კაკამ მადრიდულ სახლში 7,2 მილიონი ევრო გადაიხადა
მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავმა, რიკარდო კაკამ, ესპანეთის დედაქალაქში ვარსკვლავური სახლი იყიდა. მისი ახალი აპარტამენტები რამდენიმე მეტრით არის დაშორებული რონალდუსა და რაულის სახლებიდან. სახლის ფართობი 1 500 კვადრატული მეტრია, მთლიანად კი, მიწის ჩათვლით, კაკას სამფლობელოს 5 000 კვადრატული მეტრი უკავია.
როგორც წესი, ამ უბანში სახლები ძალიან ძვირი ღირს და, კაკასაც, მისი შეძენა 7,2 მილიონი ევრო დაუჯდა.