თბილისში დაბრუნებულმა თამთა შედანიამ ბიჭოლას ახალი კოლექციის კატალოგისთვის შავ-თეთრი ფოტოები გადაიღო
წარმატებული მოდელი თამთა შედანია, რომელიც ევროპასა და აზიაში არაერთ ცნობილ სამოდელო სახლთან თანამშრომლობდა, ზაფხულში თბილისში ჩამოვიდა კონკურს „ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯიაზე“ დასასწრებად. ის კონკურსის ჟიურის აქტიური წევრიც იყო. მას შემდეგ, რაც თამთა თბილისში იმყოფება, დასვენების ნაცვლად კვლავ აქტიურად მუშაობს და სხვადასხვა ჟურნალისთვისაც მოუწია ფოტოების გადაღება. სულ ახლახან კი მას ჯიჯი რეჯინიმ გადაუღო ფოტოები ერთ-ერთი ჟურნალისთვის. თამთამ, ისევე როგორც ანა კოვაჩმა, კარგად მოირგო ბიჭოლას მიერ შეკერილი სამოსი და კატალოგისთვის კიკალას სტუდიაში საოცრად ლამაზი ფოტოები გადაიღო. სექტემბერში თამთა ზღვაზე აპირებს დასვენებას, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მილანში, ერთ-ერთ პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოში გაემგზავრება სამუშაოდ. თუმცა ჯერჯერობით ევროპული სააგენტოებიდან მას რამდენიმე მიწვევა აქვს და ია კიწმარიშვილთან ერთად გადაწყვეტს, რომელთან თანამშრომლობა იქნება მისთვის უკეთესი.