კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ მოდელში არ ზიანდება ძრავა ღვედის გაწყვეტის შემთხვევაში


ავტომობილის გამართულად მოძრაობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი ძრავის ღვედი და მისი დროული გამოცვლაა. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მაგალითად ძრავაში ზეთის გამოცვლა. ამ თემაზე ვრცლად საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე საუბრობს.

მევლუდ მელაძე: ავტომობილის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი დეტალია ძრავა, რომლის მოძრაობაში მოყვანა მრავალი ნაწილის ერთობლივ მუშაობაზეა დამოკიდებული. ერთ-ერთია კბილანურ გადაცემათა ღვედი. კბილანური ღვედები იდეალურად გამოიყენება და შეესაბამება აგრეგატებში მაღალი სიჩქარის გადაცემისას და არ საჭიროებს დამატებით ტექნიკურ მომსახურებას. კლასიკური კბილანა ღვედის მუშაობის მარგი ქმედების კოეფიციენტი აღწევს 99 პროცენტს. ძირითადად, საუკეთესო კბილანურ ღვედებს ამზადებენ ფირმები: „ბოში“, „კონდიტელი“, კარგია „დეიკო“, რომელთა მიერ წარმოებული კბილანური ღვედები გამოირჩევა, როგორც გამძლეობითა და მდგრადობით, ასევე სხვადასხვა დატვირთვისა და მაღალი რიცხვითი ბრუნვის დროს. კბილანური ღვედის კარგ ხარისხსა და მუშაობაზეა დამოკიდებული გამანაწილებელი ლილვის ბრუნვა და დროულად შემშვებ-გამომშვები სარქველების გახსნა-დახურვა, საწვავის ნაზავის შეფრქვევა და მისი გამოტუმბვა წვის კამერიდან, რომელიც უზრუნველყოფს ძრავის სწორ და კარგ მუშაობას. ავტომობილების ძალიან ბევრმა მფლობელმა არ იცის, თუ რა სისტემით მუშაობს მისი ავტომობილის ძრავი, კბილანა სარტყელით, ჯაჭვით თუ კბილანური გადაცემით და რა უპირატესობა აქვს თითოეულ მათგანს.

– როგორ მუშაობს კბილანა ღვედი?

– ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, მუხლანა ლილვი პირდაპირი გადაცემით უკავშირდება გამანაწილებელ ლილვს და მოჰყავს ბრუნვაში, მაგრამ აქ უკვე ძრავი თავისუფლდება იმ დეტალებისაგან, რომლის მოვალეობაც იყო მისი შეზეთვა და ხმაურის გამოცემის დახშობა, ასევე, მისი ჰერმეტულად დახურვა, რათა, არ მომხდარიყო შემზეთავი სითხის გაჟონვა და მრავალი სხვა. თუ განვიხილავთ თითოეულ მათგანს, ვნახავთ, თუ რამდენად ეფექტურია კბილანა ღვედის მიერ შესრულებული მუშაობა. კბილანური გადაცემისა და „ცეპით გადაცემის“ შემთხვევაშიც, საჭიროა, მოხდეს კბილანების შეზეთვა და დამატებითი გარკვეული სამუშაოების შესრულება მისი ხმაურის შესამცირებლად და, ასევე, რომ არ მოხდეს შესაზეთი მასის ზეთის გაჟონვა. გარდა ამისა, ძველი მოდელის ძრავებში აუცილებელი იყო ნაპერწკლის მიმწოდებელი მექანიზმის დარეგულირება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია, გამანაწილებელი ლილვის დახმარებით გახსნილ სარქველში შესული საწვავის ნაზავისათვის ზუსტად თავის დროზე ნაპერწკლის მიწოდება და მისი აფეთქება. კბილანური ღვედით გადაცემის დროს კი სულ სხვაგვარად ხდება. კარგი ხარისხის ღვედი მდგრადია და ფორმას ადვილად არ კარგავს, ასევე, მას არ სჭირდება შეზეთვა და ხმაურის ჩამხშობი რაიმე დამატებითი დეტალები. ის იდეალურად მუშაობს მაღალ ბრუნვაზე, ასევე, გამძლეა ტემპერატურის ცვლილებებისას, აქვს კარგი ელასტიკურობის უნარი, რომელიც ხელს უწყობს მის ხანგრძლივ მუშაობას.

– რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ღვედმა კარგად იმუშაოს?

– ზოგადად, ღვედი აუცილებლად უნდა შეიცვალოს ყოველ განვლილ ორმოცდაათი ათას კილომეტრზე. მისი ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ აუცილებად არა ხელზე, არამედ ლიცენზირებულ მაღაზიაში შეიძინოთ, რომ მას თან ახლდეს საგარანტიო ფურცელი. 52 000 კილომეტრამდე ის იმუშავებს, მაგრამ, შემდეგ უკვე აუცილებლად უნდა გამოიცვალოს. რატომ?! იმიტომ, რომ ამ დროს, შესაძლოა, კბილებს შორის ღრმულების გაჩენა მოხდეს. შეიძლება, ის არ გაწყდეს, მაგრამ ეს ღრმულები გამოიწვევენ კბილის ამოკბეჩას და ბრუნვის დროს, როცა ეს ადგილი გამანაწილებელ ლილვთან მიდის, შეიძლება, ლილვზე გადახტეს, აღარ დაატრიალოს და ამ დროს მანქანა ჩაქრება. არის მოდელები, სადაც ძრავის ღვედის გაწყვეტა იმწამსვე აზიანებს ძრავას და ის მთლიანად გამოსაცვლელი ხდება, მაგალითად „ოპელის“ ზოგიერთი მოდელი, „მიცუბიში პაჯერო“ და სხვები. „ჰონდა სივიკზე“ ძრავის ღვედის გაწყვეტა კი, თვითონ ღვედის გარდა, არაფერს აზიანებს – ეს „ჰონდას“ კიდევ ერთი პლუსია.

– ღვედის გაწყვეტა იმწამსვე აჩერებს მანქანას?

– რა თქმა უნდა. თუ არ გაჩერდა და ავტომობილმა რაღაც პერიოდი ასეთი ღვედით იარა, ეს გამოიწვევს სარქველის ღეროს გაღუნვას, ამან კი, თავისთავად, შესაძლოა, ცილინდრიც დააზიანოს. ანუ, ეს იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება მომენტალურად მისი გამორთვა.

– რამდენადაც ვიცი, შესაძლოა, ერთი მოდელის ღვედი სხვა მოდელის ძრავას მოერგოს.

– დიახ, ასეა, რადგან მთავარი არა მოდელი, არამედ ის არის, თუ რა ფირმის ძრავა დევს მასში. ყველა ღვედს თავისი აღმნიშვნელი ნომერი და ზომა აქვს. მაგალითად „შკოდას“ ზოგიერთ მოდელში „ფოლკსვაგენის“ ძრავა დევს და მისი ღვედი სჭირდება.


скачать dle 11.3