიტუალით ადიდებენ უფალს. ალბათ, ბევრს გაუკვირდება, როდესაც შეიტყობს, რომ ამ  რიტუალს ძალიან ჰგავს ძველი სვანების ერთ-ერთი მართლმადიდებლური რიტუალი. თუ  რა მსგავსება არსებობს კოპტებსა და სვანებს შორის, ამის შესახებ გვესაუბრება ბატონი ნოდარ მამისაშვილი:

– ცივილზიაციის ერთ-ერთი ადრეული ფორმა იყო ტოტემის ცივილიზაცია, როდესაც არსებობდა ტოტემი, რომელსაც სხვადასხვა ფორმა და დიდი განვითარება ჰქონდა. ტოტემური კულტი ჩვენთან იმდენად იყო განვითარებული, რომ ის გარკვეულწილად დღესაც არსებობს. მაგალითად, რაჭაში დათვს რომ მოკლავენ, სპეციალურ თეთრ ქსოვილზე დაასვენებენ, მოტირლებს მოიყვანენ და ისე დაიტირებენ, როგორც ადამიანს. მანამადე მისი არც გატყავება შეიძლება და არც რაიმე ნაწილის მოჭრა. შემდეგ დათვის ნაწილებს სოფლის ღირსეულ ადამიანებს ურიგებენ. ანუ დღემდე შემორჩა ამ ტოტემური კულტის ძალიან საინტერესო რიტუალი. მეორე სფერო კი იყო მითოსი, როდესაც ადამიანში მითოსური წარმოდგენა შემოვიდა. მითი უბრალოდ გამოგონილი ამბავი კი არ არის, არამედ ესაა აზროვნების, ფსიქიკის, ადამიანის მოქმედების მთელი კომპლექსი, რომელსაც საფუძვლად თავად მითი უდევს. ძალიან ხშირად ვიცით სხვა ადამიანებზე მითების მოგონება და ზედმეტი რაღაცეების მიწერა – ვთქვათ, გვგონია, რომ ის გადაგვარჩენს და სხვა ვერავინ, ეს სწორედ მითოსიდან მოდის. მესამე საკითხი კი არის საკულტო წარმოდგენები, რელიგია. ამ კატეგორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ქრისტიანობა და ქრისტიანული წარმოდგენები. ქრისტიანული რელიგიის მრწამსი, თავისებურება, ისე, როგორც დღეს არის, უცებ არ ჩამოყალიბებულა. მასაც ჰქონდა ჩამოყალიბების მეტად თავისებური პერიოდები. ყველაზე ადრეულ ხანაში ის მლოცველთა განმანათლებლური მოძრაობა გახლდათ და სწორედ ამ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იყო პირველი არაბი ქრისტიანების, კოპტების რიტუალი. ეს რიტუალი განსაკუთრებულია და, თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთივე განსაკუთრებული და საინტერესოა სვანების რიტუალიც. ერთმანეთს თუ შევადარებთ, საოცარ მსგავსებასაც დავინახავთ და განსხვავებასაც. ყველაზე მთავარი კი, რითაც ისინი ერთიანდებიან, არის რიტუალების უძველესი, პირვანდელი სახე, რომელიც ადრინდელ პერიოდში შეიძლებოდა ჰქონოდა ქრისტიანობას. თქვენ კარგად იცით, რომ, როდესაც აღდგომის წინ მაცხოვრის საფლავზე გარდამოდის ცეცხლი, იმ დროს ტაძარში ყიჟინით შედიან არაბი მართლმადიდებლები – კოპტები. ერთ წელიწადს ისინი არ შეუშვეს ეკლესიაში და იმ წელს ცეცხლი არ გადმოვიდა. კოპტები იმიტომ არ შეუშვეს, რომ ფიქრობდნენ, ისინი თავისი რიტუალით კერპთაყვანისმცემლობის რიტუალს იმეორებდნენ. ჩვენ აქ საქმე გვაქვს ევროპული აზროვნების შეზღუდულ წარმოდგენასთან. რომ დავაკვირდეთ კერპთაყვანისმცემლობის რიტუალებს, დავინახავთ, რომ კოპტების რიტუალი, მისგან პრინციპულად განსხვავდება. მაშ, რატომ დაუშვეს ასეთი შეცდომა? თავად რიტუალს თუ გავიხსნებთ, შევნიშნავთ, რომ ერთმანეთზე ამხედრებული არაბები დიდი ყიჟინით, წივილ-კივილით მიდიან იმ ადგილისკენ, რომელსაც თაყვანი უნდა სცენ. მსოფლიოში არავის უნახავს და არ გადაუღია რიტუალი, როდესაც ადამიანები კერპების თაყვანისცემის დროს მასთან კივილ-წივილით, ყიჟინით მიდიან. ანუ ეს კატეგორიულად გამორიცხავს კერპთაყვანისმცემლობის რიტუალთან მსგავსებასაც კი. ჩვენ ფსიქიკაში გვაქვს გამჯდარი, რომ ეკლესიასთან მშვიდად, კრძალვით უნდა მივიდეთ, მაგრამ მაშინ არ იყო ეკლესია.

