საჩუქრები, ნაჩუქრები...
იტალიელი მოდელი, კრისტინა დე პინი, ფლორენციის „ფიორენტინას“ ნახევარმცველის, რიკარდო მონტოლივოს მეგობარი გოგონაა და, შეიძლება ითქვას, ცოტა უცნაურიც. ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით ფეხბურთელმა ქალს ათი ათასი ევრო მისცა – საყიდლებზე სიარულის თავი არ მაქვს და, რაც გინდა, შენით შეარჩიეო. და, როგორ გგონიათ, რაში დახარჯავდა ფულს კრისტინა? რაში და – სათამაშოებში.
– არ გეგონოთ, ჩვეულებრივი სათამაშოები ვიყიდე. მართალია, მათ შორის რამდენიმე დათუნია და ბაყაყიც არის, მაგრამ ძირითადი ნაწილი სექსუალური სათამაშოა და მათ მე და რიკარდო გამოვიყენებთ. ისე გამოვიდა, რომ მან მე ფული მაჩუქა, მე კი სათამაშოებს ვაჩუქებ, – ეს განცხადება კრისტინამ „მოახერხა“ და ტელევიზიით გააკეთა.
მგონი, ეს ფინანსური კრიზისი ქალების გონებას საერთოდ არ ეხება.