ოდეს ტურფა გაიაფდეს...
რუდ რეინოლდსი ბრიტანელი მოდელია და თავის დროზე თავს იმით იწონებდა, რომ ფეხბურთელების საოცნებო, თუმცა კი, სავსებით ხელმისაწვდომ ქალად ითვლებოდა. ახლა რუდი ადვოკატს ყვარობს და, ამბობენ, მალე ცოლადაც გაჰყვებაო, თუმცა, არ არის გამორიცხული, მისი გული მანამდე კიდევ რამდენჯერმე მოინადირონ.
– ჩემ გამო კაცებს არაერთი სისულელე ჩაუდენიათ და არაერთხელ გავუოცებივარ, მაგრამ არავინ იცის, რომ სინამდვილეში ჩემი გულის მონადირება ძალიან მარტივია. საკმარისია, ვალენტინობის დღეს წითელი ვარდების თაიგული მაჩუქო, რომ მე ჭკუას ვკარგავ და მზად ვარ, საჩუქრის მომრთმევს ქვეყნის დასალიერზე გავყვე. თანაც, ვარდები ბევრი კი არა, ცოტა უნდა იყოს, ანუ, მხედველობაში ვარდების კლასიკური თაიგული მაქვს, – ეს განცხადება რუდმა ვალენტინობის მეორე დღეს გააკეთა, თუმცა, მსურველებს შეუძლიათ დაიმახსოვრონ, რადგან ვალენტინობა გაისადაც მოვა, ვარდები კი ისე არ გაძვირდება, ერთი თაიგულის ყიდვა შეუძლებელი რომ გახდეს.