– რა შინაარსი უდევს საფუძვლად ამ რიტუალს?

– მას უაღრესად საინტერესო შინაარსი უდევს საფუძვლად: ჩვენი ყოფიერება სავსეა წივილ-კივილით, ცოდვებით და არაბი კოპტები სწორედ ამას ასახავენ – ასეთია ჩვენი ცხოვრება, ასეთები ვართ ჩვენო და მიდიან იქ, რათა შეიცვალონ, განიწმიდონ. როგორც კი ტაძარში შედიან, საოცრად წყნარდებიან და რიტუალს აგრძელებენ თითქმის მდუმარებით, უდიდესი თაყვანისცემით. ასეთი გამოთქმაც არსებობს; „გალობა გულში ამღერებული ლოცვააო“ და სწორედ ასეთი ღიღინით განაგრძობენ თავის რიტუალს. სხვათა შორის, ძველმა ლათინებმა ამ ფორმას „ლალოც“ კი უწოდეს. ასე რომ, არაბი კოპტები თავისებური „ლალოთი“ განწმენდილები ბრუნდებიან უკან. ამას კერპთაყვანისმცემლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამგვარი რიტუალი სვანებსაც აქვთ, რომელიც ძალიან საინტერესოა: ვეებერთელა სვანი ვაჟკაცები დიდი ფეხებით მიდიან ტაძარში, მაგრამ, რადგან ჩვენ გარკვეული ცივილიზაცია გამოვიარეთ, ალბათ, ამან თავისი დაღი დაასვა რიტუალს. ანუ, ისინი, არაბებისგან განსხვავებით, ფეხაკრეფით, ყოველგვარი წივილ-კივილის გარეშე, მსუბუქად მიდიან ტაძარში, შედიან და გალობენ ძველ სვანურ, სარიტუალო, ღვთის საგალობელს. მინდა, ერთ დეტალს გავუსვა ხაზი: მახსოვს, ერთხელ სვანების რიტუალს დავესწარით და ყველაფერს ვიდეოზე ვიღებდით. ვთხოვეთ, ერთხელ კიდევ გაემეორებინათ ეს რიტუალი, მაგრამ, რომ მოკლა, არ გაიმეორებენ, რადგან ეს მათთვის რელიგიური რიტუალია და არა კონცერტი და თავის გამოჩენა – ნახეთ, როგორ კარგად ვგალობთო. როგორც ღმერთმა ინება, ისე იმღერეს და უფლის ნებას ვერ გადავლენ. როდესაც სვანები იგალობებენ, შემდეგ ხატისკენ იყურებიან და ზურგშექცევით, სათითაოდ გამოდიან ეკლესიიდან. შემდეგ თითოეული მათგანი ოდნავ შემობრუნდება და ჩვენ რომ ვუვლით ტაძარს მარცხნიდან მარჯვნივ, ამ მიმართულებით, უცებ საფერხულო რიტმში იწყებენ სვანურ ფერხულს, ერთმანეთს მიებმებიან და სამჯერ გარშემო შემოუვლიან ტაძარს „მთვარის ფერხულით“. შემდეგ ეკლესიის წინ დგებიან და იწყებენ ცეკვა „შეჯიბრს“ – ანუ, ჩვეულებრივ ცხოვრებაში განწმენდილები შემოდიან. კოპტები ცხოვრებიდან მიდიოდნენ ტაძარში და სვანები განწმენდილები უკვე უბრუნდებიან ცხოვრებას, რომ ცხოვრება ხელმეორედ, ახლად დაიბადოს მათთან. ეს გასაოცრად ჰგავს მართლმადიდებლურ პირჯვრის გადაწერას: როდესაც პირჯვარს ვიწერთ, გარდა იმისა, რომ მას მაღალი სულიერი მნიშვნელობა აქვს, სხეულის ფიზიკური არსის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო თვისებაც გააჩნია. სხვათა შორის მართლმადიდებლობის ერთ-ერთი უდიდესი ღირსება ისაა, რომ მასში სულისა და ხორცის საოცარი ჰარმონია ერთად არის განხილული. როდესაც ადამიანი ბევრს ფიქრობს, სწავლობს, აზროვნებს, ლოცულობს, მისი მთელი ფსიქოკონცენტრაცია ხდება შუბლთან. შესაბამისად, პირველი, რასაც ჩვენ პირჯვრის გადაწერისას ვაკეთებთ, სწორედ შუბლის არიდან იწყება, რაც არის ჩვენი აზრის, სულიერი არსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი. თითქოს იქიდან ჩამოგვაქვს ენერგია, რომელიც შემდეგ მიგვაქვს მზის წნულთან, ანუ ჭიპთან, რაც ჩვენი ფიზიკური არსის ცენტრია. შემდეგ ეს ენერგია გადმოგვაქვს მარჯვენა მხარეს, რაზეც ხშირად ამობობენ, აქ არაფერი არ არის, სიცარიელეაო. უფალი სიცარიელეს არ მოგვცემდა, ეს არის ჩვენი კოსმოდრომი, საიდანაც სხეულმა უნდა გაატაროს ყველა ის ცოდვა, რაც კი ჩაიდინა ჩვენმა აზრმა; შემდეგ უკვე ხელი გადმოდის მარცხენა მხარისკენ, რომელსაც უშუალო კავშირი აქვს გულთან, რომ გული ხელმეორედ აამუშაოს ჩვენი ახალი ყოფიერებისთვის. საოცარი რიტუალია და ეს ისევ იმ სვანებმა ამიხსნეს. ანუ, დააკვირდით, მათი რიტუალი და ეს, რაც მოვყევი, როგორ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. ლოცვა და პირჯვრის გადაწერა უდიდესი საიდუმლოა, მცირე ელემენტებად ვერ აღიქმება, მაგრამ ეს ძველ სვანს საუკუნეთა განმავლობაში გადმოეცა და თავის შესანიშნავ რიტუალში ასახა. ჩვენ თუ ამ ორ რიტუალს ერთმანეთს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ისინი ერთმანეთის ინვერსიულები არიან: ანუ, კოპტები ცხოვრებიდან მიდიან ლოცვაზე, ხოლო სვანები ლოცვიდან მიდიან ცხოვრებაში. გარკვეულწილად, ეს ჩვენი სამყაროს მთლიანობაა. როდესაც ერი ასე ლოცულობს, მერე უკვე იოლი გასაგებია, ჩვენი ტაძრები თავისებურებით, ინდივიდულურობით რომ ხასიათდება. თითოეული ტაძარი ცოცხალი ადამიანივით არის, თითქოს ერთმანეთს ჰგვანან, მაგრამ მაინც სხვადასხვანაირია. არის ტაძრები, რომლებიც იმავე წესითაა აგებული, როგორც ბიზანტიაში, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. როგორც კი დაუკვირდებით, აღმოჩნდება, რომ იქაც ქართველმა თავისი ქართული, განსაკუთრებული თვისობრიობა შეიტანა, იმიტომ, რომ ეს თვისობრიობა ჩვენში, ქართველებშია; იმიტომ, რომ ცალკე სვანი არ არსებობს, ქართლელი, კახელი, სვანი და ასე შემდეგ – ერთი ჰარმონიაა. როდესაც ამბობენ, უმაღლესი რანგის ჰარმონიაოო, ეს არის განსხვავებულობათა ჰარმონია. საქართველოს ბედნიერება სწორედ ისაა, რომ ის განსხვავებულობათა ჰარმონიაში ჯდება. როდესაც მუსიკაში სამფაზიანი სისტემა გავაკეთე, მქონდა ასეთი ექსპერიმენტები: ავიღე კონტრასტული და მსგავსი სიმღერები, შემდეგ, როდესაც ჩემს სისტემაში ჩავსვი, აღმოჩნდა, რომ კონტრასტულებს შორის უფრო მეტი სხვაობა იყო, ვიდრე მსგავსებს შორის. ეს ჰარმონია ჩვენ ყოველთვის გვქონდა და ამიტომ მინდა გამოვყო სვანური ადრინდელი საგალობელი. წმიდა სამების ტაძრის ზარებს გარკვეულად საფუძველი ვუპოვე სვანურ რიტუალში – ეს იყო მთვარისა და მზის კულტების გაერთიანებული რიტუალი. როგორც ლაგდებიან და რა პროპორციითაც ასრულებენ რიტუალს, იმავე პროპორციებით სხვადასხვა ლითონის შენადნობები გავურიე ერთმანეთში და მივიღე ქართული ზარი. მაგრამ, არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ეს მხოლოდ სვანურია. როდესაც მუსიკას ვწერდი მერაბ კოკოჩაშვილის ფილმისთვის „გზა“, იქ მე მთვარის სარიტუალო საგალობლები საქართველოს ყველა კუთხიდან ავიღე, ერთმანეთზე დავადე და დღემდე ყველას ის ერთიანი მუსიკა ჰგონია, არადა, სხვადასხვა კუთხის მუსიკაა გამთლიანებული თანამედროვე ტექნიკის დახმარებით. ასეთი ერთიანი და განსხვავებულები ვართ ქართველები.



ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3